მიხეილ ჟაროვი

მიხეილ ივანეს ძე ჟაროვი (დ.

27 ოქტომბერი [ ძვ. სტ. 14 ოქტომბერი], 1900, მოსკოვი — გ. 16 დეკემბერი, 1981, მოსკოვი) —საბჭოთა ეპოქის რუსი მსახიობი და რეჟისორი. სსრკ სახალხო არტისტი (1949). სოციალისტური შრომის გმირი(1974), სკკპ წევრი 1950-იდან. 1919 წელს დაამთავრა მუშათა ორგანიზაციების სამხატვრო-საგანმანათლებლო კავშირის თეატრთან არსებული სტუდია. სხვადასხვა დროს იყო მოძრავი საფრონტო თეატრის, მეიერხოლდის სახ. საცდელ-ჰეროიკული თეატრის, მოსკოვის კამერული თეატრის და სხვა თეატრების მსახიობი. 1938-იდან მოღვაწეობს მოსკოვის მცირე თეატრში. თავდაპირველად წარმატებით ასრულებდა კომიკურ როლებს. მისი თამაში გამოირჩეოდა ხალხური, ხალისიანი იუმორით, მომხიბვლელობით. შემდგომ წლებში ასევე წარმატებით გამოდიოდა სახასიათო და დრამატულ როლებში. კომედიური სიმსუბუქე ამ როლებში შერწყმულია ფსიქოლოგიურ სიღრმესთან. თეატრში ითამაშა: პროხორი (გორკის "ვასა ჟელეზნოვა"), ლებედევი ( ჩეხოვის "ივანოვი"), დიკი (ოსტროვსკის "ჭექა-ქუხილი") და სხვა. ჟაროვი საბჭოთა კინოს გამოჩენილი მსახიობია. როლებში:ჟიგანი ("ცხოვრების საგზური", 1931), ზაიცევი ("სამი ამხანაგი", 1935), სმირნოვი ("დათვი", 1938), მენშიკოვი ("პეტრე I", 1937-1939), დიაკი გავრილა ("ბოგდან ხმელნიცკი", 1941), ანისკინი ("სოფლის დეტექტივი", 1969) და სხვა. სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1941, 1942, 1947). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, ოქტომბრის რევოლუციის ორდენით, 3 სხვა ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა

Tags:

16 დეკემბერი19001919193119351937193819391941194219471949195019691974198127 ოქტომბერიგორკი, მაქსიმკინოლენინის ორდენიმოსკოვიოსტროვსკი, ალექსანდრეოქტომბრის რევოლუციის ორდენირუსებისოციალისტური შრომის გმირიჩეხოვი, ანტონ

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ესპანეთიჰაერის დაბინძურებაერეკლე IIპერსონალური კომპიუტერიბიზანტიის იმპერიაკომუნიზმისამასი არაგველიილონ მასკიცხენისწყალიელექტრობაევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითისრაელიმიგრაციადავით IV აღმაშენებელიაუტიზმიიმერეთის მხარებიშკეკისაქართველოს სატელეფონო კოდებიწყალიდედამიწის დღეიბერიაფოლკლორიმელაჰიდრავლიკავოლფგანგ ამადეუს მოცარტიჩინგიზ-ყაენიბუდაპეშტისაუდის არაბეთითორნიკე ერისთავიმარტივი და შედგენილი რიცხვებიტროპიკული სარტყლებიკონცეფციარუსეთ-საქართველოს ომი (1921)თბილისის ზღვაზუგდიდისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიცივი ომიგრიგოლ ორბელიანივახტანგ I გორგასალიგურამ დოჩანაშვილისაბერძნეთითანდებულიმორალიაშშ-ის პრეზიდენტების სიაანა კალანდაძებიძინა ჩოლოყაშვილიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშიმარი ანტუანეტიალკოჰოლიზმილონდონიპრომეთემუნისამეგრელოცხრა ძმა ხერხეულიძემეტაფორაყივანახველაკანადაკახეთილადო გუდიაშვილიგოგირდიევროპის საბჭოფერნანდო მაგელანისაქართველოს ისტორიაამაზონის დაბლობიიესო ქრისტერუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)აფხაზეთიმეიოზისანქტ-პეტერბურგიბაგრატ III (საქართველოს მეფე)პრელუდია (სექსი)კუბური მეტრითავის ტვინიადიშის ოთხთავისაქართველოს თავდაცვის ძალებიმტკვარინაპოლეონ ბონაპარტი🡆 More