კლდისუბნის ეკლესია

კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესია — თბილისის ეკლესია, მდებარეობს ძველი თბილისის ერთ-ერთ მიკროუბანში — კლდისუბანში, რის გამოც ეკლესიას XVIII საუკუნის დოკუმენტური მასალა მოიხსენიებს, როგორც „კლდისუბნის წმ.

გიორგის ეკლესიას“.

დავით კარიჭაშვილი ამბობს:

ვიკიციტატა
„ტფილისის სამხრეთითვვე კლდისუბანსა შინა, მაღალსა კლდესა ზედა აღშენებულ არს ეკკლესია მცირე მცირესავე გუმბათითა, კეთილ და მშვვენიერ სახილველი, სახელსა ზედა წმიდისა გიორგისასა, სადაც ასვენია ნაწილნი წმიდისა გიორგისავე სასწაულმოქმედნი. ეკკლესია ესე აშენებულ არს კრამიტით დახურვილი და იწოდების იგი კლდის ეკკლესიად.“

ჩრდილოეთის კედელში დატანებული მცირე სარკმლის მაღლა ჩასმული ორენოვანი — ქართული და სომხური წარწერა მოგვითხრობს, როგორც ეკლესიის აღმშენებლის, ასევე მისი აგების თარიღის შესახებ. წარწერის თავზე ვკითხულობთ „ქორონიკონსა უმა“ (441) 1753. ამ ეკლესიას ძველ თბილისში „ხიხოს ეკლესიასაც“ ეძახდნენ. ამჟამად ეკლესიაში წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე სრულდება.

ლიტერატურა

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 600

Tags:

XVIII საუკუნეთბილისიწმინდა გიორგი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ჰონგ-კონგირუმინეთითურქეთიტროპიკული ტყეებისაჰარალეიკოციტოზიწითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობანიჰილიზმიThe Beatlesჰოლოკოსტიგრეგორ მენდელისოფლის მეურნეობავარძიათბილისის ზღვაილია თოფურიადავით IIIდავით კლდიაშვილიგიორგი ლორიასაქართველოს პარლამენტიბიპოლარული აშლილობასამკუთხედიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2006თურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიისლამისერხიო რამოსიოფრეთის ციხე1927ალპებიაზიასოლომონ კვირკველიაზვიად გამსახურდიაბერძნული მითოლოგიაირაკლი კობახიძეგლობალური დათბობაწმინდა ნინოკილომეტრიინდონეზიამტირალას ეროვნული პარკიასურელი მამებისიონის ტაძარიბახტრიონის ბრძოლასტუმარ-მასპინძელიბახტრიონი (პოემა)ჯაყოს ხიზნებიწიგნი სიბრძნე სიცრუისაინგლისური ენაეგვიპტის პირამიდებიმერაბ სეფაშვილიმეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარიბელგიაოთარ კიტეიშვილიკოლოსეუმიიბერიადიდი პანდამეტაფორაწინადადებამთაჯრუჭის I ოთხთავიდედა ენაადიშის ოთხთავიაქლემირესპუბლიკური პარტია (აშშ)იტალიავახტანგ VIკონსტანტინოპოლის დაცემაწითელასტამბოლიარწივიმშვილდოსანი (ასტროლოგია)იან ბაპტისტ ვან ჰელმონტიმარო მაყაშვილიცოტნე დადიანისაფრანგეთის რევოლუციაათონის მთის სამონასტრო რესპუბლიკაშუა საუკუნეებინარიყალაძუძუმწოვრები🡆 More