პიერ ჯემაიელი

პიერ ჯემაიელი (არაბ.

بيار الجميل) 6 ნოემბერი, 1905, ბიკფაია, ლიბანი - 29 აგვისტო, 1984, იქვე))  — ლიბანელი მემარჯვენე ქრისტიანი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, ჯემაიელის ოჯახური კლანის ხელმძღვანელი.

პიერ ჯემაიელი
بيار الجميل
პიერ ჯემაიელი
დაბადების თარიღი 6 ნოემბერი, 1905
დაბადების ადგილი ბიკფაია
გარდაცვალების თარიღი 29 აგვისტო, 1984 (78 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბიკფაია
მოქალაქეობა ლიბანის დროშა ლიბანი
განათლება წმინდა იოსების უნივერსიტეტი
რელიგია ქრისტიანი მარონიტი
პარტია ქათაიბი
მეუღლე/ები ჟენევიევა ჯემაიელი
შვილ(ებ)ი 6
ჯილდოები ნილოსის ორდენი

მემარჯვენე ქრისტიანული პარტია ქათაიბის ("ლიბანის ფალანგები") დამფუძნებელი და უცვლელი ლიდერი. ლიბანის ქრისტიანული თემის ერთ-ერთი ლიდერი.  მას რამდენჯერმე ეკავა სხვადასხვა მინისტრის პოსტი. ლიბანის სამოქალაქო ომის აქტიური მონაწილე. ლიბანის პრეზიდენტების — ბაშირ და ამინ ჯემაიელების მამა, ლიბანელი ცნობილი პოლიტიკოსების პიერ ამინ ჯემაიელის, სამი ჯემაიელის, ნადიმ ჯემაიელის, ფუად აბუ ნადერის ბაბუა.

ბიოგრაფია

განათლება, ბიზნესი, შეხედულებები

პიერ ჯემაიელი დაიბადა მთიანი ლიბანის-მატნას რეგიონის მარონიტულ სოფელ ბიკფაიეში. წარმოშობით მარონიტი შეიხების ძველი ოჯახიდან, თავად იყო შეიხის ტიტულის მფლობელი. ამინ ბაშირ გემაიელი, პიერ ჯემაიელის მამა (მეტსახელად "აბუ ალი"), ცნობილი იყო როგორც ქრისტიანი პოლიტიკური აქტივისტი. 1914 წლის შემოდგომაზე იგი იძულებული გახდა ლიბანიდან ეგვიპტეში გაქცეულიყო, რადგან ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ გამოდიოდა და ოსმალეთის ხელისუფლებამ სიკვდილით დასაჯის განაჩენი გამოუტანა. პიერი მამასთან და ბიძასთან ერთად ცხოვრობდა ელ-მანსურში.

ოჯახმა სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ 1918 წლის ბოლოს შეძლო, პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. პიერ ჯემაიელმა საშუალო განათლება მიიღო იეზუიტების კოლეჯში. შემდეგ მან დაამთავრა წმინდა იოსების უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. იგი ფარმაცევტული ბიზნესით იყო დაკავებული, ბეირუთსა და ჰაიფაში ფლობდა აფთიაქებს. იგი აქტიურად იყო დაკავებული სპორტით, ცნობილი იყო როგორც ფეხბურთელი და მოკრივე. იგი ხელმძღვანელობდა ლიბანის ფეხბურთის ფედერაციას.

ლიბანის ფალანგის დამაარსებელი

პიერ ჯემაიელი ახალგაზრდობიდანვე იყო ლიბანელი ნაციონალისტი. აღიარებდა აღმსარებლობის თანასწორობას, ის მხარს უჭერდა ქრისტიანული საზოგადოების მმართველობას, რომელიც მიაჩნდა ლიბანის დამოუკიდებლობის გარანტად მეზობელი მუსლიმური სახელმწიფოებისგან. ჯემაიელი სერიოზულ საფრთხეს ხედავდა სირიის სოციალ-ნაციონალისტურ პარტიაში და საჭიროდ თვლიდა სირიის ლიბანში შეღწევის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზებას.

