ტაკეჰიკო ინოუე

ტაკეჰიკო ინოუე (井上 雄彦, Inoue Takehiko, დ.

12 იანვარი, 1967) — იაპონელი მანგას მხატვარი (მანგაკა). იგი ყველაზე ცნობილია კალათბურთის სერიებით - Slam Dunk (1990–1996) და jidaigeki ჟანრის მანგით - Vagabond, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მანგის სერიებია ისტორიაში. მისი მრავალი ნამუშევარი კალათბურთს ეხება, თავად ინოუეც სპორტის დიდი მოყვარულია. მისი ნამუშევრები, რომლებიც ჩრდილოეთ ამერიკაში გაიყიდა Viz Media-ს საშუალებით არის Slam Dunk, Vagabond და Real. 2012 წელს ინოუ გახდა აზიის კოსმოპოლიტანის დაჯილდოების კულტურული პრიზის პირველი მფლობელი.

ტაკეჰიკო ინოუე
ტაკეჰიკო ინოუე
დაიბადა 12 იანვარი, 1967
დაბადების ადგილი ისა, იაპონია
ეროვნება იაპონელი
სფერო მანგას მხატვარი
მომზადება კუმამოტოს უნივერსიტეტი
ცნობილი ნამუშევრები Slam Dunk, Vagabond, Real
ჯილდოები ტეზუკას ჯილდო (1988); შოგაკუკან მანგას ჯილდო (1995); კოდაშან მანგას ჯილდო (2000); ტეკუზა ოსამუს ჯილდო (2002)
საიტი http://www.itplanning.co.jp/

ადრეული ცხოვრება და განათლება

ინოუე დაიბადა ისაში, კაგოსიმაში და ბავშვობიდან უყვარდა ხატვა. დაწყებითი და საშუალო სკოლის პერიოდში ინოუე შეუერთდა კენდოსა და კალათბურთის კლუბებს და გახდა ამ უკანასკნელის კაპიტანი. კაგოსიმას პრეფექტურულ ოგუჩის საშუალო სკოლაში მესამე კურსზე ინოუემ ხელოვნების უნივერსიტეტში ჩარიცხვის მიზნით საზაფხულო ხელოვნების მოსამზადებელ სკოლაში ჩააბარა, მაგრამ ამგვარი სკოლები ძალიან ძვირი ღირდა, ამიტომ მან მშობლიურ ქალაქთან ახლოს მდებარე კუმამოტოს უნივერსიტეტში ჩააბარა. იქ ლიტერატურის განხრით დაამთავრა. Weekly Shōnen Jump-ში მისმა წარდგენამ მიიპყრო რედაქტორი ტაიზო ნაკამურას ყურადღება და 20 წლის ასაკში ინოუემ მიატოვა კოლეჯი ტოკიოში გადასასვლელად და მანგას მხატვრის კარიერას მიჰყვა.

კარიერა

ტაკეჰიკო ინოუე 
ინოუეს მანგა „Vagabond“

დებიუტამდე ინოუე იყო ცუკასა ჰოჯოს ასისტენტი City Hunter-ში. მისი დებიუტი შედგა 1988 წელს, როდესაც Purple Kaede (იაპონ. 楓パープル?) გამოჩნდა ჟურნალ Weekly Shōnen Jump-ში. მან მოიგო Tezuka-ს 35-ე ყოველწლიური ჯილდო. მისი პირველი სერიალიზაცია 1989 წელს Chameleon Jail, კაზუჰიკო ვატანაბეს მიერ დაწერილი მოთხრობა იყო.

ინოუმ დიდ პოპულარობას მიაღწია თავისი პირველი მანგით, Slam Dunk, შოჰოკუს სკოლის კალათბურთის გუნდის შესახებ. ის ქვეყნდებოდა Weekly Shōnen Jump-ში 1990 წლიდან 1996 წლამდე, რა პერიოდშიც მთელ მსოფლიოში 170 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. 1995 წელს მან მიიღო მე-40 წლიური Shogakukan Manga Award შოუნენ მანგასთვის და 2007 წელს გამოცხადდა მთელი იაპონიის საყვარელ მანგად. Slam Dunk გადაკეთდა 101 ეპიზოდიან ანიმედ და ოთხ ფილმად. მანგას პოპულარობამ იაპონელ ახალგაზრდებში კალათბურთისადმი ინტერესი მკვეთრად გაზარდა, რის შედეგადაც 2006 წელს ინოუემ და მისმა გამომცემელმა შუეიშამ შექმნეს Slam Dunk Scholarship პროგრამა და ინოუემ იაპონიის საკალათბურთო ასოციაციისგან მიიღო შექება ქვეყანაში კალათბურთის პოპულარიზაციისათვის.

