ეფატე (ინგლ.
კუნძულზე მდებარეობს ვულკანი მაუნტ-მაკდონალდი.
მშობ. სახელი: ინგლ. Efate | |
---|---|
ეფატეს კუნძული | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 17°40′ ს. გ. 168°25′ ა. გ. / 17.667° ს. გ. 168.417° ა. გ. |
ფართობი | 899,5 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 647 მ მთა მაკდონალდი |
ვანუატუ | |
პროვინცია | შეფა |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 65 734 (2009) |
სიმჭიდროვე | 73,078 ად. /კმ² |
ეფატეს კუნძული მდებარეობს ახალი ჰებრიდების არქიპელაგში წყნარ ოკეანეში, ეფატეს ჩრდილოეთით მდებარე შეპერდის კუნძულებსა და ეფატეს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე კუნძულ ერომანგას შორის. კუნძულიდან უშუალო სიახლოვეს, ჩრდილოეთ სანაპიროსთან, მდებარეობს კუნძულები ნგუნა, მოსო, პელე, ემაო, ლელეპა. კუნძულები ნგუნა, პელე და ემაო სტრატოვულკანებია. მელეს უბეში, ქალაქ პორტ-ვილას შორიახლო, მდებარეობენ კუნძულები ირიფა და ირირიკი, რომლებიც მსხვილი ტურისტული ცენტრებია.
ეფატეს კუნძულს აქვს ვულკანური წარმოშობა და ჩამოყალიბდა მაღალი ვულკანური აქტივობის შედეგად რეგიონში, რომელიც გამოწვეულია ავსტრალიური და წყნარი ოკეანის ლითოსფერული ფილაქნების შეჯახებით.
გეოლოგიურად ეფატე შედგება სამი ფორმაციისაგან: ყველაზე უძველესი პემზური ჩამოყალიბების; წყალქვეშა პემზური ტუფის, რომელიც ჩამოყალიბდა პლიოცენ—პლეისტოცენის ეპოქაში და ბრექჩიის, რომელიც გვხვდება ეფატეს ცენტრალურ ნაწილში, სადაც შიშვლდება მთის სახეობები და უკავია კუნძულის ხმელეთის დაახლოებით 300 კმ². ეფატეს ვულკანურ წარმონაქმნზე მდებარეობს კირქვიანი ტერასები, რომლებიც ქმნიან კირქვიან ფორმაციებს, რომელიც ჩამოყალიბებულია გვიანი პლიოცენის დროს, ასევე უახლოეს პერიოდში ჩამოყალიბებული რიფული კირქვა.
კუნძულის ფართობი შეადგენს 899,5 კმ²-ს. ეფატეს უმაღლესი წერტილი, მთა მაკდონალდი, აღწევს 647 მეტრ სიმაღლეს. კუნძულის ნაპირი კლდოვანია. ზოგიერთ ადგილებში ეფატე გარშემორტყმულია გაქვავებული რიფებით.
კლიმატი კუნძულზე ტროპიკულია. მაისიდან ნოემბრის ჩათვლით ჭარბობს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარები.
ეფატეს კუნძულის დასახლება დაიწყო დაახლოებით 2500 წლის წინ არქიპელაგ სოლომონის კუნძულების მაცხოვრებლებით. ეს მაცხოვრებლები იყენებდნენ ქვის იარაღებს, ამზადებდნენ თიხის ჭურჭელს. ლაპიტას კულტურისგან განსხვავებით ასეთი ტიპის ნაკეთობები ნაპოვნი იქნა ახალი ჰებრიდების ჩრდილოეთი და ცენტრალური ნაწილის სხვა კუნძულებზე. ამ კულტურამ მიიღო სახელი მანგაასი. სავარაუდოდ, ამ კულტურის წარმომადგენელთა ნაწილი დასახლდა დაახლოებით 2400—1600 წლის წინ კუნძულ ფიჯიზე და ახალ კალედონიაზე.
ჩვენი წელთაღრიცხვის დაახლოებით 1200 წელს შეპერდის კუნძულების და კუნძულ ეფატეს კულტურამ განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილებები: შეწყდა თიხის ჭურჭლის წარმოება, ქვის იარაღი გამოდევნა სხვადასხვა მოლუსკების ნიჟარებისგან დამზადებულმა იარაღმა. ზოგიერთი არქეოლოგი ამას უკავშირებს ეფატეზე წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ კუნძულებიდან მოსახლეობის მიგრაციას.
