დონატელოს დავითის (Premio David di Donatello) დაჯილდოების, რიგით მე-60 ცერემონია გაიმართება რომში 2015 წლის 12 ივნისს.
ამერიკული ოსკარების ამ იტალიური ექვივალენტი კინო - პრიზების გადაცემის საღამოს გაუძღვება მსახიობი, რეჟისორი და ტელეწამყვანი ტულიო სოლენი (Tullio Solenghi); ეთერში გადაიცემა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი, 1924 წელს დაარსებული იტალიური საზოგადოებრივი მაუწყებლის „რაის“ (Rai) ქვედანაყოფის „Rai Movie“ მიერ.
„დონატელოს დავითის“ გადაცემის ცერემონიას 1956 წლიდან ყოველწლიურად მართავს იტალიური კინოს აკადემია (Accademia del Cinema Italiano). 2006 წლიდან პრიზები გადაიცემა 24 კატეგორიაში. ეს არის ადრინდელი აღორძინების ხანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენლის, იტალიელი მოქანდაკის დონატელოს მიერ 1430-40 წლებში შექმნილი „დავითის“ ქანდაკების მოოქროვილი ასლი. ქანდაკება დგას მალაქიტის კვადრატის ფორმის სადგამზე, რაზეც მიმაგრებულია მოოქროვილი ფირფიტა, სადაც მითითებულია პრიზის კატეგორია, წელი და გამარჯვებული.
ნომინაციები გამოცხადდა 2015 წლის 11 მაისს. ყველაზე მეტი, 16 ნომინაცია შეხვდა ფილმს Anime nere (რეჟ:ფრანჩესკო მუნცი); ასევე მარიო მარტონეს ფილმს Il giovane favoloso (14 ნომინაცია); ნანი მორეტის - Mia madre (10); ერმანო ოლმის - Torneranno i prati (8) და სავერიო კოსტანცოს ფილმს Hungry Hearts (7).
This article uses material from the Wikipedia ქართული article დონატელოს დავითი 2015, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.