ინოუემ 1996 წლის მაისში Sports-i ESPN ვებსაიტზე გამოუშვა Buzzer Beater, როგორც ონლაინ კომიქსი. ეს ანიმე მოგვითხრობს დედამიწის კალათბურთის გუნდზე, რომელიც ცდილობს ასპარეზობას გალაქტიკათშორის დონეზე. ის მის ოფიციალურ ვებსაიტზე ხელმისაწვდომია ოთხ ენაზე: იაპონურად, ინგლისურად, ჩინურად და კორეულად. Buzzer Beater 2005 წელს გადაიღეს 13 ეპიზოდიან ანიმედ. 2007 წელს კი დამატებით 13 ეპიზოდი გამოვიდა.

ინოუეს შემდეგი მანგა Vagabond იყო, რომელიც ადაპტირებულია ეიჯი იოშიკავას ნამუშევრებიდან სამურაი მიამოტო მუსაშის შესახებ, მანგის ხატვაც მან 1998 წელს დაიწყო. 2000 წელს მან მოიპოვა Kodansha Manga-ს ჯილდო ზოგად კატეგორიაში და მე-6 Osamu Tezuka Culture Awards-ის მთავარი პრიზი. ინოუემ 2002 წელს ჯილდო ასევე თავის მეგობარ მანგაკასთან, კენტარო მიურასთან, ერთად მიიღო.

სანამ ჯერ კიდევ Vagabond-ზე მუშაობდა, ინოუემ 1999 წელს დაიწყო Real-ის ხატვა, რომელიც მისი რიგით მესამე მანგაა კალათბურთის შესახებ. მან 2001 წლის იაპონიის მედია ხელოვნების ფესტივალზე ბრწყინვალების პრიზიც მიიღო.

2011 წლის მარტში, ინოუემ დახატა ბუდისტი ლიდერის, შინრანის, დიდი გამოსახულებები თორმეტ დასაკეც პანელზე.

2013 წელს ინოუემ გამოაქვეყნა ილუსტრირებული სამოგზაურო მემუარები ანტონიო გაუდის ცხოვრებასა და არქიტექტურაზე, სახელწოდებით Pepita: Takehiko Inoue Meets Gaudi, სადაც დეტალურად იყო აღწერილი მისი აზრები და მოგზაურობები კატალონიაში.

2022 წელს ინოუეს სარეჟისორო დებიუტი შედგა თავისივე მანგის (Slam Dunk) ანიმე ადაპტაციით, სახელწოდებით The First Slam Dunk. ინოუეს მიერაა დაწერა ფილმის სცენარიცა და სიუჟეტიც.

შემოქმედება

სერიული მანგა

  • Chameleon Jail (1989-1990)
  • Slam Dunk (1990–1996)
  • Buzzer Beater (1996-1998)
  • Vagabond (1998–2015) (პაუზაში)
  • Real (1999–დღემდე)

სხვადასხვა

  • პეპიტა: ტაკეჰიკო ინოუო ხვდება გაუდის (2013)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ტაკეჰიკო ინოუე ადრეული ცხოვრება და განათლებატაკეჰიკო ინოუე კარიერატაკეჰიკო ინოუე შემოქმედებატაკეჰიკო ინოუე რესურსები ინტერნეტშიტაკეჰიკო ინოუე სქოლიოტაკეჰიკო ინოუე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნუსხურიმეტაფორაბასიანის ბრძოლავახტანგ I გორგასალიეგრისის დიდი ომიგიორგი III (საქართველოს მეფე)ილორის ეკლესიაკარლეს პუჩდემონიღამურამილიმეტრიალექსანდრე ყაზბეგიბარსელონალევიტანაიასოფელიკახეთის აჯანყება (1659)ასურეთიადოლფ ჰიტლერითავისუფლების მოედანი (თბილისი)საქართველო XVIII საუკუნეშივეფხვიბესლეთის ხიდიდავით IIIთემურლენგიიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმიირაკლი ღარიბაშვილიმარტივი რიცხვიანალური სექსიუილიამ შექსპირითორნიკე ერისთავისხალთის ტაძარიშფოთვითი აშლილობებილევან სამხარაულიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციადანიავენერაფერეიდანიგელათის მონასტერიოდისეასუნთქვაFყინწვისის მონასტერირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიჰორმონებიწყნარი ოკეანედეციმეტრიესპანეთიდავითგარეჯატრაპეციასისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოყაზახეთინივთიერებაფრინველებისტოიციზმიკვადრატული კილომეტრიაბო თბილელის წამებამარტყოფიბოდბის მონასტერივულკანიკანონიერი ქურდისაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურებიავსტრიავენეციაკულტურაემპათიაცხელი ძაღლინიდერლანდებიფილოსოფიაიოსებ სტალინიშიდა ქართლის მხარერუსეთ-საქართველოს ომი (1921)ბისექსუალობარომიჯუმათის მონასტერინანა ჯანელიძეთეატრითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტირენესანსი🡆 More