პეტრე კონჭოშვილი

ეპისკოპოსი პეტრე (ერისკაცობაში პეტრე დავითის ძე კონჭოშვილი; დ.

1836, თელავი, საბუე — გ. 5 თებერვალი, 1909) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე, ღვთისმეტყველი, ალავერდელი ეპისკოპოსი.

ბიოგრაფია

პეტრე დავითის ძე კონჭოშვილი დაიბადა 1836 წელს თელავის მაზრის სოფელ საბუეში, მღვდლის ოჯახში. დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში.

თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, მღვდლად იყო საინგილოში, იქიდან ოსეთში გადაიყვანეს, შემდეგ ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში საღვთო სჯულს ასწავლიდა. მონაწილეობდა საღვთო წიგნების, მ.შ. ბიბლიის ქართული ტექსტის შესწორებასა და ბეჭდვაში. 1899 იმოგზაურა იერუსალიმში. თავისი მოგზაურობა აღწერა წიგნში: „მოგზაურობა წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ“.(თბილისი, 1901)

1905 წლის 26 აგვისტოს მამა პეტრე ეპისკოპოსად აკურთხეს. 1906 წელს იგი იმერეთის ეპარქიის მმართველად, ხოლო 1907 წლის აპრილში გორის ეპარქიის მმართველად იქნა გადაყვანილი.

აქტიურად იღვწოდა ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ახლო ურთიერთობა ჰქონდა გამოჩენილ სასულიერო და საზოგადო მოღვაწესთან, იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელთან (ქიქოძე). დაკრძალულია ალავერდის მონასტერში. ეპისკოპოსი პეტრე მუდამ მხარს უჭერდა ეპისკოპოს კირიონს (საძაგლიშვილი).

იგი 1909 წლის 5 თებერვალს გარდაიცვალა. მისი პირადი საარქივო ფონდი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

სქოლიო

Tags:

183619095 თებერვალიეპისკოპოსითელავისაბუე (ყვარლის მუნიციპალიტეტი)ქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რეზო ჩხიკვიშვილისიტყვალუქსემბურგიკავკასიური ნაგაზიეკოლოგიალადო ასათიანიპარიზივერის უბნის მელოდიებირუსეთ-საქართველოს ომი (2008)აღმოსავლეთი საქართველოერეკლე II-ის ოჯახისპილოსებრნიმზის სისტემაოქსიდიმერკურიანგკორ-ვატიქართული საბჭოთა ენციკლოპედიაკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდასისხლის მიმოქცევის სისტემადინოზავრებიადამიანის ჩონჩხიშამქორის ბრძოლა (1195)ბელგიასამეგრელოვოლფგანგ ამადეუს მოცარტიილია IIსიონის ტაძარითხის რქა (ასტროლოგია)თეიმურაზ Iგანათლება საქართველოშივენაქართველი ოლიმპიური რეკორდსმენებიღეროვანი უჯრედივახტანგ I გორგასალიმათემატიკასაბერძნეთიქალწული (ასტროლოგია)თვითმმართველობამორფოლოგია (ენათმეცნიერება)ლუდვიგ ვან ბეთჰოვენიუშგულის თემიგიორგი V ბრწყინვალემონდიქუთაისიკავკასიონიგიორგი სააკაძეარისტოტელეაფხაზეთითავისუფლების მოედანი (თბილისი)აფორიზმიტერენტი გრანელიესპანეთიენგურითიხახოხობისაქართველოს ოქროს ხანასალომე ზურაბიშვილიგლობალური დათბობაფუტკრებისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნირენესანსიზედსართავი სახელივლადიმერ პუტინივარდიჯვაროსნული ლაშქრობებიოპერამდინარესპორტული ინვენტარიჯულიანო მედიჩიანდერს ბერინგ ბრეივიკიბაიკალიქიმიური რეაქციასაქართველო VI საუკუნეშიიბერიაძირითადი საშუალების ცვეთაალკოჰოლური სასმელიეკოსისტემა🡆 More