სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნის ევროპული დღე, ასევე ცნობილია, როგორც შავი ბაფთის დღე — ტოტალიტარული რეჟიმების, სტალინიზმის, კომუნიზმის, ფაშიზმისა და ნაციზმის მსხვრპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე.
აღინიშნება 23 აგვისტოს, სწორედ იმ დღეს, როდესაც ნაცისტურმა გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერეს ე. წ. „თავდაუსხმელობის პაქტს“ (მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი) და მის საიდუმლო დამატებით მუხლებს, რომლის მიხედვითაც გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა ევროპა გავლენის სფეროებად გაიყვეს. სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნის ევროპული დღის აღნიშვნის შესახებ ევროპის პრალამენტმა გადაწყვეტილება 2009 წლის 2 აპრილს მიიღო.
ხსოვნის დღის შესახებ წინადადება წამოაყენეს ჯერ კიდევ 2008 წლის 3 ივნისს ვაცლავ ჰაველისა და ევროპის პარლამენტის სხვა წევრების მიერ ხელმოწერილ დეკლარაციაზე ევროპის ნებისა და კომუნიზმის შესახებ. 2008 წლის 23 სექტემბერს ევროპარლამენტის 409 წევრმა ხელი მოაწერა დეკლარაციას ხსოვნის დღის დაარსების შესახებ. 2009 წლის 2 აპრილს კი ევროპარლამენტმა კენჭისყრის გზით მიიღო კანონი ხსოვნის დღის აღნიშვნის შესახებ (533 მომხრე, 44 წინააღმდეგი, 33-მა თავი შეიკავა).
ხსოვნის დღის მიზანია მასობრივი დეპორტაციისა და დევნის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის შენარჩუნება და ევროპაში დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაცია მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით.
This article uses material from the Wikipedia ქართული article სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნის ევროპული დღე, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.