კენკროვანი კულტურები

კენკროვანი კულტურები — ჯგუფი ველური და კულტურული მრავალწლოვანი მცენარეებისა (ბუჩქები, ნახევარბუჩქები, ბალახები), რომელთაც საჭმელად ვარგისი ნაყოფი ე.

წ. კენკრა აქვთ. ევროპის ქვეყნებში კულტურაში უმეტესად გავრცელებულია მარწყვი, ხურტკმელი, მოცხარი, ჟოლო.

საქართველოში უმეტესად მოჰყავთ მარწყვი. კენკრა შეიცავს ადამიანის კვებისათვის მნიშვნელოვან ორგანულ მჟავებს, შაქარს, მინერალურ მარილებს, ვიტამინებსა და არომატულ ნივთიერებებს. იხმარება ნედლად, გაყინული, გამხმარი. ამზადებენ მურაბას, ჯემს, კომპოტს, სასმელს, მარმელადსა და სხვა. ზოგი კენკროვანი კულტურების ნაყოფს (მოცვი, ჟოლო, შავი ცირცელი) სამკურნალოდ იყენებენ.

კენკროვანი კულტურები ადვილად მრავლდება, ადრე იწყებს მსხმოიარობას (მარწყვი მე-2 წელს, ჟოლო — მე-3, მოცხარი და ხურტკმელი მე-3 — მე-4 წელს) და ყოველწლიურად იძლევა მაღალ მოსავალს. მრავლდება ვეგეტატიურად — კალმით, გადაწიდვნით, ბუჩქის დაყოფით, ამონაყრითა და პწკალით. საწარმოო პლანტაციებს აშენებენ ისეთ ნაკვეთებზე, რომლებიც დაცულია ქარისაგან, სწორია ან ოდნავ დაფერდებული. საქართველოში მარწყვის პლანტაციებს აშენებენ ადრე გაზაფხულზე და შემოდგომაზე (როცა ნიადაგის ტემპერატურა 0-20 სმ სიღრმეზე 8°C-ზე მეტია). კენკროვანი კულტურების პლანტაციების მოვლა ითვალისწინებს ნიადაგის დამუშავებას, მცენარეთა დაცვას მავნებლებ-დაავადებებისაგან, გასხვლას, პწკალის შეცვლას და სხვა.

კენკროვანი კულტურების ასორტიმენტი დიდია. მთაში, ტყეში, ჭაობსა და ველზე უხვადაა ველურად მოზარდი კენკროვნები, რომელთა ნაყოფს აგროვებენ და ხმარობენ საჭმელად. მათ კულტურულ ფორმებთან შესაჯვარებლადაც იყენებენ.

ლიტერატურა

Tags:

კენკრამარწყვიმოცხარიმრავალწლოვანი მცენარეებიჟოლოხურტკმელი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

თეთრი დათვიანტარქტიდასაქართველოს სახელმწიფო დროშასაქართველოს პარლამენტიჭადრაკილონდონიკავკასიონიპურიავტომობილიგია ყანჩელირუსუდანირუსეთ-საქართველოს ომი (2008)დუბაიმიხეილ მესხის სტადიონიჯაყოს ხიზნებიირაკლი აზაროვიაბსოლუტური მონარქიაბუნებაქრისტიანობაალეგორიალეიკოციტებიმეორე მსოფლიო ომიაბას I (ირანი)სანქტ-პეტერბურგიკონტინენტიიუდაიზმიმენისკიბელგიაჟანა დ’არკივერის უბნის მელოდიებილოცვა ეფრემ ასურისაღვარცოფიბალტიმორიმტკვარიიოჰან სებასტიან ბახიერითროციტებიავსტრალიახინკალიდავით IIIუშგულის თემისაქართველოს სახელმწიფო გერბიკალიებიერთა ლიგა (უეფა)გიორგი V ბრწყინვალეკაპიტალიზმილეონარდო და ვინჩიბაიკალიჩერნობილის კატასტროფადონ კიხოტიკახა კალაძეთბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიოთარ გაბელიაუილიამ შექსპირიგელზენკირხენილევან კობიაშვილირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიხარებაწითელი წიგნიყვავილოვანი მცენარეებიბერძენ-სპარსელთა ომებითინათინივეფხვიალავერდიაბრეშუმის დიდი გზახმელთაშუა ზღვახვიჩა კვარაცხელიარომირკინასათბურის ეფექტიბუღა თურქის შემოსევარუსთავივახტანგ გორგასლის ორდენიკახეთის მხარეკორუფციაანტონიმიგიორგი მიქაუტაძედადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიმგელიიუგოსლავია🡆 More