სელიმ I გირეი: (ყირიმ

სელიმ I გირეი (ყირიმ.

1631 — გ. 22 დეკემბერი, 1704, ბახჩისარაი, ყირიმის სახანო) — ყირიმის სახანოს ხანი 4-ჯერ: 1671–1678, 1684–1691, 1692–1699 და 1702–1704 წლებში, ბაჰადირ I გირეის ვაჟი.

სელიმ I გირეი
Selim Giray
სელიმ I გირეი: ბიოგრაფია, იხილეთ აგრეთვე, ლიტერატურაყირიმის 25-ე ხანი
მმართ. დასაწყისი: 1671
მმართ. დასასრული: 1678
წინამორბედი: ადილ გირეი
მემკვიდრე: მურად გირეი
სელიმ I გირეი: ბიოგრაფია, იხილეთ აგრეთვე, ლიტერატურაყირიმის ხანი (მეორედ)
მმართ. დასაწყისი: 1684
მმართ. დასასრული: 1691
წინამორბედი: ჰაჯი II გირეი
მემკვიდრე: საადეთ III გირეი
სელიმ I გირეი: ბიოგრაფია, იხილეთ აგრეთვე, ლიტერატურაყირიმის ხანი (მესამედ)
მმართ. დასაწყისი: 1692
მმართ. დასასრული: 1699
წინამორბედი: საფა გირეი
მემკვიდრე: დევლეთ II გირეი
სელიმ I გირეი: ბიოგრაფია, იხილეთ აგრეთვე, ლიტერატურაყირიმის ხანი (მეოთხედ)
მმართ. დასაწყისი: 1702
მმართ. დასასრული: 22 დეკემბერი, 1704
წინამორბედი: დევლეთ II გირეი
მემკვიდრე: გაზი III გირეი
სულთანი: მეჰმედ IV
სულეიმან II
აჰმედ II
მუსტაფა II
აჰმედ III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1631
გარდ. თარიღი: 22 დეკემბერი, 1704
გარდ. ადგილი: ბახჩისარაი, ყირიმის სახანო
შვილები: დევლეთ II გირეი
საადეთ IV გირეი
გაზი III გირეი
ყაფლან I გირეი
მენლი II გირეი
სელამეთ II გირეი
აზამათ გირეი
ადილ გირეი
მუჰამედ გირეი
შაჰბეზ გირეი
მაქსუდ გირეი
საჰიბ გირეი
საფა გირეი
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: ბაჰადირ I გირეი
რელიგია: სუნიტური ისლამი

ბიოგრაფია

სელიმი დაიბადა 1631 წელს, ოსმალეთში, ბაჰადირ I გირეის ოჯახში. აღიზარდა ბახჩისარაიში, სადაც იმდროისთვის უმაღლესი განათლება მიიღო, განსაკუთრებით გაიწაფა საბრძოლო ხელოვნებაში. საკუთარი ბიძების (მეჰმედ IV გირეი და ისლამ III გირეი) მმართველობისას ხელმძღვანელობდა ყირიმელთა ჯარებს სხვადასხვა ბრძოლებში. იცავდა ყირიმის სავაჭრო გზებს და ხშირად თავად აწარმოებდა მოლაპარაკებებს უცხოელ ვაჭრებთან. სელიმ გირეიმ თავი გამოიჩინა 1662 წელს, ბუჟინის ბრძოლაში, სადაც მისი სარდლობით ყირიმელმა თათრებმა გაანადგურეს რუსეთის სამეფოსა და ზაპოროჟიელი კაზაკების არმია.

1671 წელს, ოსმალებმა ყირიმის ხანი, ადილ გირეი გადააყენეს თანამდებობიდან და მის ნაცვლად სწორედ სელიმ გირეი დანიშნეს. სელიმი ენერგიული მმართველი, დიდებული სარდალი და ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო. მისი წინამორბედებისგან განსხვავებით ყირიმელ დიდებულებთან არ ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ 2-ჯერ ჩამოართვეს ხანის ტიტული, ის მაინც სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით ყირიმისა და მთლიანი ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე. მონაწილეობდა დიდ თურქულ ომში, პოლონეთ-ოსმალეთის ომსა და რუსეთთან გაჩაღებულ ომებში (1676-1681 და 1686-1700), რომლებიც ოსმალების მარცხით დასრულდა. სელიმ გირეიმ სახელი გაითქვა რუსეთის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში. ისტორიკოსთა მტკიცებით, სელიმ I-ის თავდადებული ბრძოლის დამსახურება იყო ის, რომ ყირიმის სახანო რუსეთის შემადგენლობაში დროზე ადრე არ შევიდა. სელიმს ჰყავდა 10 ქალიშვილი და 13 ვაჟი, რომელთაგან 6-მა (დევლეთ II გირეი, საადეთ IV გირეი, გაზი III გირეი, ყაფლან I გირეი, მენლი II გირეი, სელამეთ II გირეი) შეძლო ყირიმის ხანის წოდების მიღება.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • Олекса Гайворонский «Созвездие Гераев». Симферополь, 2003.
  • Büyük Osmanlı Tarihi, Hammer, Üçdal Neşriyat, III. Cilt s. 598
  • В. Головченко. Селім Герей I// Українська дипломатична енциклопедія: У 2-х т./Редкол.:Л. В. Губерський (голова) та ін. — К.:Знання України, 2004 — Т.2 — 812с. ISBN 966-316-045-4

სქოლიო

Tags:

სელიმ I გირეი ბიოგრაფიასელიმ I გირეი იხილეთ აგრეთვესელიმ I გირეი ლიტერატურასელიმ I გირეი სქოლიოსელიმ I გირეი16311671167816841691169216991702170422 დეკემბერიბახჩისარაიბაჰადირ I გირეიყირიმელი თათრების ენაყირიმის სახანო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ელენე ახვლედიანისომხეთიმილიმეტრინაპოლეონ ბონაპარტიმაგნოლიაგაერთიანებული სამეფოთამბაქოკონსტანტინე გამსახურდიაციყვიმალტასფინქსირომის იმპერიაინდუსტრიული რევოლუციაზმნიზედამიწისძვრარამადანირუსთავისულგუნიკუნილინგუსიალექსანდრე მაკედონელიტინიტუსიექვთიმე თაყაიშვილიმეტყველების ნაწილებიმოლინუასაქართველოს ეროვნული მუზეუმინავთობიატომილათინური ენაოკეანეთვითმმართველობათუშეთიავოკადოჩინეთიაზოტივარდიდაცული ტერიტორიაინდოეთიპოპ-მუსიკაგულიძველი ეგვიპტემცხეთის ჯვრის მონასტერიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიირანიაჭარაწმინდა ნინოსამხრეთი ამერიკაქართული დამწერლობაბუნებრივი რესურსებილოცვა ეფრემ ასურისამარსიკირჩხიბი (ასტროლოგია)შველიჭიანჭველასებრნიშვედეთიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიგორიმერკურიშავი ზღვის თევზების სიაჩრდილოეთი ამერიკაესეაშშ-ის სამოქალაქო ომიოტია იოსელიანიაბას I (ირანი)დავით კაკაბაძემეიოზისპამიHatful of HollowუნგრეთიThe Beatlesფინეთივენაუკრაინაბიბლიაომინიამორიცივი ომიამირანი (მითოლოგია)🡆 More