„კვანტი“ — მასობრივ მკითხველზე გათვლილი საბჭოთა და რუსული სამეცნიერო-პოპულარული ფიზიკა-მათემატიკური ჟურნალი სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის.
1970-1992 წლებში ჟურნალს აქვეყნებდა გამომცემლობა „Наука“ („მეცნიერება“), 1993-2010 წლებში გამომცემლობა „Бюро Квантум“, (ბიურო კვანტუმი) 2010 წლიდან ვ.ა. სტეკლოვის სახელობის რმა-ის მათემატიკის ინსტიტუტი.
Квант | |
---|---|
ენა | რუსული |
პუბლიკაციის დეტალები | |
პირველი გამოცემის თარიღი | 1970 |
ქვეყანა | სსრკ რუსეთი |
რედაქციის მისამართი | მოსკოვი, ლენინის გამზ. 64-ა |
1964 წელს „კვანტის“ შექმნის იდეა პირველმა გამოთქვა აკადემიკოსმა პ. ლ. კაპიცამ. 1970 წლის იანვარში გამოვიდა ჟურნალის პირველი ნომერი. მთავარი რედაქტორი იყო აკადემიკოსი ი.კ.კიკოინი, მთავარი რედაქტორის პირველი მოადგილე — აკადემიკოსი ანდრია კოლმოგოროვი.
1990 წლამდე ჟურნალი გამოდიოდა ყოველთვიურად 250-350 ათასი ტირაჟით, მაგრამ შემდეგში ტირაჟი 5 ათასამდე შემცირდა და გამოსვლის პერიოდი 2 თვემდე გაიზარდა. ჟურნალის რედაქციაში მომუშავე ბევრი მეცნიერი, 90-იანი წლების კრიზისის გამო, საზღვარგარეთ მიდიოდა სამუშაოდ. ამასთანავე შეიქმნა შენობის პრობლემები. მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის ხელშეწყობით და ამერიკელ პარტნიორთა გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი მცირე საწარმო „Бюро Квантум“, რომელმაც დაიწყო ჟურნალის გამოცემა.
ეკონომიკური კრიზისის დასაწყისი 2008 წლის შემოდგომაზე დაემთხვა აკადემიკოს ი. ა. ოსიპიანის გარდაცვალებას, რომელიც რმა-ის მყარ სხეულთა ფიზიკის ინსტიტუტის (ИФТТ РАН) დირექტორი იყო მისი შექმნის დღიდან 2006 წლამდე და ამასთანავე ხელმძღვანელობდა ჟურნალ „კვანტს“ 24 წლის განმავლობაში. ეს ჟურნალისთვის გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა, რომელმაც მისი არსებობა პრობლემური გახადა. ИФТТ РАН-მა, რომელსაც ეკუთვნოდა წლების განმავლობაში „კვანტის“ რედაქციის მიერ არენდით აღებული 83 კვ.მ. ფართი, გაზარდა გადასახადი. ეს კი ჟურნალისთვის მზარდ სასესხო ვალდებულებად გადაიქცა.
2008-2010 წლებში „Бюро Квантум“ ეყრდნობოდა მხოლოდ სპონსორთა ფინანსურ მხარდაჭერას. რედაქციის თანამშრომელთა ხელფასები თვეობით აგვიანებდა. 2010 წელს რმა-ის პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება, ჟურნალის დამფუძნებლების სიიდან ამოეღო ИФТТ РАН და დაემტკიცებინა ორი ახალი თანადამფუძნებელი ვ.ა. სტეკლოვის სახელობის რმა-ის მათემატიკის ინსტიტუტი და პ.ნ.ლებედევის სახელობის რმა-ის ფიზიკის ინსტიტუტი. ამ გადაწყვეტილებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა რედაქციის თანამშრომელთა ბედი, მათი ქონება და სხვა სამეურნეო საკითხები, ასევე ავტორთა წინაშე სასესხო ვალდებულებები. მთავარ რედაქტორად ფიზიკოსის (ს.ს. კროტოვი) ნაცვლად დაინიშნა მათემატიკოსი (ვ.ვ. კოზლოვი), რომელმაც უწყვეტი მათემატიკური განათლების ცენტრის დახმარებით გადაჭრა ორი მომდევნო ნომრის გამოცემის დაფინანსების პრობლემა.
2010 წლის ჟურნალის მე-5 და მე-6 ნომრები (თავად ამ ჟურნალებში მითითებული ინფორმაციის თანახმად) გამოიცა კომპანია „McGraw-Hill“-ის ფინანსური მხარდაჭერით.
2011 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, გამომცემლობა MCNMO-მ (მოსკოვის უწყვეტი მათემატიკური განათლების ცენტრი) გამოსცა ჟურნალის სამი ნომერი სახელწოდებით „კვანტი +“. შედეგად, იურიდიულმა კომპანია „რუსეთის იურიდიულმა სერვისმა“, რომელიც წარმოადგენდა „Bureau Quantum“-ისა და ს.ს. კროტოვის ინტერესებს, დაადანაშაულა MCNMO დარბევაში, რათა შემდგომში მიეღო სახელმწიფო დაფინანსება. სასამართლომ დაადგინა, რომ „კვანტი +“ ჟურნალის ვებსაიტმა, kvantjournal.ru-მ უკანონოდ გამოიყენა ჟურნალ „კვანტის“ სავაჭრო ნიშნები, რამაც გამოიწვია საიტის დახურვა.
ჟურნალი „კვანტი“ 2011 წელს ოფიციალურად არ გამოცემულა. ჟურნალის ოფიციალურ ვებგვერდზე 2011 წლის ნომრები წარმოდგენილია როგორც „ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის მიერ მომზადებული მასალები“ ცალკეული სტატიების სახით, მათ შორის, „კვანტი +“-ის ნომრებში გამოქვეყნებული სტატიებიც.
2012 წლის მარტში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა ჟურნალის მთავარ რედაქტორად დანიშნა აკადემიკოსი ა. ლ. სემიონოვი, 2018 წლის მარტში კი — რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ა.ა. გაიფულინი.
This article uses material from the Wikipedia ქართული article კვანტი (ჟურნალი), which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.