მუხა მწვანე

მუხა მწვანე, ვარიანული მწვანე — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

გორული მწვანეს ერთ-ერთი ვარიაციაა. გამოვლენილია სელექციონერ ნადეჟდა ჩახნაშვილის მიერ. გავრცელებულია ლიახვის ხეობის ვენახებში. არის აგრეიივე ატენში და ქართლის სოფლებში.

ბოტანიკური აღწერა

ზრდასრული ფოთოლი საკმაოდ დიდია, ძირითადად განივოვალური, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია აბლაბუდისებრად. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან უფორმო, საშუალო სიკუმსის ან საკმაოდ კუმსი. ხშირად უვითარდება ზედა კუმფხალები და ხასიათდება მსხვილმარცვლიანობით. მარცვალი საშუალო ზომისაა, მრგვალი. მომწვანო-მოყვითალო ელფერის. რბილობი საკმაოდ მკვრივი აქვს. მტევნის ზემოიი მარცვალი უფრო მსხვილია, ვიდრე მტევნის ბოლოს. საერთოდ მარცვლების ზომა ცვალებადია. მტევანზე აგრეთვე შეიმჩნევა განუვითარებელი (პართენოკარპული) მარცვლები.

მუხა მწვანე ძლიერი ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის საშუალო წონა 185 გრამია. წვენის გამოსავლიანობა შედარებით ნაკლები აქვს. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-24%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5-9 გ/ლ-ს.

მიიღება ვარბი ღირსების სუფრის თეთრი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 253

Tags:

ქართლი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მღრღნელებიდიდი ხუთშაბათისასანიანთა იმპერიასაქართველოს მუნიციპალიტეტებიბუდიზმიპაკისტანი27 აპრილიჯაბა იოსელიანიმჟავური წვიმადავით გურამიშვილილომირუსუდანიგიორგი II (საქართველოს მეფე)გალაკტიონ ტაბიძესაქართველოს ტერიტორიული მოწყობაქრისტეფორე კოლუმბიწმინდა ნინოთევზებიესპანეთიდაუნის სინდრომისეფსისივახტანგ VIმიხეილ ჯავახიშვილივენის კონგრესილიეტუვაC ჰეპატიტირელიგიაგიორგი მამარდაშვილიზლატან იბრაჰიმოვიჩითევზები (ასტროლოგია)ფრიდრიხ ნიცშეეთიოპიაასპინძის ბრძოლამარკ ტვენირომის იმპერიალაზარეს შაბათიმუსიკაგიორგი III (საქართველოს მეფე)ლომი (ასტროლოგია)სიმსივნეკანადაCadillacჭოტისამოქალაქო საზოგადოებაკვადრატული კილომეტრისაქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)მონანიება (ფილმი)საქართველო XVI საუკუნეშიუფლისციხეუკრაინახრესილის ბრძოლაევროპის საბჭონათურაძაღლისაქართველოამერიკის შეერთებული შტატებიმონარქიაგიორგი მაზნიაშვილიაქლემილეიკოციტოზიასკარიდისებრნიპრელუდია (სექსი)ეპოსინიკა გვარამიაგიორგი ლეონიძეივანე ჯავახიშვილიხელისუფლების დანაწილებამუშთაიდის ბაღიკირჩხიბი (ასტროლოგია)ვარდების რევოლუციამიქელანჯელო ბუონაროტიბგერარაბათის ციხეექვთიმე თაყაიშვილიაფრიკავერცხლიმიგრაცია🡆 More