ოსმან მიქელაძე

ოსმან მიქელაძე (დ.

1894, დანისპარაული, ბათუმის ოლქი — გ. 16 ოქტომბერი, 1937) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ოსმან მიქელაძე
ოსმან მიქელაძე
დაბ. თარიღი 1894
გარდ. თარიღი 16 ოქტომბერი, 1937(1937-10-16)
საქმიანობა პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

ოსმან მიქელაძე დაიბადა 1894 წელს, ბათუმის ოლქის სოფელ დანისპარაულში. დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტი.

1919 წლის აგვისტოდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. იყო "სამუსლიმანო საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის" წევრი. 1919 წლის სექტემბრიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. ოკუპაციის პირველ თვეებში მიიწვიეს ხულოს რევოლუციური კომიტეტის მდივნად, სადაც იმუშავა 1921 წლის ნოემბრამდე, შემდგომ კი არჩეული იყო ხულოს ღარიბთა კომიტეტის წევრად. 1937 წელს "მენშევიკური კონტრრევოლუციური ცენტრის" წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს. საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. "ტროიკა") 1937 წლის 15 ოქტომბერს დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 16 ოქტომბრის ღამეს.

ლიტერატურა

  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. გვ. 304, თბ., 2016

Tags:

16 ოქტომბერი18941937ბათუმის ოლქიდანისპარაულისაქართველოს დამფუძნებელი კრების წევრებიქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კირჩხიბი (ასტროლოგია)ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)მიქელანჯელო ბუონაროტიიგლურუსეთის ისტორიაერითროციტებირუსული დამწერლობაკესანებიპოლარული აშლილობაციყვილუდომანიაბელგიააღმოსავლეთი საქართველოგიორგი IV ლაშაკოლხეთის სამეფომიგრაციაბასიანის ბრძოლასაქართველოს სატელეფონო კოდებიიმპოტენციაწიგნი სიბრძნე სიცრუისამორალიკანე კორსოტოლერანტობაქალთა წინადაცვეთანუსხურიტუბერკულოზიკილომეტრიკავკასიონიმადაგასკარინახშირბადიაქლემიკახეთის აჯანყება (1659)მეტაფორაბისექსუალობახალხთა დიდი გადასახლებაძველი რომიარწივიჭინჭარიჯადვარიჭადრაკიMercedes-Benz W211ვეფხვიემპათიაგონიოს ციხეაბრეშუმის დიდი გზაჩარგალითირკმელინოქალაქევიაფხაზეთის ისტორიაწყალითავისუფლების მოედანი (თბილისი)არასამთავრობო ორგანიზაციააჭარაირემიიოსებ სტალინითბილისის წყალდიდობა (2015)ავოკადოსაქართველოს მუნიციპალიტეტებიმსოფლიოს ქვეყნები მოსახლეობის მიხედვით (2005)Facebookგერმანიაოთარ ჭილაძეკაცია-ადამიანი?!კალათბურთიბაში-აჩუკითელეთიფსიქოლოგიაჯუმათის მონასტერისიყვარულიმინერალების სიაუდაბნოეგვიპტის პირამიდებიშხარამონღოლთა იმპერიასაქართველო XV საუკუნეშიქვეწარმავლები🡆 More