კავკასიის დიდი კედელი

კავკასიის დიდი კედელი — თავდაცვითი დანიშნულების ძეგლი ისტორიულ ჰერეთში.

ხალხური გადმოცემით, აღნიშნული კედელი აგებულია თამარ მეფის მიერ (XII ს). მკვლევართა შორის ჯერ კიდევ არ არის მტკიცედ დადგენილი აზრი ამ ძეგლის დათარიღების შესახებ. X საუკუნის არაბი მოღვაწე იბნ-ალ ფაკიხი კედლის მშენებლობას ხოსრო I ანუშირვანს (531-578 წწ.) მიაწერს. 1936 წელს ამ კედლის მიდამოებში გათხრები აწარმოა ა. პოხომოვმა, მისი აზრითაც, იგი აგებული უნდა იყოს სასანიდების მიერ (V - VII ს.).

კავკასიის დიდი კედელი
კავკასიის დიდი კედლის ფრაგმენტი
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ყველაზე კარგად კავკასიის დიდი კედლის ნაშთები შემორჩენილია ბელაქნისა და ზაქათალის რაიონებში, მაგისტრალური გზის მარცხენა მხარეს სოფ. კატეხთან. ზოგიერთ ადგილებში კედლის სისქე 150 სმ. აღემატება, სიმაღლე - 250 სმ. აგებულია რიყისა და კაჭარის ქვისაგან კირის მოჭარბებულ ხსნარზე, ისე როგორც აფხაზეთის დიდი კედელი.

აღნიშნული ძეგლის ნაშთების არსებობა ძალზე შორს აღწევდა, (დაწყებული ლაგოდეხიდან ნუხამდე), მაგრამ თანდათანობით დანგრევამ და მოსახლეობაში სახლების მშენებლობისათვის და გზების გასაყვანად მისმა გამოყენებამ ამ კედლის კვალი ბევრგან წაშალა. კედლის სისტემაში მრავალი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობა ყოფილა ჩართული - კოშკები, სამლოცველოები, საცხოვრებლები და სხვ. ერთ-ერთი ასეთი ნაგებობის ნაშთი დარჩენილია დღემდე მდ. მაწის წყლიდან ოცდამეშვიდე კილომეტრზე. ამ ნაგებობას გეგმაზე წესიერი წრეხაზის მოხაზულობა აქვს, რომლის შიგა დიამეტრი 36 მ-ია. კედლის სიმაღლე ამ ცილინდრული „კოშკისა“ 240 სმ უდრის, სისქე - 120 სმ. აღნიშნული ცილინდრული ნაგებობის შიგა სივრცე გამოყენებულია სამეურნეო დანიშნულების ეზოდ.


იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ი. ადამია, ძველი ჰერეთის ხუროთმოძღვრული ძეგლები, ძეგლის მეგობარი, 1969 წ. კრ.19, გვ. 47 - 59

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

კავკასიის დიდი კედელი იხილეთ აგრეთვეკავკასიის დიდი კედელი ლიტერატურაკავკასიის დიდი კედელი რესურსები ინტერნეტშიკავკასიის დიდი კედელი სქოლიოკავკასიის დიდი კედელი5315781936X საუკუნეთამარ მეფესასანიდებიხოსრო Iჰერეთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პოპ-მუსიკათერგდალეულებიგაერთიანებული ერების ორგანიზაციაევროკომისიააბას I (ირანი)ნაპოლეონის ომებიოგანესონისაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტივიქტორ ორბანიგარემოს დაცვატრეფიკინგიტონახეოფსის პირამიდასაქართველოს დემოგრაფიასაქართველოს სამხედრო წოდებებიტროპიკული სარტყლებიაქლემიგეორგიევსკის ტრაქტატიორალური სექსიმსოფლიოს მოსახლეობაგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაქართველებიქვეწარმავლებითავისუფლება (ფილოსოფია)ამეთვისტოიბერიამადაგასკარიკამეჩებილურჯი ვეშაპიდელფინებიიალბუზიხაჭაპურიბოშებიპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშიილონ მასკიეიფელის კოშკილეონარდო და ვინჩიქართული მითოლოგიაჯემალ ქარჩხაძეჰარი პოტერიპოტსდამის კონფერენციაცენტნერიზურა ყიფშიძეფერნანდო მაგელანიოცდაათწლიანი ომისაქართველოს ფაუნაქართლის ცხოვრებაბიძინა ივანიშვილიდანიაგამოფიტვაგლობალური დათბობაქართული გვარიქართული დამწერლობააზოტიიუნესკოსაქართველოაფხაზეთიგაერთიანებული სამეფოხელოვნებაიულიუს კეისარირელიგიაანბანი26 აპრილიაკონკაგუაატომიაბსცისა25 აპრილიკონვექციამონღოლთა ბატონობა საქართველოშინატურალური რიცხვიდიმიტრი ყიფიანიდუნაისაქართველოს თავდაცვის ძალებიშინაური კატასუნთქვაბერძნული ხელოვნებასოკრატე🡆 More