აპოლონ სულაქველიძე

აპოლონ სულაქველიძე (დ.

1871, სვირი, შორაპნის მაზრა — გ. 1936) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

აპოლონ სულაქველიძე
დაბ. თარიღი 1871
გარდ. თარიღი 1936
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

აპოლონ სულაქველიძე დაიბადა 1871 წელს, შორაპნის მაზრის სოფელ სვირში. მიიღო სოფლის სკოლის ორი კლასის განათლება.

1905 წლიდან მუშაობდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში - პარტიის იმერეთის კომიტეტში ბუდუ მდივანთან, ნოე რამიშვილსა და რაფიელ ჩიხლაძესთან ერთად. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში. 1906 წელს, რეაქციის დაწყებისას, გენერალ ალიხანოვის სადამსჯელო ოპერაციის შემდეგ მიატოვა პოლიტიკური საქმიანობა და მისდევდა სოფლის მეურნეობას. 1918 წლიდან კვლავ მიიღო მონაწილეობა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობებში და იგი, როგორც ძველი მუშა, მთავრობის მოთხოვნით წარადგინეს საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატობის კანდიდატად. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო აგრარული კომისიის წევრი. 1921 წლის იანვარში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სხვა 11 წევრთან ერთად ჩამოაყალიბა ოპოზიციური ჯგუფი "სხივი", რომელიც პარტიას აკრიტიკებდა იდეური პრინციპების დარღვევის, სახელმწიფო მმართველობის წარუმატებელი კურსისა და პარტიაში შიდა დემოკრატიის შესუსტების გამო. 1930-იანი წლების დასაწყისში დააპატიმრეს "ტროცკისტობის" ბრალდებით.

ლიტერატურა

  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ. 366.

Tags:

18711936სვირი (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი)ქართველიშორაპნის მაზრა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ვენერაქართლის სამეფოტელეფონების ნომრები საქართველოშიპომპეიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემასაქართველოს ოქროს ხანაშხარასიზმარიქართველი მწერლების სიაარქეოლოგიაგიორგი V ბრწყინვალეარასამთავრობო ორგანიზაციააშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიასამეგრელო-ზემო სვანეთის მხარევანიკაცხის სვეტიორგაზმიხეოფსის პირამიდანიკო ფიროსმანიბრიუს ლითენგიზ აბულაძეყაყაჩოკეთილშობილი ირემიკანონიერი ქურდისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაგონიოს ციხეწიგნი სიბრძნე სიცრუისაბერძნული მითოლოგიაგორივარდიჭიათურამელამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიზებრებიევერესტიჭინჭარიკონსტანტინე გამსახურდიაერეკლე IIძველი რომიპორტუგალიაასურელი მამებინიურნბერგის პროცესიმალტასაფრანგეთის რევოლუციარუსეთილადო ასათიანიაფხაზეთის ომი (1992-1993)ფრინველებიმეტაფორასიყვარულიფულის ისტორიამიწისძვრაამასიის ზავიქართვლის დედაMemento moriნოე ჟორდანიასაქართველო XVI საუკუნეშიტიფლისი (ტელესერიალი)სიღნაღივენესუელანიკო ბაგრატიონიძველი საბერძნეთისისხლის მიმოქცევის სისტემაზედსართავი სახელიბარდა სკლიაროსიბაკურიანიგიორგი ანწუხელიძებაში-აჩუკიიოსებ სტალინიგლობალური დათბობამარტყოფის ღვთაების მონასტერიჰემანგიომასაქართველოს სახელმწიფო დროშავენეციაალუდა ქეთელაურიჯონჯოლინიკო ნიკოლაძე🡆 More