პიერ ჯემაიელი 
„მუსლიმებისათვის ლიბანი მხოლოდ სირიის ნაწილია ან საერთო არაბული სამშობლო. ქრისტიანები ისწრაფვიან სამშობლოს —ლიბანის დამოუკიდებლობისკენ.“

პიერ ჯემაიელი

პიერ ჯემაიელი, როგორც ლიბანის საფეხბურთო კლუბის წარმომადგენელი, დაესწრო 1936 წლის ბერლინის ოლიმპიურ თამაშებს. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის მუშათა პარტიის (NSDAP) ორგანიზაციულმა სტრუქტურამ, ნაცისტების სამობილიზაციო შესაძლებლობებმა. თავად არ იზიარებდა ნაცისტურ იდეოლოგიას, რომელსაც  ქრისტიანობის მტრად მიიჩნევდა , პიერ ჯემაიელმა გადაწყვიტა პარტიის შექმნა ამ ორგანიზაციული მოდელის შესაბამისად.

ლიბანში დაბრუნებულმა პიერ ჯემაიელმა დააფუძნა ლიბანური ფალანგა— კატაიბი. ეს სახელი ეხმიანებოდა იმავე წელს დაარსებულ ესპანურ ფალანგას და გამოხატავდა ჯემაიელის სიმპათიას ფრანკოიზმის მიმართ. პიერ ჯემაიელი ქათაიბის თავმჯდომარედ დარჩა თითქმის ორმოცდაათი წლის განმავლობაში  —1984 წლის ივლისამდე.

ქათაიბის საქმიანობას ნეგატიური რეაგირება მოჰყვა საფრანგეთის კოლონიალურ ადმინისტრაციის მხრიდან. ჯემაიელს დევნიდნენ. უკვე 1937 წელს პარტია აიკრძალა, მაგრამ პიერ ჯემაიელმა და მისმა მომხრეებმა ყურადღება არ მიაქციეს ამ გადაწყვეტილებას. 1943 წელს ლიბანელმა ფალანგისტებმა მიიღეს მონაწილეობა ანტიკოლონიურ დემონსტრაციებში. 40-იანი წლების შუა პერიოდში ჯემაიელმა მოახერხა გავლენიან სუნიტ მუსლიმურ ოჯახებთან კავშირის დამყარება. პატრიოტების მიერ ჩამოყალიბებულმა გაერთიანებულმა ფრონტმა მიაღწია ლიბანის დამოუკიდებლობას საფრანგეთისგან.

პოლიტიკოსი და მინისტრი

პიერ ჯემაიელი 
1971 წელს კატაიბის 35-ეიუბილეზე. ცენტრში—პიერ ჯემაიელი.

1943 წლის 22 ნოემბერს ლიბანის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, პიერ ჯემაიელმა სწრაფად გადინაცვლაა ლიბანელი პოლიტიკოსების წინა პლანზე. იგი აქტიური მოწინააღმდეგე იყო ნასერიზმის, პანარაბიზმის და სირიის გავლენისა ლიბანში. 1958 წელს ლიბანის კრიზისის დროს, ჯემაიელმა მხარი დაუჭირა ამერიკული ჯარების შემოსვლას ქვეყანაში. იგი შეიყვანეს ჩამოყალიბებული ეროვნული ერთიანობის  მთავრობის შემადგენლობაში.

1960 წლიდან პიერ ჯემაიელს უცვლელად ირჩევდნენ  ლიბანის პარლამენტში ქათაიბის პარტიიდან.  მას ეკავა ჯანმრთელობის მინისტრის (1958-1960), საზოგადოებრივ საქმეთა მინისტრის (1960, 1970), ფინანსთა მინისტრის (1960-1961, 1968), შინაგან საქმეთა მინისტრის (1966, 1968-1969), ტურიზმის მინისტრის (1968) -1969) პოსტები. ამ თანამდებობებზე ჯემაიელმა  440 ინფრასტრუქტურული პროექტის და ახალი სოციალური და შრომითი კანონმდებლობის ინიციირება მოახდინა. ორჯერ —1964 და 1970 წლებში — მონაწილეობა მიიღო ლიბანის საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ არ აირჩიეს.

