ისიკავა — პრეფექტურა იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს დასავლეთ სანაპიროზე.
ფართობი 4,2 ათ. კმ2. მოსახლეობა 1.173.994 კაცი (2005), მ. შ. დაახლოებით 65% ქალაქში ცხოვრობს. ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. კანაძავა. ტერიტორიის დიდი ნაწილი უჭირავს მაღლობებსა და მთებს. სანაპიროზე დაბლობების ვიწრო ზოლია. განვითარებულია საფეიქრო (უმთავრესად აბრეშუმის) და მანქანათსაშენი (ავტო- და ტრაქტორთმშენებლობა), აგრეთვე კვების, ხე-ტყის სახერხი, სილიკატურ-კერამიკული მრეწველობა (მ. შ. მაღალხარისხოვანი ფაიფურის წარმოება). იღებენ ფოსფორიტებს, ვერცხლს, სპილენძსა და ნავთობს. მოჰყავთ ბრინჯი. განვითარებულია მებოსტნეობა, თევზჭერა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ისიკავის პრეფექტურა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.