მეჰერ ბაბა (დევანაგარი: मेहेर बाबा; დაბადების სახელი — მერვან შერიარ ირანი; 25 თებერვალი 1894 — 31 იანვარი 1969) — ინდოელი მისტიკოსი და სულიერი მოძღვარი, 1954 წელს საჯაროდ უწოდა საკუთარ თავს „საუკუნის სახე“.
მეჰერ ბაბა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 25 თებერვალი 1894 პუნა, ინდოეთი |
გარდაცვალების თარიღი | 31 იანვარი, 1969 მეჰერაბადი, ინდოეთი |
პროფესია | ინდოელი მისტიკოსი და სულიერი მოძღვარი |
სიყმაწვილეში მას არასოდეს გამოუმჟღავნებია სულიერი ცხოვრებისადმი ინტერესი. თუმცა 19 წლის ასაკში მოხდა მისი მოკლევადიანი შეხვედრა მაჰმადიან მოძღვარ ჰაზარათ ბაბაჯანთან, რომელიც აღმოჩნდა მისი სულიერი აღორძინების მიზეზი. რამდენიმე თვის განმავლობაში ურთიერთობდა კიდევ სამ სულიერ მოძღვართან, რომელთაც „სულის ოსტატებს“ უწოდებდა. საჯარო მოღვაწეობამდე მან სულიერი განათლების 7 წელი გაატარა ხუთიდან ერთ-ერთ მოძღვართან - უპასნი მაჰარაჯასთან. სახელი მეჰერ ბაბა - „თანამგრძნობი მამა“ მისმა პირველმა მიმდევრებმა შეარქვეს მას.
1925 წლის 10 ივლისიდან მეჰერ ბაბა ინახავდა დუმილს და კომუნიკაციას ამყარებდა ანბანის დაფის და ხელის უნიკალური ჟესტების გამოყენებით. ის დიდ დროს ატარებდა თავის მოსწავლეებთან, ხანგრძლივი განმარტოების დროს. განმარტოებებს შორის შუალედში მეჰერ ბაბა მოგზაურობდა, აწყობდა საჯარო შეხვედრებს, დაკავებული იყო ქველმოქმედებით, მათ შორის მუშაობდა ავადმყოფებთან, ღარიბებთან და გონებრივად ჩამორჩენილ ადამიანებთან.
1931 წელს ის რამდენიმეჯერე ეწვია დასავლეთს, გარს შემოიკრიბა მრავალი მიმდევარი. 40-ამ წლებში ის მუშაობდა უცნაური ტიპის ადამიანებთან, რომლებსაც უწოდებდა ფართო სულიერების მქონე ადამიანებს. 1949 დაწყებული ის მოგზაურობდა ინდოეთის გარშემო, როგორც „ინკოგნიტო“ რამდენიმე რჩეულ მოსწავლესთან ერთად. სიცოცხლის ამ პერიოდ მეჰერ ბაბა უწოდებდა „ახალ სიცოცხლეს“. 1954 წლის 10 თებერვალს მეჰერ ბაბამ თავი მესიად, ადამიანში განხორციელებულ ღმერთად გამოაცხადა.
1952 წელს აშშ-ის და 1956 წლის ინდოეთის ავტოკატასტროფების შედეგად, მეჰერ ბაბას მოძრაობა უკიდურესად შეიზღუდა. ,ამ თავისი დასავლელი მემკვიდრეები მიიწვია ინდოეთში „მასობრივ დარშანზე“ - „დასავლეთ-აღმოსავლეთის შეკრებაზე“. მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა, ის სიკვდილამდე, 1969 წლის იანვრამდე, განაგრძობდა „მსოფლიო მოღვაწეობას“, რომელიც მოიცავდა მარხვას, განმარტოებას და მედიტაციას. მისი საფლავი ე.წ. სამადჰი მეჰერაბადში საერთაშორისო მომლოცველობის ადგილი გახდა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article მეჰერ ბაბა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.