ბოჩი

ბოჩი (ლაზურად ნიშნავს მამალ ცხვარს) — ქართველთა ძველი წარმართული ღვთაება.

ეტიმოლოგია

პირველად წერილობით ძეგლებში ექვთიმე მთაწმიდელთან გვხვდება.

სახელის დებანი იგი საწარმართოთა კერპთანი, რომელნი მათ ღმერთად შერაცხნეს, რომელნიმე მამათა და რომელნიმე დედათა სრულიად მოისპენ — დიოს ანუ აპოლოს, ანუ არტემის, ანუ ბოჩი და გაცი და ბადაგონ და არმაზ ანუ რომელ იგი წნეხასა ყურძნისასა ბილწისა მის დიონისეს სახელს იტყვიან... ესენი ყოველი საეშმაკოჲ არს და მოისპენ ქრისტენეთაგან.

—VI მსოფ. კრების კანონების ქართული თარგმანი, გამ. ა ხახანაშვილისა, გვ.113

ი. ჯავახიშვილის აზრით, სახელი ბოჩი — ვოჩი ან/და ოჩი (მეგრულად მამალი თხა — ვაცი) სახეცლილი ფორმაა უკავშირდება და ნადირთ მფარველი ან მისი მსგავსი ღვთაების სახელია. კლაპორტის სიტყვებით ჩეჩნურად სიტყვა „ბოჯ“ (bodj) გარეულ თხას ნიშნავდა, თუმცა უსლარის დროს ეს სიტყვა „ბუოჟ“-ად გამოითქმოდა. ვ. ბარდაველიძეს ოჩი||, ბოჩი მესაქონლეობის მფარველ ღვთაებად მიაჩნდა. ახალი ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, ბოჩი მოსავლიანობის მფარველი ღვთაებაც უნდა ყოფილიყო. ნავარაუდევია რომ ძველი ქართული ღვთაება — ოჩოპინტრე, რომლის სახელში ოჩი ურევია და წარმოგვიდგება, როგორც თხის ფეხებიანი და ადამიანის ტანიანი არსება, წარმომდგარა ბოჩიდან.

არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ხევსურეთის დაარსებაც, რომელიც გარეული თხის მონადირებით დაიწყო.

ისტორიული წყაროები

თეიმურაზ ბატონიშვილი წერს:

ბოჩი 
„აქვნდათ მათ სასულიეროიცა მსახურება მრავალ-ღმერთობისა, თაყვანის სცემდეს კერპთა მრავალ ღმერთობითისა სახითა, ჰყვათ მათ საკუთარნიცა ღმერთნი თვისნი, რომელთა შორის იყო უპირველესი ღმერთი მათი ბოჩი, რომელსაცა პირველ არმაზისა თაყვანის-ცემისა ამას თაყვანის სცემდეს და შემდგომადცა არმაზის თაყვანის-საცემელად მიღებისა უყოფდეს დიდსა პატივსა ბოჩის.

ბოჩი საკუთარი ღმერთი იყო უძველესთა ქართველთა. ბოჩისასა იტყოდეს ამას, „ესხნეს შვიდნი ხელნი, რომლითაცა ხელმწიფებდა თვითოეულითა ხელითა თვითოეულთა უმაღლესთა მათ ყოველთა სხვათა მწვერვალთაგან, შვიდთა მწვერვალთა კავკასიისათა და თითოეულსა ხელსა მისსა აქვნდა თვითო ფერი ხელმწიფება მოფენად სარგებლობისა, წყალობისა, გინა რისხვისა.“ ესე საკუთარი ქართველთა არის, რომელიცა უვიდოდათ საესვათ.

ეგ სახედვე შვიდნი ხელნი ბოჩისანი ნიშვნიდენ შვიდთა ნათესაობათა თარგამოსიანთასა: 1) ქართლოსისა და სხვათა ექვსთა ძმათა მისთა, რომელნიცა იყვნეს ერთ საზოგადოობა და ხელისა ქვეშე ქართლოსისა. 2) ეგროსის, 3) მოვაკოსისა, 4) ჰეროსისა, 5) ბარდოსისა, 6) ლეკოსისა და 7) კავკასოსისა.“

თუმცა იქვე დასძენს:

ბოჩი 
„ბოჩი ქართველთა ძველთა იყო უპირველესი ღმერთთაგანი, რომელსაცა აქვნდა შვიდნი ხელნი და ესე ნიშნავდა შვიდთა მათ უმაღლესთა მთათა კავკასიისათა (სხვათა შორის თვითოეულთა ხელითა პყრობასა).“

კავკასიის შვიდი ძირითადი მთაა:

  1. ბრუტ-საბზელი (შიდა ქართლში)
  2. საყორნე (კახეთში)

თეიმურაზ ბატონიშვილის აზრით ბოჩის ტაძარი დღევანდელი ბიჭვინთის ტაძრის ადგილას მდგარა:

ბოჩი 
„...სრულიათ ივერიელთა ჰყვათ უძველესთა შინა დროთა უპირატეს ღმერთად ბოჩი და ტაძარი მისი იყო ფრიადისა სიმდიდრითა შემკობილ სამზღვარსა ზედა კოლხიდისა და აფხაზიისათა ბიჭვინტას (რომელიცა ქრისტეს სარწმუნოებასა მოქცევისა შემდგომად შეიცვალა ეკკლესიად).“

ლიტერატურა

  • რუხაძე ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 493.;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 1, თბ., 1951;
  • Бардавелидзе В. В., Древнейшие религиозные верования и обрядовое графическое искусство грузинских племен, Еи., 1957.

სქოლიო

Tags:

ბოჩი ეტიმოლოგიაბოჩი ისტორიული წყაროებიბოჩი ლიტერატურაბოჩი სქოლიობოჩი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ფარნავაზ Iეკოლოგიალუდომანიარაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარესვანური კოშკისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიშვეიცარიაბორჯომითხის რქა (ასტროლოგია)ვიკისაწყობითურქეთის ისტორიაასი ათასი მოწამესაქართველოს პარლამენტიალაზანიანდრია მოციქულისერგო ორჯონიკიძეაია-სოფიას ტაძარილაშა ტალახაძესეკულარიზმიჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვასაქართველოს ფრინველთა სიაამერიკაქართული დამწერლობაკურდღელილიბერალიზმიქართველი მწერლების სიაპრომეთეს მღვიმელევანის ტბაარქეოლოგიამერაბ კოსტავაკონსერვატიზმიფოტოსინთეზიძაღლიშხარამონანიება (ფილმი)სუდანისიონის ტაძარიაჭარაემპათიალიბანიფულის ისტორიამთლიანი შიდა პროდუქტიპუნიკური ომებიკახეთიჭიათურაბატონებისაქართველოს ეროვნული მუზეუმიუნგრეთიგაერთიანებული ერების ორგანიზაციათეატრიბოდბის მონასტერიჩეხეთიგველებიდათვიყაზახეთილოქოდედოფალათევზები (ასტროლოგია)საქართველოს ფაუნაქართული სამზარეულოქრისტიანობაცხენიხორვატიახმელთაშუა ზღვანაკიანი წელიწადიაფხაზეთის კულტურამეგრული ენასაქართველოს სახელმწიფო დროშარუსთავიდისლექსიაქრომოსომააპენდიციტიმინერალების სიაინდიგო ბავშვებიოსმალეთის იმპერიაგიორგი ანწუხელიძე🡆 More