1774 წელს ეფატე აღმოაჩინა ინგლისელმა მოგზაურმა ჯეიმზ კუკმა. ზღვაოსანმა კუნძულს დაარქვა «სენდვიჩის კუნძული», სენდვიჩის მეოთხე გრაფის — ჯონ მონტეგიუს, პატივსაცემად, რომელიც იყო მისი ექსპედიციის პატრონი.
თანდათანობით ეფატეზე დაიწყეს დასახლება ევროპელებმა. XIX საუკუნის დასაწყისში კუნძული გახდა სანტალის ხის ჯიშით ვაჭრობის ერთ-ერთი ცენტრი. ეფატეს ხშირი სტუმრები ასევე იყვნენ ვეშაპის დამჭერები. კუნძულზე პირველი ევროპული დასახლება, რომელიც უპირატესად შედგებოდა ბრიტანელებისგან, დაარსდა უბე ჰავანას (ინგლ. Havana Harbour) ნაპირზე, ეფატეს დასავლეთ ნაწილში. ფრანგულმა დასახლებებმა თავი მოიყარა კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე. შემდგომში ამ ადგილმა, სადაც მდებარეობს ქალაქი პორტ-ვილა, მიიღო სახელი ფრანსვილი (ინგლ. Franceville). 1882 წლის გვალვის და მალარიის აფეთქების შემდეგ ბრიტანული მოსახლეობა გადასახლდა ქალაქ პორტ-ვილაში.
1887 წლის იანვარში ეფატეზე შემოვიდა კათოლიკე მისიონერების ჯგუფი. დროთა განმავლობაში კათოლიკე მისიონერები გამოჩნდნენ ვანუატუს სხვა მსხვილ დასახლებულ კუნძულებზე.
1906 წლის მარტში ეფატე, როგორც ახალი ჰებრიდების სხვა კუნძულები, გახდა საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი სამფლობელო, ანუ არქიპელაგმა მიიღო ბრიტანულ-ფრანგული კონდომინიუმის სტატუსი.
მეორე მსოფლიო ომის წლებში კუნძულ ეფატეზე აშშ-ის საინჟინრო-სამშენებლო ბატალიონმა ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით ააშენა ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი. რეზიდენტ-კომისრების თანხმობით (თუმცა მათ არ ჰქონდათ სხვა არჩევანი) შენობები, რომლებშიც ადრე ცხოვრობდა საერთო სასამართლოს თავმჯდომარე, გადაკეთდა ამერიკული სამხედრო ხელმძღვანელობის ოფისად. საკუთარი ოფიციალური რეზიდენციები ასევე თავისივე ნებით გაანთავისუფლეს ბრიტანელმა და ფრანგმა მოსამართლეებმა. პორტ-ვილაში ამერიკელებმა ასევე ააშენეს სამხედრო ჰოსპიტალი.
1980 წლის 30 ივნისს ახალმა ჰებრიდებმა მიიღო დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგან და საფრანგეთისგან, და ეფატე გახდა ვანუატუს რესპუბლიკის ტერიტორია.
კუნძულზე მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი — პორტ-ვილა. 2009 წლის მონაცემებით ეფატეს მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 65 734 ადამიანს, რომლებიც ცხოვრობენ კუნძულის სანაპირო დასახლებებში. ეფატეს შიდა რაიონებში დასახლებები თითქმის არ არსებობს. კუნძული უპირატესად დასახლებულია ვანუატუს ძირძველი მოსახლეობით — ნი-ვანუატუს ხალხით, თუმცა კუნძულზე ასევე ცხოვრობენ ევროპელები, ჩინელები, ვიეტნამელები.
კუნძულზე ძირითადი სასაუბრო ენებია ფრანგული და ინგლისური, თუმცა ასევე გამოიყენება ადგილობრივი ენები:
ეფატე — ვანუატუს მსხვილი ეკონომიკური და ტურისტული ცენტრია.
პორტ-ვილადან შორიახლოს მდებარეობს ბაუერფილდის საერთაშორისო აეროპორტი.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ეფატე, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.