იდეოლოგიურად და პოლიტიკურად პიერ ჯემაიელმა დაიჭირა მემარჯვენე რადიკალური პოზიცია, რომელიც შეესაბამება ფალანგისტური დოქტრინას. იგი ასევე იცავდა ქრისტიანული საზოგადოების პოლიტიკურ პრეფერენციებს. ამავე დროს, ჯემაიელი იყო ლიბანის დემოკრატიული სტრუქტურისა და დასავლეთის მიმართ საგარეო პოლიტიკის ორიენტაციის მომხრე (რაც, მისი აზრით, ეს იყო ქრისტიანული მმართველობის გარანტი). მემარჯვენე პოპულიზმის ელემენტები შესამჩნევი იყო კატაიბის იდეოლოგიასა და პოლიტიკაში. თითქმის დაუყოვნებლივ, პარტიაში დაიწყო ძალაუფლების სტრუქტურების ფორმირება, რომლის ორგანიზატორი გახლდათ პიერ ჯემაიელის ასოცირებული წარმომადგენელი, მართლმადიდებელი მეწარმე, უილიამ ჰოუი.

კატაიბის დამფუძნებლის პოლიტიკური სტილი, მისი თანამოაზრეების მოგონებების თანახმად, გამოირჩეოდა ავტორიტარული სიმკაცრით.

პიერ ჯემაიელი 
„„ფალანგისტურ პარტიაში არ არსებობს მეტოქე ფრაქციები. წარმატების საიდუმლო დისციპლინაში, წესრიგსა და ერთგულებაშია. პარტიის წევრი გარედან თავისუფალია, შინაგანად კი დისციპლინირებული. პარტიაში არ არსებობს კომპრომისული პოზიციები. ან დაემორჩილე, ან მიდიხარ“. პიერ ჯემაიელი“

სამოქალაქო ომი

1975 წელს ლიბანში დაიწყო სამოქალაქო ომი. მიზეზი იყო პალესტინელი ბოევიკების პიერ ჯემაიელზე თავდასხმის წარუმატებელი მცდელობა, რამაც 1975 წლის 13 აპრილს   ბეირუთში შეიარაღებული შეტაკებების პროვოცირება მოახდინა. პიერ ჯემაიელი მონაწილეობდა ომში, როგორც მემარჯვენე ქრისტიანული ბანაკის მეთაური. ბეირუთში სასტუმროების ბრძოლის დროს პიერ ჯემაიელმა გამოაცხადა ფალანგისტების საერთო მობილიზება, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მემარჯვენე ქრისტიანული ფორმირებების გაძლიერებაში.

თავდაპირველად, ქათაიბი მხარს უჭერდა სირიის ჯარების ლიბანში შეყვანას, მაგრამ შე სიმდგომში სირიის ინტერვენცია აღიქმებოდა როგორც ლიბანის ოკუპაცია ჰაფეზ ასადის ჯარების მიერ. კატაიბმა ბრძოლა დაიწყო სირიელების წინააღმდეგ. 1976 წელს პიერ ჯემაიელმა დააფუძნა ლიბანის ფრონტი. 1978 წლის თებერვალ-აპრილში ფალანგისტთა მილიციამ დიდი როლი ითამაშა ასდღიან ომში, რის შედეგადაც სირიის ჯარები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ქალაქის აღმოსავლეთი სექტორი და მთიანი ლიბანის ქრისტიანებით დასახლებული ადგილები.

ბოლო წლები

1982 წლის 23 აგვისტოს ბაშირ ჯემაიელ უმცროსი აირჩიეს ლიბანის პრეზიდენტად. 1982 წლის 14 სექტემბერს იგი მოკლეს მანამ, სანამ ოფიციალურად შეუდგებოდა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ახალი პრეზიდენტი გახდა პიერ ჯემაიელის უფროსი ვაჟი— ამინ ჯემაიელი.

თავდაპირველად, პიერ ჯემაიელმა ხელი შეუწყო ლიბან-ისრაელის სამშვიდობო შეთანხმების დადებას 1983 წლის 17 მაისს. თუმცა, ერთ წელიწადზე ნაკლები ხნის შემდეგ, შეთანხმება შეწყდა სირიის მომხრე ძალების ზეწოლის შედეგად და ჯემაიელ უფროსმა გაამართლა პრეზიდენტის—ჯემაიელ უმცროსის ეს იძულებითი ნაბიჯი თუმცა, ჯემაიელის გადაწყვეტილებამ გამოიწვია მკაცრი პროტესტი "ლიბანის ძალების" მხრიდან, ფუად აბუ ნადერის მეთაურობით, რომლებიც ინარჩუნებდნენ კავშირს ისრაელთან. გაჩნდა განხეთქილება კატაიბის პარტიულ ხელმძღვანელობასა და ფალანგისტურ მილიციას შორის. ამის შემდეგ მალე მამა-შვილის ორიენტაცია კვლავ ისრაელისკენ გადაიხარა.

