ზანური ენა

ზანური ენა, მეგრულ-ჭანური ენა, მეგრულ-ლაზური ენა ან კოლხური ენა — ქართველურ ენათა ჯგუფის ერთ-ერთი ქვეჯგუფი.

სახელწოდება „ზანური“ პირობითია და შექმნილია ვარაუდის საფუძველზე, რომ ადრინდელი სახელწოდება ასეთი უნდა ყოფილიყო. მეგრულ-ლაზურის მნიშვნელობით ტერმინი დაამკვიდრა არნოლდ ჩიქობავამ. ის ემყარებოდა ბერძნულ-რომაულ წყაროებს, რომლის მიხედვით, სამხრეთ კავკასიის შავიზღვისპირა ზოლის მოსახლეობა იხსენიება როგორც „სანები“ („ზ“ ფონემა ბერძნულს არა აქვს, საფიქრებელია , რომ „ს“ ასო ზ-ს გადმოსაცემად იყო გამოყენებული). ზან- ძირი დაცულია სვანურ ენაშიც და მეგრელების აღსანიშნავად გამოიყენება – მგზან – „მეგრელი“.

ზანური ენა
ზანური ენების გავრცელების არეალი

წინარე ქართველური ენიდან სვანური ენის გათიშვის შემდგომ, რაც სავარაუდოდ II ათწლეულის დასაწყისისთვის მოხდა ან ძვ. წ. X საუკუნისთვის, ქართული და ზანური გაუთიშავი ორი ფენა იყო, რასაც ზანურ-ქართული ერთანობის ხანად მოიხსენიებენ. ამ ერთიანობიდან ზანურის გამოყოფა, სავარაუდოდ, უნდა მომხდარიყო ძვ. წ. X–VIII საუკუნეებში (გ. კლიმოვი) ან ახ. წელთაღრიცხვის მიჯნაზე (თ. გამყრელიძე, გ. მაჭავარიანი).

ამჟამად ზანური გათიშულია მეგრულად და ლაზურად. ზანურის დიფერენციაცია ორ კილოდ (მეგრული და ლაზური) უნდა დაწყებულიყო ახ. წელთაღრიცხვის დასაწყისში. VII საუკუნისთვის ამ კილოებს დამოუკიდებელი სახე უნდა ჰქონოდა. მეგრულსა და ლაზურს შორის განსხვავებები ნიკო მარმა მათ ცალკე ენებად გამოცხადების საფუძვლად მიიჩნია. მეგრულში გამოიყოფა ორი დიალექტი: ზუგდიდურ-სამურზაყანული და სენაკურ-მარტვილური. ლაზური გავრცელებულია თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე. ლაზურში გამოიყოფა სამი კილო: ხოფური, ვიწურ-არქაბული და ათინური. ნ. მარის, ივ. ჯავახიშვილის, ს. ჯანაშიას, არნ. ჩიქობავას და სხვა მეცნიერების შეხედულებით, მეგრული და ლაზური კილოების გათიშვა სავარაუდოდ გამოიწვია ქართულენოვანი მოსახლეობის მიგრაციამ არაბობის ჟამს გურია-აჭარის ტერიტორიაზე.

ლიტერატურა

  • კიზირია, ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 481-482.
  • როგავა, გ. ქართველურ ენათა ისტორიული ფონეტიკის საკითხები ტ. 1, თბილისი, 1962
  • ღღენტი, ს. ჭანურ-მეგრულის ფონეტიკა, თბილისი, 1953
  • ჩიქობავა, ა. ჭანურ-მეგრულ-ქართული შედარებთი ლექსიკონი, ტფილისი, 1938
  • თოფურია, ვ. ზოგიერთი ბრუნვის გენეზისისთვის მეგრულ-ჭანურში, „ენიმკის მოამბე“ ტ. 1 1937
  • ჩიქობავა, ა. ჭანურიგრამატიკული ანალიზი ტექსტებითურთ, ტფილისი, 1936
  • დანელია კ,. ზანური ენა, ენციკლოპედია „საქართველო“[მკვდარი ბმული]

Tags:

არნოლდ ჩიქობავამეგრელებისვანური ენაქართველური ენები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს ფაუნაქრისტიანობაანდებიეგვიპტის პირამიდებიქართული ხალხური ცეკვებიკონცეფციაგიორგი VIIIლობოტომიაკახეთის აჯანყება (1659)ბირთვული იარაღიადაპტაციალადო ასათიანინატრიუმიკრიშტიანუ რონალდუგიორგი II (საქართველოს მეფე)თბილისის ისტორიადემეტრე Iსაქართველოს დამოუკიდებლობის დღეანდრია მოციქულისიყვარულისტიგმადემოკრატიაპაბლო პიკასოფრინველებისილიციუმიზვიგენებიოქტავიანე ავგუსტუსიოგანესონიბუდაპეშტიანემიაკურდღელისაქართველოს მდინარეების სიაფელაციაზურა ყიფშიძერელიგიასპილოსებრნიალექსანდრე მაკედონელიპითაგორას თეორემაკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდაფრინველთა მიმოფრენადაუნის სინდრომიავსტრალიაგერმანიამაიმუნებიქეთო და კოტე (ოპერა)ზუგდიდიჩარლი ჩაპლინიბუნებრივი რესურსებისავანასაქართველო XV საუკუნეშიმარტივი და შედგენილი რიცხვებიექსპრესიონიზმიიუსტინიანე I26 აპრილივეშაპისნაირნიაღმოსავლეთი საქართველოქრისტესისხლაკალიებილეონარდო და ვინჩიდელფინებილომიმწერებიკონტინენტირომის იმპერიალიტრიადამიანის ჩონჩხისოკოებილუქსემბურგი25 აპრილიკომუნიზმიფაშიზმიჭიანჭველასებრნილუი XIVნეიტროფილებიჭიაკოკონობაკატალიზატორიენცეფალოპათიასვანური ენაძველი საბერძნეთი🡆 More