აპოელა ედელი (სომხ.
17 ივნისი, 1986, იაუნდე, კამერუნი) — სომხეთში დაბადებული კამერუნელი კარიერადასრულებული პროფესიონალი ფეხბურთელი. იგი 2005-2006 წლების სეზონში თამაშობდა სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 17 ივნისი, 1986 | ||
დაბადების ადგილი | იაუნდე, კამერუნი | ||
სიმაღლე | 184 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
ნომერი | 23 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2002 - 2005 | პიუნიკი | 58 | (1) |
2006 - 2007 | რაპიდი | 9 | (0) |
2006 | გენტი | 0 | (0) |
2007 - 2011 | პარი სენ-ჟერმენი | 47 | (0) |
2011 - 2013 | ჰაპოელი | 64 | (1) |
2014 | ატკ | 9 | (0) |
2015 | ჰაპოელი | 8 | (0) |
2015 | ჩენაინი | 13 | (0) |
2016 | პუნა სითი | 13 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
სომხეთის 19-წლამდელთა | 3 | (0) | |
2003 - 2004 | სომხეთის 21-წლამდელთა | 12 | (0) |
2004 - 2005 | სომხეთი | 6 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
აპოელა ედელი დაიბადა 1986 წლის 17 ივნისს, იაუნდეში, კამერუნში, ხოლო 2002 წელს საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა. 2003 წელს მან კონტრაქტი პიუნიკთან გააფორმა. 2005 წელს აპოელა ედელი კარლ ლომბესთან ერთად კლუბ რაპიდს შეუერთდა: მან წინა კლუბთან კონტრაქტი სეზონის განმავლობაში გაწყვიტა. პიუნიკმა აღნიშნული საქმე ფიფას დავის გადამწყვეტ კომიტეტს წარუდგინა. 2007 წლის 4 აპრილს შესაბამისმა დეპარტამენტმა გადაწყვეტილება მიიღო და ეს გადაწყვეტილება მხარეებს 3 აგვისტოს გადაუგზავნა; გადაწყვეტილების თანახმად ედელს პიუნიკისთვის 15,000$ უნდა გადაეხადა.
რაპიდიდან წასვლის შემდეგ, იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ, აიყვანა კლუბმა პარი სენ-ჟერმენმა. კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, იგი გახდა კლუბის მეორე მეკარე მაიკლ ლანდარეის, ჯერმ ალონზოსა და გრეგორი კოუპეტს შორის. 2017 წლის 16 ნოემბერს, მან საკუთარი პირველი თამაში ჩაატარა პარი სენ-ჟერმენში (გვინეას წინააღმდეგ); ლორის არნაუდის ტრავმის მიღების შემდეგ, იგი არა როგორც მეკარე, არამედ როგორც ფორვარდი ჩაერთო თამაშში. კლუბში ჩატარებულ მეორე სეზონში, შედგა მისი დებიუტი საფრანგეთის საფეხბურთო თასზე, ნანსის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში; თამაში პარი სენ-ჟერმენმა ანგარიშით 2-1 მოიგო. მისი დებიუტი აგრეთვე შედგა უეფა თასზეც (ვოლფსბურგის წინააღმდეგ). ლე გეანის ზედამხედველობის ქვეშ, იგი მხოლოდ 4-ჯერ გამოჩნდა. ლე გეანის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ მის ადგილზე დაინიშნა ანტონ კომბაური. ანტონ კომბაურის ზედამხედველობის ქვეშ, ედელს მიეცა მეტი სათამაშო დრო; 2009 წლის 28 ნოემბერს, გრეგორ კუპეტის ტრავმის მიღების შემდეგ, იგი გუნდის პირველ მეკარედ იქცა. 2009 წლის 16 დეკემბერს შედგა მისი დებიუტი ლიგაზე; აღნიშნულ შეხვედრაში პარი სენ-ჟერმენი ლანსის დაუპირისპირდა და თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა. კუპეტის ტრავმის მოშუშების შემდეგ, იგი კვლავ მეორე მეკარე გახდა, თუმცა სეზონის დასაწყისში კუპერის მიერ ნაჩვენები ცუდი თამაშის გამო, მან პირველობა კვლავ დაიბრუნა. 2010 წლის 29 ნოემბერს, ედელმა შეცდომა დაუშვა ლიონის წინააღმდეგ გამართულ მატჩში და ამით კლუბმა ლიგა პირველის ცხრილის სათავეში მოქცევის შანსი დაკარგა.
ედელს, რომელიც კამერუნში დაიბადა და გაიზარდა, ორმაგი ეროვნება აქვს; მან ფრანგი მწვრთნელის, ბერნარ კასონის ხელმძღვანელობით, სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article აპოელა ედელი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.