ფელიპე ლიმა ლოპესი, ან მოკლედ ფელიპე ლიმა (დ.
2 თებერვალი, 1989, რიო-დე-ჟანეირო) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, პოზიციით საყრდენი ნახევარმცველი. 2014-2015 წლებში იცავდა საფეხბურთო კლუბ ბოლნისის „სიონის“ ღირსებას.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ფელიპე ლიმა ლოპესი | ||
დაბადების თარიღი | 2 თებერვალი, 1989 | ||
დაბადების ადგილი | რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია | ||
სიმაღლე | 181 სმ. | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | თავისუფალი აგენტი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2007-2009 | ცფზ | ||
2009 | → ბოტაფოგო (იჯარით) | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2009 | ცფზ | ||
2009-2013 | ბოტაფოგო | 2 | (0) |
2011 | → დუკი-დი-კაშიასი (იჯარით) | 1 | (0) |
2012 | → ამერიკა (რიო) (იჯარით) | ||
2012 | → ბანგუ (იჯარით) | ||
2013-2014 | ტუპი | 25 | (0) |
2014-2015 | სიონი ბოლნისი | 4 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 18 თებერვალი, 2015 |
კარიერის ადრეული წლები გაატარა „ცენტრო დე ფუტბოლ ზიკო სოსიედად ესპორტივაში“, რომელიც დააარსა ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ზიკომ. 2010-2013 წლებში ირიცხებოდა „ბოტაფოგოში“, რომლის რიგებშიც მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა. მისი დებიუტი ბრაზილიის სერია A-ში შედგა 2010 წლის 6 ივნისს, „კორინთიანსის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში, ფელიპე თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო. იმ შეხვედრაში, მოწინააღმდეგეთა რიგებში ითამაშა რობერტო კარლოსმა. „ბოტაფოგოში“ თამაშისას მის გუნდს ცნობილი ბრაზილიელი მწვრთნელი, ჟოელ სანტანა წვრთნიდა. „ბოტაფოგოდან“ იჯარით იმყოფებოდა სამ ბრაზილიურ კლუბში, „დუკი-დი-კაშიასიში“, რიო-დე-ჟანეიროს „ამერიკასა“ და „ბანგუში“. 2013-14 წლების სეზონი გაატარა საფეხბურთო კლუბ „ტუპიში“, 2014 წლის სექტემბრიდან ბოლნისის „სიონის“ ფეხბურთელია, იგი გუნდს გიორგი ფოფხაძესთან ერთად შეუერთდა. 2014-15 წლების სეზონის პირველ ნახევარში „სიონის“ მაისურით მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ფელიპე ლიმა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.