კლერუქია

კლერუქია (ბერძ.

მის მაცხოვრებლებს — კლერუქებს მიჩენილი ჰქონდათ მიწები, სადაცვლოდ კი ამ დაქვემდებარებული ქალაქების გარნიზონში მსახურება ევალებოდათ. ამგვარ პრაქტიკას ძვ. წ. VI საუკუნეში სათავე დაუდო ათენმა, როდესაც მეგარისათვის წართმეულ კუნძულ სალამინზე რამდენიმე ასეული კლერუქი დაასახლა, შემდეგ კი ასეთი 4 ათასი კოლონისტი შეიყვანა კუნძულ ევბეაზე მსხვილი მიწათმფლობელებისათვის (ჰიპობოტებისათვის) ჩამორთმეულ მიწებზე. ათენის კლერუქიების სისტემამ თავის აპოგეას მიაღწია ძვ. წ. V საუკუნეში, დელოსის კავშირის შექმნის შემდეგ (ძვ. წ. 478/477), რომელიც მალევე ათენის სახელმიფოდ — არქედ გადაიქცა. ათენელმა სტრატეგმა კიმონმა კლერუქების დიდი პარტია შეიყვანა მის მიერ დაპყრობილ კუნძულ სკიროსზე, ხოლო პერიკლეს დროს ათენელი კოლონისტები გაჩნდნენ ნაქსოსზე, ანდროსზე, თრაკიის ქერსონესში, სამხრეთ იტალიასა და შავიზღვისპირეთში; მათმა საერთო რაოდენობამ 10 ათასს მიაღწია. პერიკლეს სიკვდილის შემდეგ 3 ათასამდე კლერუქი დაასახლეს აჯანყებულ და შემდეგ დამარცხებულ კუნძულ ლესბოსის მცხოვრებთა მიწებზე.

ათენელი კლერუქები ათენის მოქალაქის სტატუსს ინარჩუნებდნენ, მიჩენილ მიწებს კი სხვადასხვაგვარად განაგებდნენ: შეეძლოთ მასზე საკუთარი მეურნეობა გაეშენებინათ, ან ადგილობრივი მოსახლეობისათვის იჯარით მიეცათ (როგორც ეს ლესბოსზე მოხდა). დაქვემდებარებულ ქალაქთა მიწებზე კლერუქების შეყვანა ათენის სახელმწიფოს ერთდროულად ორი საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობას აძლევდა: საკუთარ აგრარულ მოსახლეობას ჭარბი ნაწილისაგან ათავისუფლებდა და კონტროლის ქვეშ ჰყავდა თავისი მოკავშირეები. ასე გაგრძელდა ძვ. წ. V საუკუნის ბოლომდე, როდესაც ათენი პელოპონესის ომში დამარცხდა და საჭირო გახდა თავისი კლერუქები უკან გამოეხმო.

ელინისტურ ეპოქაში (ძვ. წ. III–II სს.), კერძოდ პტოლემეების ეგვიპტეში, კლერუქები ეწოდებოდათ დაქირავებულ მებრძოლებს, რომლებიც სამხედრო სამსახურის სანაცვლოდ მმართველებისგან მიწებს იღებდნენ.

სქოლიო

Tags:

ათენიბერძნული ენაგარნიზონიდელოსის კავშირიევბეაიტალიაკიმონილესბოსიმეგარაპერიკლესალამინისკიროსიშავი ზღვაძველი საბერძნეთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი26 აპრილიიმპრესიონიზმიალპებიგიორგი მაზნიაშვილიგონიოს ციხენაწლავებიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაენერგიაზვიად გამსახურდიასაქართველოს თავდაცვის ძალებიაბრეშუმის ჭიაბიშკეკიქართული ენასაფრანგეთიფრინველებიინფორმაციაეთიოპიასოციალიზმიშხარაეკონომიკატონაგოგონა მარგალიტის საყურითმარი ანტუანეტიწნევალიბერალიზმისოლომონ Iრელიეფის ფორმებისელჩუკთა სახელმწიფოოქტავიანე ავგუსტუსიტრეფიკინგიანგარიშთა გეგმასოკოებივიკისაწყობიპარაზიტიზმირთველი29 აპრილიდედოფალაზაფხულიდედამიწის ისტორიაიბერიამიტოზიC ჰეპატიტიარაგვიჯორჯ გერშვინივერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)კუნილინგუსინოდარ დუმბაძეტროპიკული სარტყლებიფემინიზმიხემარწყვანიჰილიზმიიაკობ გოგებაშვილი1832 წლის შეთქმულებაჩრდილოეთი კორეაყვავილოვანი მცენარეებივაჟა-ფშაველაგორივახტანგ VIერითროციტებისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიადავით IIIხეოფსის პირამიდაკახეთის აჯანყება (1812)ნარიყალატელეფონების ნომრები საქართველოშიმიგრაციაYandexბოშებისაქართველოს პრემიერ-მინისტრიდავითიანი (ნაწარმოები)მდინარეკომუნიზმივნების კვირაწყნარი ოკეანედიდი ხუთშაბათიალცჰაიმერის დაავადებამასონობა🡆 More