უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდება (ფრანგ.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდება}} |
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
„მაღალი ხარისხების“ ორგანიზებულ სისტემას, რომელშიც 33 ხარისხია, საიდანაც პირველ სამ ხარისხს ზედამხედველობს ამა თუ იმ ქვეყნის მასონური მორჩილება (Obedience) - დიადი ლოჟა, ხოლო 4-33 ხარისხებს იურისდიქცია (Jurisdiction) - უმაღლესი საბჭო. მიეკუთვნება „შოტლანდიური“ რიტუალების სისტემას.
„შოტლანდიური“ რიტუალები არსებობდა უძველესი ხანიდან. XVII საუკუნის ბოლოს - XVIII საუკუნის დასაწყისში, ეს რიტუალები (მათი რიცხვი მაშინ 25-ს შეადგენდა) მოხვდა საფრანგეთში შოტლანდიიდან, ბორდოს ლოჟის გავლით. მისი სახელწოდება, შოტლანდიელი ემიგრანტების დამსახურებაა, რომლებიც ინგლისელებს გაურბოდნენ საფრანგეთში.
რიტუალების სისტემა, როგორც ერთიანი სტრუქტურა, მაშინ ჯერ არ არსებობდა. ენდრიუ რამსეის მეშვეობით, „მაღალი საფეხურების“ სისტემა ნელ-ნელა დამკვიდრდა ბევრ ფრანგულ ლოჟაში. XVIII საუკუნეში კი - ფრანგულ და ინგლისურ კოლონიებში შოტლანდიური რიტუალები ეტიენ მორინთან ერთად შევიდა, როდესაც შევალიე მორინი „ახალი სამყაროს დიად ინსპექტორად“ დაინიშნა. მან 25 საფეხურიანი წესდებით მომუშავე „სრულყოფილების ორდენი“ ჩამოაყალიბა სან-დომინგოზე და სწორედ კარიბის ზღვის ამ კუნძულიდან გავრცელდა შოტლანდიური რიტუალები ჩრდ. ამერიკის კონტინენტზე და შემდგომ მთელს მსოფლიოში.
1765 წელს, სრულყოფილების ორდენი დაფუძნდა ნიუ იორკში, ხოლო 1783 წელს - ჩარლსტონში, სამხრეთ ქეროლაინაში. სწორედ ჩარლსტონში, ვითარდება წესდება (Rite) და ყალიბდება როგორც სტრუქტურა.
1799-1801 წლებში ხორციელდება სრულყოფილების წესდების რეფორმირება, როდესაც ჩარლსტონში ჩამოდიან მეფე ფრედერიკ დიდის (პრუსიელის) წარგზავნილები - ფრედერიკ დალკო და ჯონ მიტჩელი. საბოლოოდ, „სრულყოფილების ორდენი“ იცვლის სახელწოდებასა და სტრუქტურას. ბერლინის მასონური კონვენტის შემდგომ, პრუსიის მეფის წარგზავნილებმა ჩამოიტანეს ორდენის ახალი წესდება, რომელშიც დამატებით 8 საფეხური იყო გათვალისწინებული და სახელწოდება იყო შეცვლილი - ორდენს „უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდება“ ეწოდა. მის დაფუძნებაში მონაწილეობდნენ, როგორც ინგლისელი, ასევე ფრანგი მასონები.
წესდების ძველი რიტუალები თითქმის უცვლელად მხოლოდ საფრანგეთში (საფრანგეთის უმაღლესი საბჭო) და მისგან გაცემულ პატენტიან იურისდიქციებში შემორჩა, აშშ-სა და ინგლისურ კოლონიებში რიტუალებმა სახე იცვალეს. განახლებულ რიტუალთა ყველაზე ცნობილ ავტორად ალბერტ პაიკი ითვლება.
უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდება ოცდაცამეტი საფეხურისგან - ხარისხისგან შედგება. პირველი სამი ხარისხი - თანამოძმის, შეგირდისა და ოსტატის, მიეკუთვნება სიმბოლური, ე.წ. „ლურჯი“ ლოჟების და დიადი ლოჟების მართვა - ადმინისტრირებას, ხოლო მეოთხე - ოცდამეცამეტე ხარისხების მართვას და წესდების მფარველობას ახორციელებს ამა თუ იმ ქვეყნის იურისდიქციის უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების 33-ე და ბოლო ხარისხის სუვერენულ დიად გენერალურ ინსპექტორთა უმაღლესი საბჭოები.
წესდების სტრუქტურა დაყოფილია:
ხარისხის ნომერი | სახელი |
---|---|
1°-3° | ხარისხები გაერთიანებულია - სიმბოლურ ღირსეულ ლოჟებში |
4°-14° | ხარისხები გაერთიანებულია - სრულყოფილების ლოჟაში |
15°-18° | ხარისხები გაერთიანებულია - სუვერენულ ვარდისა და ჯვრის კაპიტულში |
19°-30° | ხარისხები გაერთიანებული - აღმატებულ არეოპაგში |
31° | ტრიბუნალი |
32° | კონსისტორია |
33° | უმაღლესი საბჭო |
წესდების ხარისხები:
ხარისხის ნომერი | სახელი |
---|---|
1° | შეგირდი |
2° | თანამოძმე |
3° | ოსტატი |
4° | საიდუმლო ოსტატი |
5° | სრულყოფილი ოსტატი |
6° | საიდუმლო (პირადი) მდივანი |
7° | ზედამხედველი და მოსამართლე |
8° | მშენებლობის ზედამხედველი |
9° | ცხრიდან რჩეული ოსტატი |
10° | თხუთმეტიდან რჩეული სახელგანთქმული ოსტატი |
11° | თორმეტიდან რჩეული აღმატებული რაინდი |
12° | დიადი ოსტატი ხუროთმოძღვარი |
13° | სამეფო თაღის რაინდი |
14° | დიადი რჩეული სრულყოფილი და აღმატებული ქვისმთლელი |
15° | აღმოსავლეთისა და მახვილის რაინდი |
16° | იერუსალიმის უფლისწული |
17° | აღმოსავლეთისა და დასავლეთის რაინდი |
18° | ვარდისა და ჯვრის რაინდი |
19° | დიადი პონტიფექსი |
20° | რეგულარული ლოჟების ღირსეული ოსტატი ან ოსტატი Ad Vitam |
21° | ნოაქიტი ან პრუსიელი რაინდი |
22° | სამეფო ცულის რაინდი ან ლიბანის უფლისწული |
23° | სკინიის წინამძღვარი |
24° | სკინიის უფლისწული |
25° | სპილენძის გველის რაინდი |
26° | მოწყალების უფლისწული |
27° | ტაძრის დიადი კომანდორი |
28° | მზის რაინდი |
29° | წმინდა ანდრიას დიადი შოტლანდიელი რაინდი |
30° | დიადი ინსპექტორი და დიადი რჩეული, რაინდი კადოში ან შავი და თეთრი არწივის რაინდი |
31° | დიადი სარდალი ინსპექტორი ინკვიზიტორი |
32° | სამეფო საიდუმლოს აღმატებული უფლისწული |
33° | სუვერენული დიადი გენერალური ინსპექტორი |
უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების დევიზია „Ordo ab Chao“, რომელიც განიმარტება, როგორც “წესრიგი ქაოსის მიღმა“ ან „წესრიგი ქაოსიდან“ . ეს დევიზი საუკეთესოდ ასახავს ორდენის არსს მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, როდესაც მასონობა იყო უდიდესი ღირსება, პატივი და ამასთან, ორდენი აძლევდა მის წევრებს საშუალებას, მიეღოთ დამატებითი ცოდნა.
ეს დევიზი პირველად, სწორედ, 1802 წელს აშშ-ის სამხრეთ იურისდიქციის მიერ გაცემულ პატენტში გამოჩნდა, რომელის საფრანგეთის უმაღლესი საბჭოს დაფუძნებისთვის გაიცა.