1984 წლის 30 აპრილს შეიქმნა ეროვნული ერთიანობის ახალი მთავრობა. პრემიერ მინისტრმა რაშიდ ქარამემ პიერ ჯემაიელი მიიწვია კაბინეტში. ჯემაელი დათანხმდა შეთავაზებას. მან დაიკავა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და ფოსტის, ტელეგრაფისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრის პოსტები.

გარდაცვალება და შედეგები

პიერ ჯემაიელი გარდაიცვალა გულის შეტევით 78 წლის ასაკში , კაბინეტის მორიგი სხდომის შემდეგ.

ლიბანში , არის ჩვეულება, როდესაც მტრის სიკვდილს  ჰაერში გასროლით ესალმებიან. ამასთან დაკავშირებით, ფალანგისტურმა მილიციამ ოფიციალურად სთხოვა ბეირუთელებს, რომ თავი შეეკავებინათ იმ დღეს სროლისგან. საგულისხმოა, რომ ეს მოთხოვნა ყველა მხარემ დააკმაყოფილა, თუმცა დედაქალაქში შეიარაღებული შეტაკებები რამდენიმე საათით ადრე მოხდა.

ანალიტიკოსებმა იწინასწარმეტყველეს, რომ პიერ ჯემაიელის გარდაცვალების შემდეგ შეიქმნებოდა "ძალაუფლების ვაკუუმი" მემარჯვენე ქრისტიანულ გარემოში და შეიარაღებულ სამოქალაქო დაპირისპირების დაწყებას გამოიწვევდა.  პროგნოზები სწრაფად გამართლდა. განხეთქილება მოხდა ლიბანის ძალებში. სამირ ჯააჯა და ელი ჰობეიკა აჯანყდნენ ამინ ჯემაიელის და ფუად აბუ ნადერის წინააღმდეგ, შემდეგ კი ერთმანეთს შეეჯახნენ. პარტიული მილიცია ფაქტობრივად გამოვიდა პოლიტიკური ხელმძღვანელობის მორჩილებიდან. აშკარა გახდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო შეიხ პიერის გამაერთიანებელი ფიგურა ქათაიბისთვის.

ქათაიბის ახალი ლიდერები - ელი კარამი (პირადი ექიმი და დანიშნული პიერ ჯემაიელის მემკვიდრე), ჟორჟ საადი, ქარიმ პაკრადუნი - თანდათან გადავიდნენ ღიად პროსირიულ პოზიციებზე და ხელი შეუწყვეს 1990-2005 წლების საოკუპაციო რეჟიმშს.

2007 წელს ამინ ჯემაიელი დაუბრუნდა ქათაიბის ხელმძღვანელობას. პარტიის პოლიტიკური ტრადიცია თანდათანობით აღდგა. 2015 წელს, სამი ჯემაიელი გახდა ქათაიბის თავმჯდომარე, რომელმაც განაცხადა, რომ ქათაიბის შემოაბრუნებდა პიერ ჯემაიელის ჭეშმარიტი გზისკენ.

ხსოვნა

პიერ ჯემაიელი 
პიერ ჯემაიელის მემორიალი მშობლიურ ქალაქ ბიკფაიაში

დაკრძალვის ცერემონია, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა,  სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცემოდა.  პიერ ჯემაიელი  დაკრძალეს ბიკფაიეში, ბაშირ ჯემაიელის გვერდით.

პიერ ჯემაიელის საფლავზე აღმართულია მემორიალი. მის სახელს ატარებს საერთაშორისო აეროპორტი (სამოქალაქო ომის დროს, ეს ობიექტი ასრულებდა ქათაიბის შეიარაღებული ფორმირებების საიდუმლო ასაფრენი ზოლის ფუნქციას). პიერ ჯემაიელი ლიბანის მარონიტთა საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე საპატივსაცემო ფიგურაა.

ოჯახი

1934 წლიდან, ნახევარი საუკუნის განმავლობაში, პიერ ჯემაიელი დაქორწინებული იყო შორეულ ნათესავზე, ჟენევიევ ჯემაიელზე. ქორწინებაში წყვილს ექვსი შვილი ჰყავდა.

პიერ ჯემაიელის 34 წლის ვაჟი, 15 წლის შვილიშვილი და წლინახევრის შვილიშვილი მოკლეს სამოქალაქო ომის დროს. 2006 წელს ტერაქტის შედეგად დაიღუპა 34 წლის პიერ ამინ ჯემაიელიამინ ჯემაიელის შვილი, პიერ ჯემაიელის შვილიშვილი.

