ნიკოლოზ შენგელაია

ნიკოლოზ მიხეილის ძე შენგელაია (დ.

ნიკოლოზ შენგელაია სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შენგელაია.

8 აგვისტო, 1901, სოფ. ობუჯი, წალენჯიხის რაიონი — გ. 4 იანვარი, 1943, სოფ. ვაზიანი, საგარეჯოს რაიონი) — ქართველი სცენარისტი და კინორეჟისორი, ფუტურისტი პოეტი, რუსეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1935), სტალინური პრემიის ლაურეატი (1941).

ნიკოლოზ შენგელაია
დაბადების თარიღი 8 აგვისტო, 1903
ობუჯი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 4 იანვარი, 1943 (39 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქმიანობა კინორეჟისორი, სცენარისტი, პოეტი
აქტიური 1924-1943
მეუღლე(ები) ნატო ვაჩნაძე
შვილ(ებ)ი გიორგი შენგელაია, ელდარ შენგელაია
ჯილდოები სტალინის პრემია

ბიოგრაფია

1919 წელს დაიწყო სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკურ ფაკულტეტზე. 1922 წლიდან ფუტურისტულ ლექსებს წერდა. 1923-24 წლებში მუშაობდა საბჭოთა სავაჭრო ფლოტში. 1924 წელს იგი რეჟისორის ასისტენტად მიიწვია კოტე მარჯანიშვილმა ფილმზე „ქარიშხლის წინ“. 1926-27 წლებში სერგო კლდიაშვილთან ერთად დაწერა სცენარი ფილმებისთვის „სამანიშვილის დედინაცვალი" და „გაფლანგვა".

1927 წლიდან დაიწყო რეჟისორობა. პირველი ფილმი „გიული“ მან ლეო პუშთან ერთად გადაიღო იმავე წელს. ახალგაზრდა ქალის ტრაგიკული სახე შექმნა შენგელაიას მომავალმა მეუღლემ ნატო ვაჩნაძემ.

მის შემოქმედებაში მხატვრული თვალსაზრისით გამორჩეული ფილმი იყო ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოების მოტივებზე გადაღებული „ელისო“, რომელიც მან 1928 წელს გადაიღო. 1933 წელს აზერბაიჯანში გადაიღო ფილმი 26 ბაქოელი კომისრის შესახებ. 1937 წელს გადაიღო ფილმი „ნარინჯის ველი“, რომელიც სტალინის საყვარელი ფილმი გახდა და 1941 წელს შენგელაიამ სტალინური პრემია დაიმსახურა.

შენგელაია გამოირჩეოდა რეჟისორული გამომგონებლობით, დინამიკური კადრების სიმრავლით, მონტაჟის ოსტატობით, დახვეწილი კინემატოგრაფიული აზროვნებით, ტემპერამენტითა და პოეტურობით. მისი ინიციატივით საქართველოში ჩამოყალიბდა კინემატოგრაფიის საზოგადოების საორგანიზაციო ბიურო. შენგელაია ადრეულ ასაკში, 42 წლისა, გარდაიცვალა 1943 წელს. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მისი შვილები ელდარ და გიორგი შენგელაიები ქართული კინოს თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან.

ფილმოგრაფია

  • 1926 — „სამანიშვილის დედინაცვალი“, სცენარისტი
  • 1927 — „გიული“, რეჟისორი, სცენარისტი
  • 1927 — „გაფლანგვა“, სცენარისტი
  • 1928— „ელისო“, რეჟისორი, სცენარისტი
  • 1933 — „26 კომისარი“, რეჟისორი, სცენარისტი
  • 1937 — „ნარინჯის ველი“, რეჟისორი, სცენარისტი
  • 1939 — „სამშობლო“, რეჟისორი, სცენარისტი
  • 1941 — „შავ მთებში“, რეჟისორი
  • 1943 — „ის კვლავ დაბრუნდება“, რეჟისორი

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 370, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ნიკოლოზ შენგელაია ბიოგრაფიანიკოლოზ შენგელაია ფილმოგრაფიანიკოლოზ შენგელაია ლიტერატურანიკოლოზ შენგელაია რესურსები ინტერნეტშინიკოლოზ შენგელაია190119434 იანვარი8 აგვისტოვაზიანიობუჯისაგარეჯოს რაიონიფუტურიზმიქართველებიწალენჯიხის რაიონი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აჭარის ისტორიაკვარციპროტესტანტული რეფორმაციაიუდაიზმიაზოტიიარუსეთითბილისის მეტროსადგურების სიაერეკლე IIკახა კალაძემთვარედინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)ნაცვალსახელისამანიშვილის დედინაცვალიBTS (ჯგუფი)ქრისტეფორე კოლუმბისაქართველორუსეთის იმპერიასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიკალათბურთიმესამე რაიხისაქართველოს კონსტიტუციაჭექა-ქუხილიძაღლინაკიანი წელიწადიირანიშავი ზღვასტუმარ-მასპინძელიმესხეთიდიალექტიბესლეთის ხიდისიღნაღიშფოთვითი აშლილობებიწმინდა გიორგისისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსიტყვაქართული ენაფშავისაფრანგეთიალექსანდრ დიუმა (მამა)ბახტრიონის ბრძოლამორიელებიტერენტი გრანელისეტყვაფულის ისტორიაილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი (საგურამო)ვოსორიტიდიხევისბერი გოჩაქართვლის დედაშვეიცარიაგიორგობაევროკავშირიაბრეშუმის დიდი გზაგველის-მჭამელისაქართველოს სახელმწიფო გერბიMercedes-Benzნუცა ბუზალაძებარდა სკლიაროსიაპენდიციტიიაკობ გოგებაშვილიივანე ჯავახიშვილიმოწამეთალურჯი ვეშაპისასმელი წყალიპუნიკური ომებიაფხაზებივინსენტ ვან გოგიპაბლო პიკასოსაქართველო IV საუკუნეშიფუტკრებივერძი (ასტროლოგია)ფოთინაწლავებილონდონიოთარ ჭილაძეთითაობააფხაზეთიმიხეილ სააკაშვილი🡆 More