1998 სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნები

სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნები 1998 — მესამე საპრეზიდენტო არჩევნები სომხეთში, რომელიც ჩატარდა 1998 წლის 16 მარტს.

არჩევნებში გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო. არჩევნები დამოუკიდებელი კანდიდატის, რობერტ ქოჩარიანის გამარჯვებით დასრულდა. ამ არჩევნებზე მან მეორე ტურში მოსახლეობის ხმების 58.9% აიღო, ხოლო ამომრჩეველთა აქტივობამ პირველ ტურში 63.5%, მეორეში კი - 68.1% შეადგინა.

სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნები 1998
სომხეთის დროშა
1996 ←
30 მარტი, 1998 (1998-03-30)
→ 2003

  1998 სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნები 1998 სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნები
ნომინანტი რობერტ ქოჩარიანი კარენ დემირჭიანი
პარტია დამოუკიდებელი დამოუკიდებელი
მოსახლეობის ხმები 908,613 618,764
პროცენტულობა 58.9% 40.1%

პრეზიდენტი არჩევნებამდე

ლევონ ტერ-პეტროსიანი

არჩეული პრეზიდენტი

რობერტ ქოჩარიანი

მიმოხილვა

არჩევნების პირველი ტური 1998 წლის 16 მარტს გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა რობერტ ქოჩარიანმა და 1974-1988 წლებში საბჭოთა სომხეთის ლიდერმა კარენ დემირჭიანმა, ამომრჩეველთა ხმების 38.5% და 30.5% მიიღეს შესაბამისად. მეორე ადგილზე გასული დემირჩიანი 10 წლის განმავლობაში ჩამოშორებული იყო პოლიტიკას და ბიზნესში მოღვაწეობდა.

დემირჭიანს საბჭოთა დროიდან მოყოლებული კარგი კაცის სახელი ჰქონდა რომელმაც „ტერ-პეტროსიანის მაფიოზური კაპიტალიზმის წესების წინააღმდეგ გაილაშქრა“. დემირჭიანი სომხურ საზოგადოებაში საკმაოდ პოპულარული პიროვნება იყო. დასავლელი დიპლომატების მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ დემირჭიანს სომხების 53% უჭერდა მხარს, ხოლო ქოჩარიანს კი მხოლოდ 36%. ის აგრეთვე უფრო სასურველი კანდიდატი იყო დასავლეთისთვის, რადგან მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებისადმი ზომიერი მიდგომით ხასიათდებოდა, მაშინ როცა ქოჩარიანი მკვეთრად ნაციონალისტური გამოსვლებით გამოირჩეოდა.

არჩევნების მეორე ტური ქოჩარიანსა და დემირჭიანს შორის 30 მარტს გაიმართა. ქოჩარიანმა ამომრჩეველთა ხმების 58.9%-ით გამარჯვება მოიპოვა. საბოლოო შედეგებმა აჩვენა, რომ დემირჭიანს ხმების მხოლოდ 40.1% ერგო. British Helsinki Human Rights Group-ის განცხადებით, „უბრალო სომხებმა რობერტ ქოჩარიანს დაუჭირეს მხარი, რომელიც ერევნის პოლიტიკის მაფიოზურ კავშირებში არ იყო გასვრილი“. ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ არჩევნების პირველ ტურს „ძირეულად გაყალბებული“ უწოდა, ხოლო საბოლოო ანგარიშში აღნიშნა, რომ მისიამ „სერიოზული ხარვეზები“ დააფიქსირა და არჩევნები ეუთო-ს სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. მიუხედავად ამისა, დემირჭიანმა არჩევნების შედეგები ოფიციალურად არ გააპროტესტა, მან არასოდეს აღიარა შედეგები დაარ მიულოცა ქოჩარიანს გამარჯვება.

შედეგები

კანდიდატი პარტია პირველი ტური მეორე ტური
ხმები % ხმები %
რობერტ ქოჩარიანი დამოუკიდებელი 545,938 38.5 908,613 58.9
კარენ დემირჭიანი სოციალისტური პარტია 431,967 30.5 618,764 40.1
ვაზგენ მანუკიანი ეროვნულ-დემოკრატიული კავშირი 172,449 12.2
სერგეი ბადალიანი სომხეთის კომუნისტური პარტია 155,023 10.9
პარუირ ჰაირიკიანი ეროვნული თვითგამორკვევის კავშირი 76,212 5.4
დავიდ შამაზარიანი დამოუკიდებელი 6,798 0.5
არტაშეს გეღამიანი ეროვნული თანხმობის პარტია 6,314 0.4
ვიგენ ხაჩატურიანი სომხეთის დემოკრატიულ-ლიბერალური პარტია 3,999 0.3
ჰრანტ ხაჩატურიანი საკონსტიტუციო უფლებების კავშირი 2,943 0.2
არამ გასპარ სარქისიანი სომხეთის დემოკრატიული პარტია 2,710 0.2
იური მიკირტიჩიანი დამოუკიდებელი 2,511 0.2
აშოტ ბლეიანი ახალი გზა 1,559 0.1
არცერთი ზემოთ ჩამოთვლილთაგან 9,509 0.7 14,890 1.0
არასწორი/ცარიელი ხმები 38,177 - 25,435 -
სულ 1,456,109 100 1,567,702 100
წყარო: Nohlen et al.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

1998 სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნები მიმოხილვა1998 სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნები შედეგები1998 სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნები რესურსები ინტერნეტში1998 სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნები სქოლიო1998 სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნები16 მარტი1998რობერტ ქოჩარიანი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნაკრძალიჩინგიზ-ყაენიგიორგი ცაბაძექართული საბჭოთა ენციკლოპედიალუქსემბურგისიტყვანოე ჟორდანიაქართული გვარიგაპიროვნებალითოსფერორომის რესპუბლიკათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიგაერთიანებული სამეფოდიეგო მარადონანორვეგიამარტივი რიცხვიდემოკრატიარელიგია საქართველოშიირემიხავსებილიმფოციტებიკურო (ასტროლოგია)ფეხბურთი საქართველოშიკაპიტალიზმილადო გუდიაშვილიგორიმარხვაჟანგვა-აღდგენითი რეაქციებიგარემოს დაცვადიდი გეოგრაფიული აღმოჩენებისლოვაკეთიბაგრატიონებიპროტესტანტული რეფორმაციაალექსანდრე ჩივაძეცოტნე დადიანიმიუზიკლიკირჩხიბი (ასტროლოგია)აბანოთუბანითერგდალეულებიფრიდერიკ შოპენისეფსისისაქართველოს წითელი ნუსხაბიძინა ივანიშვილიზვიად გამსახურდიაპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიგასტრიტიხელოვნებაბორჯომიდავით გურამიშვილიტოტალიტარიზმისაქართველოს კონსტიტუციაქართული სამზარეულოთევდორე კველთელიეიფელის კოშკისაქართველოს სამეფოგერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებითერმოპილეს ბრძოლათბილისის ფუნიკულიორიოსმალეთის იმპერიალაშა ტალახაძემიხეილ ლომონოსოვივერის უბნის მელოდიებიამფიბიებიკლიმატიწითელი წიგნისოლომონ Iმეტაფორაკახა კალაძექართული ენატოლგვერდა სამკუთხედისამასი არაგველიმონაკოევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2008ათენარუსეთიქართული დამწერლობაძირითადი საშუალების ცვეთა🡆 More