სამების ოთხთავი

წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ოთხთავი ანუ სახარება — ქართული ხელნაწერი სახარება, რომელიც 1984-2004 წლებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა კურთხევით გადაიწერა სამების ტაძრისათვის.

ხელნაწერი უხვადაა შემკული ქართული ტრადიციული მინიატიურებით. დღეს იგი დაცულია თბილისი წმინდა სამების საკათედრო ტაძარში.

სამების ოთხთავი
თბილისის სამების საკათედრო ტაძარში დაცული სახარება (ოთხთავი)

სამების სახარება შესრულებულია ნუსხურით, საწერ მასალად გამოყენებულია სუფთად დამუშავებული პერგამენტი (ხბოს ტყავი). სახარება სულ 140 ფურცელს შეიცავს, მათი ზომები 70x90 სმ-ს შეადგენს, ხოლო წიგნის საერთო წონა — 32 კილოგრამს. ყდა შესრულებულია მოოქროვილი ჭედურობის ტექნიკით. მასზე გამოსახულია ჯვარი, რომელიც იყოფა ექვს ტოლ ნაწილად. თითოეულ ნაწილში გამოსახულია სცენები სახარებიდან: ნათლისღება, ამაღლება, ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა, ჯვარცმა, ხარება, შობა. სახარების ყდა შემკულია 35 სხვადასხვა ფერის ძვირფასი ქვით, ოთხი მახარებლის გამოსახულებები კი შემოსაზღვრულია პატარა ზომის მარგალიტებით.

სამების სახარება შემკულია რამდენიმე ასეული მინიატურით. ილუსტრაციებზე სამი წლის განმავლობაში მუშაობდნენ მხატვრები: რუსუდან ფეტვიაშვილი, თამარ გურაშვილი, ლიზა ჩქარეული, გურამ ჟვანია და სხვები.

სქოლიო

რესურსები ინტერნეტში


Tags:

19842004ილია IIსამების საკათედრო ტაძარიქართული ენაწმინდა სამების საკათედრო ტაძარი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ყვავილოვანი მცენარეებიაშშ-ის სამოქალაქო ომიგრიგოლ ორბელიანითვითმმართველობაკონტინენტიოქტავიანე ავგუსტუსივეფხისტყაოსანიმეტაფორანიკო ნიკოლაძედოლიგიორგი გახარიათბილისის ბოტანიკური ბაღიფარნავაზ Iსაქართველოს სამეფოასტიგმატიზმიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციალეიკოციტებიქართული დამწერლობაბაგრატ IV (საქართველოს მეფე)ნატრიუმინეპოტიზმიმცხეთის ჯვრის მონასტერიბაყაყიგამზრდელი (პოემა)ესპანეთიდემოკრატიაცოტნე დადიანიაზოპროტესტანტული რეფორმაციამადაგასკარიეგრისის დიდი ომინარიყალადედამიწაგიორგი I (საქართველოს მეფე)კალციუმიამირანი (მითოლოგია)დემეტრე Iნაციონალიზმიხეოფსის პირამიდაიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშისაქართველოს პრეზიდენტიჯაბა იოსელიანისეფსისიაფრიკაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოტაო-კლარჯეთისაქართველოგიორგი III (საქართველოს მეფე)დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობართველიივანე მაჩაბელიკონსტიტუციასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისამეგრელოშალვა პაპუაშვილიქუთაისისვანური ენააზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითათი მცნებამტირალას ეროვნული პარკიმართლმადიდებლობაამეთვისტომტკვარითორნიკე ერისთავიYandexმცენარეებილონდონიმუშთაიდის ბაღიზევსიქართული გვარისლოვაკეთიპარაზიტიზმისაქართველოს პარლამენტიშამქორის ბრძოლა (1195)ნახშირწყლებირომის დაარსებაევროპა🡆 More