ალექსანდრიის პატრიარქი დიონისე

დიონისე (ალექსანდრიის პატრიარქი) — ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 5 ოქტომბერი, ახალი სტილით - 18 ოქტომბერი.

ალექსანდრიის პატრიარქი დიონისე
წმინდა დიონისე ალექსანდრიელი

ბიოგრაფია

იგი მდიდარი წარმართების ოჯახში დაიბადა. შემდგომ მან კარგი განათლება მიიღო და რიტორი გახდა. მოწიფულობას მიღწეული წმინდანი ეკლესიის ცნობილი მამის, ორიგენეს (III) გავლენით მოექცა ქრისტიანობაზე, დაემოწაფა მას და სათნოებებში წარმატებული, მალე ხუცესად აკურთხეს. 231 წლიდან დიონისე ალექსანდრიის სასწავლებლის მოძღვარი გახდა, 247 წელს კი ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. იგი ფრიად დაშვრა სხვადასხვა ერეტიკული სწავლებების, განსაკუთრებით, საველიანელთა მწვალებლობის სამხილებლად და აღმოსაფხვრელად.

იმპერატორების, დეციუსისა (249-251) და ვალერიანუსის (253-260) მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას მშვიდი და მოსიყვარულე მღვდელმთავარი ერთგულ დარაჯად ედგა ქრისტიანთა სულებს და აღმსარებლობით ღვაწლში განამტკიცებდა.

წმიდა მამა ყველას დახმარებასა და ნუგეშისცემას ახერხებდა. ჟამიანობის დროს იგი თავის სამწყსოს მოუწოდებდა, შემწეობა აღმოეჩინათ, როგორც ქრისტიანი, ისე წარმართი ავადმყოფებისათვის და დაეფლათ მიცვალებულნი. იმ სულიერ შვილებზე, რომლებიც ამ კურთხევის შესრულებისას დაიღუპნენ, ნეტარი მწყემსმთავარი წერდა: „ამგვარად დატოვეს სიცოცხლე საუკეთესოებმა ჩვენს ძმათა შორის. ასეთი სიკვდილი - დიდი ღვთისმოსაობისა და მტკიცე სარწმუნოების ნაყოფი - არაფრით ჩამოუვარდება მოწამეობას“.

წმიდა დიონისე ორჯერ იყო გადასახლებული. იგი იმპერატორ გალიენუსის (260-268) დროს დაუბრუნდა თავის კათედრას და მშვიდობით მიიცვალა 264 წელს. მართალია, წმიდა დიონისე მოწამეობრივად არ აღსრულებულა, მაგრამ მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე იმდენი ტანჯვა დაითმინა ღვთისთვის, რომ წმიდა ეკლესიამ იგი მარტვილთა დასში შერაცხა.

წმიდა დიონისე ალექსანდრიელმა დაგვიტოვა რამდენიმე შესანიშნავი ნაშრომი წმიდა წერილის განსამარტებლად და ერეტიკულ სწავლებათა უარსაყოფად. მისმა თხზულებებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქრისტიანული აზროვნების განვითარების ისტორიაში და დიდი გავლენა მოახდინა IV საუკუნის ღვთისმეტყველებაზე.

ლიტერატურა

  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

Tags:

18 ოქტომბერი5 ოქტომბერიალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიაალექსანდრიის პატრიარქებიმართლმადიდებლობა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სლოვაკეთისამკუთხედიმუამარ კადაფიმდინარემთვარეტაილანდისალომე ზურაბიშვილისაქართველოზმნაჰემანგიომაჰიპერბოლა (ენა)კანონიერი ქურდიქართული ენაერაყისაიდუმლო სერობა (ლეონარდო და ვინჩი)ამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)მეორე მსოფლიო ომისაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეესპანეთიგიორგი მარგველაშვილისეფსისიქუთაისობაისლამიევროპაკრიშტიანუ რონალდუიოსებ სტალინიდავით კეზერაშვილიიასამანიმიანმარითავის ტვინიმაისიწინანდალივნების კვირარკინარეპრესიაჰაერივლადიმერ პუტინილეიკოციტოზიაფრიკათუშეთიარსებითი სახელიმსოფლიოს ქვეყნები მოსახლეობის მიხედვით (2006-2012)ილია თოფურიანეიმარივინსენტ ვან გოგიგრიგოლ ხანძთელიკალათბურთისარკაზმიFacebookსაქართველო XIII საუკუნეშისაქართველოს კონსტიტუციარელიგიააშშ-ის სამოქალაქო ომისიონის ტაძარიარაბობა საქართველოშიხარებადიდი ოთხშაბათიალტრუიზმიდუბაირუსეთინაწლავებიუილიამ შექსპირიერეკლე II-ის ოჯახიჰონგ-კონგითამარ მეფე1832 წლის შეთქმულებაწმინდა ნინონათურაფილტვებიC ჰეპატიტიშამქორის ბრძოლა (1195)ბორჯომი (წყალი)ანა ნაცვლიშვილისაქართველოს თავდაცვის ძალებისალამურიკავკასიური ხარისძირამე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი🡆 More