სიმონ Ii გურიელი

სიმონ II გურიელი (დ.

1606 — გ. დაახლოებით 1672) — გურიის მთავარი 1625, 1658, მამია II გურიელის ძე.

სიმონ II გურიელი
სიმონ Ii გურიელი
გურიის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1625, 1658
მმართ. დასასრული: 1625, 1658
წინამორბედი: მამია II გურიელი, ქაიხოსრო I გურიელი
მემკვიდრე: მალაქია I გურიელი, დემეტრე გურიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1606
გარდ. თარიღი: 1672
მეუღლე: მარიამ დადიანი
შვილები: იჟია
დინასტია: გურიელები
მამა: მამია II გურიელი

ბიოგრაფია

1621 წელს სიმონმა ცოლად შეირთო ოდიშის მთავრის, ლევან II დადიანის და — მარიამ დადიანი. 1625 წელს სიმონმა მოკლა მამა, გახდა გურიის მთავარი და დაუპირისპირდა დადიანებს. მონაწილეობდა დადიანების წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში. შეთქმულება ჩავარდა, რადგან დადიანი გადარჩა და გურიაზეც გაილაშქრა. სიმონ გურიელი სოფელ ლანჩხუთთან შეება ცოლისძმას.დადიანმა დაამარცხა გურიელი, დააბრმავა და მისი ცოლ-შვილი ოდიშს წაიყვანა, ხოლო გურიის მთავრად დაადგინა სიმონის ბიძა, მალაქია II, რომელიც ამ დროს დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო და დადიანებს ეხმარებოდა.

1658 წელს იმერეთის მეფემ ალექსანდრე III-მ და ვამეყ დადიანმა სიმონი კვლავ მთავრის ტახტზე აიყვანეს და აშვილეს გურიელთა სახლისშვილი დემეტრე, რომელიც ფაქტობრივად განაგებდა სამთავროს.

სიმონ II გურიელი ჯერ დასავლეთ საქართველოში ცხოვრობდა მოხუცებულობამდე, მას ფინანსურად ნაცოლარი მარიამი ეხმარებოდა. მათი ვაჟი იჟია ჯერ სამეგრელოში იზრდებოდა, შემდეგ კი ქართლის ემფე როსტომმა იშვილა. სიცოცხლის ბოლო წლებში ბერად შედგა და იერუსალიმს გაემგზავრა, სადაც საქმიანობდა ქართული ეკლესია-მონასტრების ინტერესების დასაცავად.

ლიტერატურა

სიმონ Ii გურიელი 
არის გვერდი თემაზე:
  • ჩხატარაიშვილი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 352.
  • ჩხატარაიშვილი ქ., „გურიის სამთავრო“, თბ., 1959. — გვ. 116.

Tags:

1606162516581672მამია II გურიელი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პოლიტიკური პარტიები საქართველოშიბიძინა გუჯაბიძეიაპონიაპუნიკური ომებიჩარლი ჩაპლინიედუარდ შევარდნაძეელდარის დაბლობიმაჰმადიობობებივენერაკილოგრამიამიერკავკასიური ზაზუნანიადაგიაუტიზმიკაპიტალიზმიმზის სისტემაკრიშტიანუ რონალდუმედეა (მითოლოგია)აპენდიციტიდავით სარაჯიშვილიიაკობ გოგებაშვილინანკა კალატოზიშვილიიონიტოტალიტარიზმილამპრობაჰექტარიკოლხეთის დაბლობიღამურაევროპის საბჭოთომას მიულერისაქართველოს სამეფოკლიმატის ცვლილებაოლიგარქიაირაკლი ღარიბაშვილიდავით კლდიაშვილიშვეიცარიაკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდასაიდუმლო სერობა (რელიგიური რიტუალი)ჯაყოს ხიზნებისომხური სამოციქულო ეკლესიალევან საგინაშვილიფრინველებისაქართველოს ფრინველთა სიაბუნებრივი გადარჩევასაქართველოს სახელმწიფო დროშაუცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (აშშ)ბორჯომის ხეობის ხანძარი (2017)მთავარი გვერდიიუდაიზმისაქართველოს მუნიციპალიტეტებიგიორგობათავისუფლების ქანდაკებაბუნებრივი რესურსებიმწერებიოიდიპოს მეფებარდა სკლიაროსიბაზალეთის ტბაფილტვებიგორიბორჯომი (წყალი)ანექსიადავით I კურაპალატიმწყერითუშეთიბერა ივანიშვილირეფერენდუმიგარემოს დაცვათანდებულიაფრიკაკილომეტრიზამთარიმელარიცხვითი სახელიელენე ახვლედიანიმიქელანჯელო ბუონაროტიეპილეფსიასაფრანგეთიდეციმეტრისაქართველოს ეროვნული მუზეუმი🡆 More