ჯემაიელების ოჯახი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლიბანის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ყოფილი პრეზიდენტი ამინ ჯემაიელი — პიერ ჯემაიელის ვაჟი—კვლავ საპატივსაცემო პოლიტიკოსია.

სამი ჯენაიელი— ამინ ჯემაიელის შვილი, პიერ ჯემაიელის შვილიშვილი — 2015 წლიდან პარტია ქათაიბის თავმჯდომარე. მისი პირველი მოადგილეა ჯოზეფ აბუ ხალილი, ახლო მეგობარი და ოჯახის არაფორმალური წევრი, პიერ ჯემაიელის თანამებრძოლი 1930-იანი წლების ბოლოდან.

ნადიმ ჯემაიელი, ბაშირ ჯემაიელის ვაჟი და პიერ ჯემაილის შვილიშვილი, 2009 წლიდან პარლამენტის წევრი პარტია ქათაიბიდან. მისი და იუმნა ჯემაიელი — ბაშირის ქალიშვილი, პიერის შვილიშვილი ასევე ქათაიბის აქტივისტია.

პარტიის ხელმძღვანელობაში შედიან ბაშირ ჯემაიელის ქვრივი სოლანჟ ჯემაიელი და ამინ ჯემაიელის ცოლი ჯოის ჯემაიელი.

ფუად აბუ ნადერი—პიერ ჯემაიელის შვილიშვილი — ერთ – ერთი წამყვანი ფალანგისტი მებრძოლი იყო, 1984–1985 წლებში იგი მეთაურობდა ლიბანის ძალებს. იგი აქტიურად იბრძოდა სირიის მიერ ლიბანის ოკუპაციის წინააღმდეგ 1990-იან და 2000-იან წლებში. კედრების რევოლუციის შემდეგ მან დააარსა და ხელმძღვანელობდა მოძრაობა თავისუფლების ფრონტს.

ლენა აბუ ნადერი —პიერ ჯემაიელის შვილიშვილი, ფუად აბუ ნადერის და—დაქორწინებულიa ფადი ფრემზე.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Tags:

პიერ ჯემაიელი ბიოგრაფიაპიერ ჯემაიელი ხსოვნაპიერ ჯემაიელი ოჯახიპიერ ჯემაიელი იხილეთ აგრეთვეპიერ ჯემაიელი სქოლიოპიერ ჯემაიელიარაბული ენალიბანი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გალაკტიონ ტაბიძემობილური ტელეფონიზღვამასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდაალცჰაიმერის დაავადებამიხეილ სააკაშვილიევროპული საბჭოკოლხეთის სამეფოასლან აბაშიძესამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაავოკადოპოლიტიკური პარტიები საქართველოშინაცვალსახელიმალტადიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენასამკუთხედიბაყაყიზაქარია ფალიაშვილიხაჭაპურიადოლფ ჰიტლერიმთავარი გვერდიგასტრიტისაქართველოს სოფლებიელისაბედ Iსაქართველოკილომეტრიგურიაარაბთა სახალიფოსისხლისაფრანგეთის რევოლუციავატიკანიკუნილინგუსიადამიანის უფლებებირესპუბლიკააშშ-ის სამოქალაქო ომიმშვილდოსანი (ასტროლოგია)რეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)აბო თბილელის წამებაქართლის სამეფოგაერთიანებული ერების ორგანიზაციაესპანეთიმღრღნელებიიუდაიზმიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიმეტაფორაგარემოს დაბინძურებაფესახიიაპონიალეიკოციტოზიკვიპროსიმერაბ მამარდაშვილიფუტკრებიმცხეთაქუთაისიდიდი პანდაცილებიუნგრეთიკანონიერი ქურდიმუნიოსმალეთის სულთნების სიადეტროიტიზოდიაქომზის სისტემაფინეთილუქსემბურგისესილია თაყაიშვილიჰოლოკოსტისაქართველო XVIII საუკუნეშიასპინძის ბრძოლაკურო (ასტროლოგია)იოსებ სტალინირუსეთის ისტორიაარისტოტელესაქართველოს მუნიციპალიტეტებითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრითბილისიგიორგი V ბრწყინვალესერგო ორჯონიკიძეემპათია🡆 More