ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია

ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ ქაშვეთში.

ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქაშვეთი (მრავალმნიშვნელოვანი).

ნასოფლარის სამხრეთ-აღმოსავლეთით 500 მ-ზე, სასაფლაოზე. აგებულია XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში სურამელი ჯობაძეების მიერ.

ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია

ეკლესია დარბაზულია (12,8 X 7,2 ), ნაგებია ქვიშაქვის კვადრებით, კამარა და კონქი ხისაა. სამხრეთით და დასავლეთით სწორკუთხა შესასვლელები აქვს. ნახევარწრიულ აფსიდში ზღუდარით გადახურული ფართო სწორკუთხა სარკმელია. თითო ასეთივე სარკმელია დანარჩენ სამ კედელშიც. აფსიდის კედელი დარბაზის გრძივ კედელს უშუალოდ ერწყმის. საკურთხევლის სარკმლის ჩრდილოეთით ორი ნიშია, სამხრეთით ერთი. ასეთივე მცირე ზომის ნიში სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია. საკურთხეველი, რომლის იატაკი ერთი საფეხურითაა ამაღლებული და წინ წაკვეთილკუთხეებიანი არდაბაგი აქვს, დარბაზისგან გამოყოფილია ხის კანკელით. ეკლესიის ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. ხის კამარა და კონქი შეღებილია მწვანედ. იატაკზე მოგებულია ქვიშაქვის კვადრები. ფასადებზე შემორჩენილია შელესილობის კვალი. სამხრეთ ფასადზე შესასვლელი მორთულია სამი ლილვით შემოსაზღვრული კბილანების მოტივით და არქიტრავზე გადაყვანილი თაღით, რომელსაც რელიეფური ჯვარი ადგას. თაღის ქვემოთ, ლილვით შემოხაზული წრის ორივე მხარეს პატარა ანგელოზებია გამოსახული. დანარჩენ თავისუფალ არეზე სამშენებლო წარწერაა. დასავლეთის ფასადზე სარკმლის ზემოთ ფრონტონზე, ქვიშაქვის წყობაში, გამოყვანილია რელიეფური ჯვარი. ლილვით მოჩარჩოებული კარის არქიტრავზე ამოკვეთილი წარწერის მოხედვით, მშენებლობისათვის ფული შეუწირავს ვინმე პეტრე აბაიძის ქვრივს.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

  • ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია  კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 12207

Tags:

XIX საუკუნეაღმოსავლეთიმეტრისამხრეთიქაშვეთი (ნასოფლარი)ხაშურის მუნიციპალიტეტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლაზებირუსთავიჰემანგიომადიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიალიტერაციატერენტი გრანელიმონაკოსიყვარულიინტერნეტისისხლიმასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდაენგურის ჰიდროელექტროსადგურიმიტოზიამფიბიებივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალირიცხვითი სახელიდედამიწის ისტორიაილია IIელენე ახვლედიანირიონივაჟა მარგველაშვილიბასიანის ბრძოლანატურალური რიცხვიენცეფალოპათიაავტორიტარიზმიმარტივი რიცხვინაპოლეონ ბონაპარტიყვარყვარეოპერაბრესტი (საფრანგეთი)შავი ზღვამშვილდოსანი (ასტროლოგია)რუმინეთისულეიმან Iუფლისციხესაქართველოს ქალაქებიმერწყულიოლიმპიური თამაშებითევზები (ასტროლოგია)იბერიაფიოდორ დოსტოევსკისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაკუნილინგუსისამეგრელოზლატან იბრაჰიმოვიჩიგოგირდივნების კვირაკორუფციაასი ათასი მოწამემიხეილ ჯავახიშვილიჩუტყვავილაბზამურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიისტორიარუსეთისაქართველო XVIII საუკუნეშიექვთიმე თაყაიშვილიჯემალ ქარჩხაძექალაქითრომბოციტებიიესო ქრისტეფეხბურთიკვადრატული მეტრიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიმალტავიტამინებიანანურის ციხეზღვანოდარ დუმბაძემწვადიCadillacგონიოს ციხესესილია თაყაიშვილიფსორიაზილონდონიოცდაათწლიანი ომირელიგიათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი🡆 More