საფრანგეთიდან უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების უმაღლესი ხარისხები ევროპის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, უმაღლესი საბჭოები ფუძნდება ნიდერლანდებში, იტალიასა და სკანდინავიაში, ა.შ.. შოტლანდიური წესდების პირველი სამი - შეგირდის, თანამოძმის და ოსტატის ხარისხების რიტუალები, შედის დიადი ლოჟის სუვერენულ იურისდიქციაში, ხოლო მეოთხე - ოცდამეცამეტე ხარისხები - უმაღლესი საბჭოს სუვერენულ იურისდიქციაში.
ეს ორი სტრუქტურა ერთმანეთის იურისდიქციაში არ ერევა და მათ შორის ჰარმონიული ძმური ურთიერთობები და თანამშრომლობაა. თავისთავად, ძმა მასონი უნდა იყოს აყვანილი ოსტატის (მესამე) ხარისხში, იმისათვის, რომ მან (სურვილის და მიწვევის შემთხვევაში) განვითარება გააგრძელოს წესდების უმაღლეს ხარისხებში.
თუ დიად ლოჟას ხელმძღვანელობს დიადი ოსტატი და დიად ოფიცერთა კოლეგია, შოტლანდიური წესდების უმაღლეს საბჭოს ხელმძღვანელობს სუვერენული დიადი კომანდორი და დიად ოფიცერთა შემადგენლობა (კომანდორია).
აღნიშნული წესდება ინგლისშიც არსებობს, თუმცა, იქ მას „უძველესი და მიღებული წესდება“ ეწოდება და საკმაოდ „იზოლირებული“ მიმართულებაა. კონტინენტურ ევროპაში კი, შეხვდებით უძველესი და მიღებული შოტლანდიურ წესდების ლოჟებსაც, სადაც რეგულარულობის ერთ-ერთი პრინციპიდან გამომდინარე - პირველი სამი სიმბოლური ხარისხი დიადი ლოჟის, ხოლო ზედა ხარისხები - უმაღლესი საბჭოს იურისდიქციაში შედის. ამასთან, „წესდება“ უწყვეტია იდეურად პირველიდან ოცდამეცამეტე ხარისხის ჩათვლით, ერთი ორგანიზმია.
უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების ხარისხების პრაქტიკა განსხვავდება სხვადასხვა ქვეყანში და იურისდიქციაში: შესაძლებელია ძმის ინიციირება მეოთხე (საიდუმლო ოსტატის) ხარისხში, შემდგომ მეცხრე, მეთორმეტე, მეთოთხმეტე და ა.შ. ხარისხებში. ის ხარისხები, რომელიც „პრაქტიკაში“ აღარ გამოიყენება, ძმას გადაეცემა „თეორიულად“, ვერბალურად. მაგალითად, მეცხრე ხარისხში აყვანისას (რომლის დროსაც ტარდება მეცხრე ხარისხის რიტუალური მუშაობა), ძმას გადაეცემა მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე ხარისხების ცოდნა და რიტუალი თეორიულად. ძალიან საინტერესოა ოცდამეათე ხარისხი, რომელსაც „კადოშის წმინდა რაინდის“ ან „თეთრი და შავი არწივის რაინდის“ ხარისხი ეწოდება. ამ ხარისხის რიტუალში, გასანდობარი ძმები სიმბოლურად განასახიერებენ ტაძრელ რაინდებს, რომლებიც სიკვდილით დასაჯეს, ხოლო ძმები, ვინც მონაწილეობს მათ აწევაში, ჩირაღდნებით ხელში, განასახიერებენ იმ პროცესიას, რომელიც წინ უძღოდა ტაძრელთა დიადი ოსტატის - ჟაკ დე მოლეს კოცონზე დაწვას. შოტლანდიური წესდების სტრუქტურები მუშაობენ (ისევე, როგორც სიმბოლური მასონური ლოჟები), სულ მცირე, თვეში ერთხელ მაინც.
უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების სტრუქტურა იერარქიულია, სადაც ხელისუფლება კონცენტრირებულია უმაღლესი საბჭოს და დიადი სუვერენული კომანდორის ხელში. ეს ხელისუფლება შეუვალი და აბსოლუტურია. მხოლოდ ოცდამეცამეტე ხარისხის მატარებელი ძმები განსაზღვრავენ წესდების ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა თემას თუ ასპექტს. უძველესი ტრადიციის მიხედვით, ოცდაცამეტთა უმაღლესი საბჭოს წევრი მხოლოდ ოცდაცამეტი ასეთი ძმაა, სიცოცხლის ბოლომდე. ძმა შეიძლება იყოს 33-ე ხარისხში, მაგრამ არ იყოს უმაღლესი საბჭოს ოფიცერი. წესდების ყველა წევრი, მათ შორის 33-თა საბჭო, ემორჩილება დიად სუვერენულ კომანდორს, რომელსაც სხვადასხვა იურისდიქციაში განსხვავებული ვადებით ირჩევენ, მაგრამ განსხვავებით სიმბოლური მასონობისგან, ეს ვადა რამდენჯერმე აღემატება დიადი ოსტატის კადენციის ვადას (მაგ. – 9 წელი ან სამუდამოდ). სუვერენული დიადი კომანდორის ძალაუფლება განსაზღვრულია წესდების კონსტიტუციითა და საერთო რეგლამენტით, ამასთან, მას გააჩნია ფართო უფლებამოსილებანი, შეიძლება ითქვას - მონარქიული.
ამ წესდების ნაწილია, მე-18 საუკუნეში მასონობასთან „შერწყმული“ როზენკროიცერთა, ანუ ვარდისა და ჯვრის საზოგადოების რიტუალებიც. სწორედ ამ (15°-18°) ხარისხებს აერთიანებს სუვერენული ვარდისა და ჯვრის კაპიტული. ძველად, ამ ხარისხების მიმღები ძმა ითვლებოდა არისტოკრატიული ფენის ნაწილად, იგივე, გერმანიასა და საფრანგეთში. ამ ხარისხებში ძმას ჰქონდა უფლება ეტარებინა დაშნა და თავსაბურავი, რაც იმ დროის არისტოკრატიის პრივილეგია იყო მხოლოდ. ასეთივე გზა გამოიარა „კადოშის“ საიდუმლო საზოგადოებამ, რომელიც შეუერთდა მასონობას და მისი რიტუალისტიკა და იდეები გამოხატულია წესდების 19-30 ხარისხებში.
ანდრე - მიშელ დე რამსეი გახლდათ მასონობის და შოტლანდიის, ასევე, სტიუარტების დინასტიის, ერთგული პიროვნება, შეიძლება ითქვას - იდეალისტი, რომელიც ხედავდა მასონობაში სისტემას, რომელიც პოლიტიკისა და რელიგიის მიღმა უნდა არსებობდეს, როგორც მორალური და განმანათლებლური საზოგადოება, თანაცხოვრების და საყოველთაო თანასწორობის გარანტი. „განმანათლებლობა“ მე-18 საუკუნის კულტურულ - საზოგადოებრივი მოძრაობა გახლდათ, რომელიც საკუთარ მიზნად ისახავდა ცრურწმენების მხილებას, თვლიდა რა გონს უმაღლეს ავტორიტეტად. განმანათლებლები ხაზგასმით საუბრობდნენ ადამიანის გონის და მორალის ურთიერთკავშირზე, ეთიკური ნორმების პრიორიტეტულობაზე და განათლებული მოქალაქის მნიშვნელობაზე, რომელთა უმთავრესი მიზანი პროგრესია! აღნიშნული „განმანათლებლობის“ ხანა საფრანგეთში იწყება მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში, საიდანაც ვრცელდება მთელს ევროპაში და ახალ კონტინენტზე - აშშ-ში.
მასონობის აღზევება, განვითარება სწორედ რომ „განმანათლებლობის“ აღზევებას ემთხვევა და პირიქით. იმ ხანის მასონური „შოტლანდიური“ ლოჟები აერთიანებდნენ პროგრესულად მოაზროვნე და განათლებულ ადამიანებს, მაღალი ეთიკური და მორალური პრინციპებით, ადამიანებს, ვინც ავითარებდა ტოლერანტობის, ქველმოქმედების, თანასწორობის და სოლიდარობის პრინციპებს, როგორც ლოჟებში, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებაში. ამ შოტლანდიურ - ფრანგული მასონური ლოჟების დამსახურებაა დემოკრატიული და თავისუფლების ფასეულობათა განვითარება.
უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდება მისი სტრუქტურული ერთეულების სახით, საქართველოს ტერიტორიაზე 2020 წლიდან 16 მარტიდან არსებობს და ვითარდება, საქართველოში ერთადერთი კანონიერად დაფუძნებული და რეგულარული მასონური მორჩილების - საქართველოს დიადი ლოჟის ყოვლად ღირსეული დიადი ოსტატის თანხმობით.
საქართველოს დიადი ლოჟის იურისდიქცია ვრცელდება წესდების პირველ სამ - შეგირდის, თანამოძმის და ოსტატი მასონის სიმბოლურ ხარისხებზე და დიადი ლოჟის ეს სუვერენული უფლება შეუვალია. საქართველოს რეგულარული მასონური მორჩილების ოსტატი მასონების მიღება უძველეს და მიღებულ შოტლანდიურ წესდებაში დაიწყო საქართველოს დიადი ლოჟის ყოვლად ღირსეული დიადი ოსტატის 2017 წლის გადაწყვეტილებით და გაცემული ნებართვით (დისპენსაციით).
2023 წლის 3 მაისს, ქ. პარიზში, საფრანგეთი, უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების გენერალურ ინსპექტორთა ოცდამეცამეტე (33°) და ბოლო ხარისხში და რანგში, იყო ნომინირებული და აყვანილი, საქართველოს მოქალაქე, ცხრა (9) ძმა, რამაც ამ სახელგანთქმულ და აღმატებულ ძმებს მისცა საშუალება დაესრულებინათ საქართველოში წესდების სტრუქტურის სრული ფორმირება.
ამავე დღეს, 2023 წლის 3 მაისს, 9 სუვერენული დიადი გენერალური ინსპექტორის სურვილითა და ნებით, გადაწყდა - საქართველოს ისტორიაში პირველი, უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების საქართველოს უმაღლესი საბჭოს დაფუძნება, რაც საჯაროდ გამოცხადდა და შედგა სადამფუძნებლო ქარტიის ხელმოწერით - 2023 წლის 6 მაისს.
2023 წლის 6 მაისს, ჩამოყალიბდა საქართველოს უმაღლესი საბჭოს ოფიცერთა კოლეგია - კომანდორია, ხოლო სუვერენულ დიად გენერალურ ინსპექტორთა გადაწყვეტილებით, ყოვლად ძლევამოსილ სუვერენულ დიად კომანდორად არჩეულ იქნა ძმა ირაკლი მ∴. ამავე დღეს, საქართველოს უმაღლესმა საბჭომ მიიღო და დაამტკიცა მისი კონსტიტუცია და საერთო (გენერალური) რეგლამენტი.
2023 წლის 25 ივნისს, საქართველოში ერთადერთი რეგულარული და კანონიერად დაფუძნებული მასონური გაერთიანების - საქართველოს დიადი ლოჟის და უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების სუვერენული საქართველოს უმაღლესი საბჭოს შორის დაიდო შეთანხმება, რომელიც მასონურ მორჩილებასა (სდლ) და მასონურ იურისდიქციას (უს) შორის, ურთიერთთანამშრომლობის კონკორდატის სახით გაფორმდა 2023 წლის 1 ოქტომბერს.
სადამფუძნებლო ქარტიის ხელმომწერმა უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების 33-ე და ბოლო ხარისხის სუვერენულმა დიადმა გენერალურმა ინსპექტორებმა, 2023 წლის ექვს (6) მაისს, ქ. თბილისის ზენიტში, 41°43’0’ ჩრდილოეთ განედით, რეგულარულად და კანონიერად, სრული ტერიტორიული სუვერენიტეტით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, დააფუძნეს უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების საქართველოს უმაღლესი საბჭო.
This article uses material from the Wikipedia ქართული article უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდება, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.