ატენის ხეობა

ატენის ხეობა, ატენის ხევი — ხეობა შიდა ქართლში, მოიცავს მდ.

ტანის აუზს (ძირითადად ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილს, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებს).

ატენის ხეობა
ატენის ხეობა
ატენის ხეობა
ატენის ხეობა

ხეობა უძველესი დროიდანვე ყოფილა დასახლებული, რასაც მოწმობს ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები და სამაროვნები. იბერიის სამეფოს წარმოქმნის შემდეგ იგი შედიოდა სპასპეტის საგამგეობაში და, როგორც ჩანს, ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულს — ხევს წარმოადგენდა. "ტანის ხევი" სახელით ეს ადმინისტრაციული ერთეული ცნობილია IV - VII საუკუნეებში. ამ დროისათვის "ტანის ხევი" მოიცავდა არა მხოლოდ საკუთრივ ატენის ხეობას, არამედ თეძმის ხეობასაც. ამ ერთეულის ცენტრი იყო დეკციხე, რომლის ნანგრევები შემორჩენილია თეძმის ზემო დინებაში. ატენის ხეობაზე გადიოდა მაგისტრალური გზა, რომელიც ჯავახეთსა და ზემო ქართლს აკავშირებდა შიდა ქართლთან. ამ გზის არსერბობამ განაპირობა ადრინდელ ფეოდალურ ხანაში ატენის ხეობის მჭიდრო დასახლება.

ატენის ხეობის სამეურნეო-კულტურული განვიტარებისა და მნიშვნელობის დამადასტურებელია ადრინდელი ფეოდალური ციხესიმაგრეების მშენებლობა (ვერეს ციხე, ატენის ციხე და სხვა) და ატენის სიონის აგება. X საუკუნეში ატენის ხეობის ცენტრი - ატენის ციხე "აფხაზთა მეფის" ერთ-ერთი რეზიდენცია და საყრდენი პუნქტი იყო ქართლის შემოერთებისათვის ბრძოლაში. ამავე საუკუნის ბოლოს ატენის ხეობა ბაღვაშთა მფლობელობაში გადავიდა. XI საუკუნეში ეს ხეობა კვლავ სამეფო დომენს წარმოადგენდა. ბაგრატ IV-ის დროს აქ გაშენდა ქ. ატენი, რომელსაც ატენის ხეობასთან ერთად მეფის მიერ დანიშნული ატენის მოურავი განაგებდა. XII საუკუნეში ატენის ხეობაში იყო საქართველოს მეფეთა ერთ-ერთი საჭურჭლე. გვიანდელი საუკენეებში ატენის ხეობა სხვადასხვა სათავადოებმა დაინაწილეს და ქართლის მეფეების გარდა აქ მიწებს ფლობდნენ ციციშვილები, სააკაძეები და გლურჯიძეები.

ლიტერატურა

ატენის ხეობა 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

გორის მუნიციპალიტეტითრიალეთის ქედიტანა (საქართველო)შიდა ქართლიხეობა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

წმინდა გიორგიკარლეს პუჩდემონიალექსანდრე ყაზბეგიოსმალეთის იმპერიარომის დაარსებათეიმურაზ Iზაქარია ფალიაშვილიამერიკაალაზანიპროტესტანტული რეფორმაციაფუტკრებიგალაკტიონ ტაბიძესელჩუკთა სახელმწიფოშვეიცარიალაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალისაჰარაწიგნი სიბრძნე სიცრუისავატიკანიმსოფლიოს შვიდი საოცრებაჩონგურიჭიამაიასებრნიშინაური კატაფშავიხორვატიაეთერ ლიპარტელიანინიდერლანდებიეკვატორული კლიმატური სარტყელიდისლექსიადისიდენტისაქართველოს გეოგრაფიამიხეილ ლომონოსოვიმაჰათმა განდიალექსანდრე მაკედონელიერთიანი ნაციონალური მოძრაობაიგიძალაალბერტ აინშტაინიგასტრიტიხევისბერი გოჩარუსთავიფემინიზმიბალბალოგისტიკაენცეფალოპათიააზერბაიჯანისაქართველოს მთებიმსოფლიოს ქვეყნები მოსახლეობის მიხედვით (2006-2012)ყირიმის ომიმონანიება (ფილმი)ქრისტეფორე კოლუმბიგულიმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშირომის იმპერიავეფხისტყაოსანიბირთვული იარაღიტიციან ტაბიძებორჯომიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითკურო (ასტროლოგია)ბუნებრივი რესურსებიენგურის ჰიდროელექტროსადგურისინგაპურიტერენტი გრანელიხელისუფლების დანაწილებავლადიმერ ლენინიწელიწადის დროებიფრანც შუბერტისაქართველოს სატელეფონო კოდებიივანე ჯავახიშვილიშოთა რუსთაველიამაზონიავსტრალია (კონტინენტი)ატმოსფერული წნევასაქართველოს მმართველთა სიატონამღრღნელებიაშშ-ის პრეზიდენტების სია🡆 More