Rom-კარტრიჯი

ROM-კარტრიჯი, კოლოქვიალურად სათამაშო კარტრიჯი — მუდმივი მეხსიერების (ROM) მიკროსქემაზე დაფუძნებული მოწყობილობა, მოხსნადი მეხსიერების ბარათი, რომელიც უერთდება სამომხმარებლო ელექტრონულ მოწყობილობებს — სახლის კომპიუტერებს, ვიდეო თამაშების კონსოლებს, იშვიათად — ელექტრონულ მუსიკალურ ინსტრუმენტებს.

Rom-კარტრიჯი
Neo Geo AES-ის კარტრიჯი

სიტყვა კარტრიჯი მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან cartridge (ვაზნა). ქართულში, ისევე როგორც რუსულ ენაში და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ასევე გამოიყენება დასახელება „კასეტა“. ინგლისურში შემოკლებით უწოდებენ „cart“.

კარტრიჯების მასიური გამოყენება დაიწყეს ადრეული სახლის კომპიუტერებში. კატრიჯების გამოყენებას ვიდეო თამაშების კონსოლებში საფუძველი ჩაეყარა 1970-იანი წლების მიწურულს. პირველი სათამაშო კარტრიჯი შექმნა ჯერი ლოუსონმა სათამაშო კონსოლ Fairchild Channel F-ისთვის 1976 წელს. თუმცა ყველაზე ადრეული სისტემა, რომელიც გამოიყენებდა სათამაშო კარტრიჯის მსგავს მოწყობილობას იყო პირველი ვიდეო თამაშების კონსოლი Magnavox Odyssey (1972).

კარტრიჯებზე დაფუძნებული სათამაშო კონსოლების წარმოება მიმდინარეობდა გვიანი 1970-იანი წლებიდან 1990-იანი წლების შუა პერიოდამდე. მას შემდეგ, რაც მასიურ ხმარებაში ჩაეშვა კომპაქტ-დისკები, აპარატურის მწარმოებელთა უმეტესობა გადაერთო კომპაქტ-დისკებზე დაფუძნებული სათამაშო სისტემების წარმოებაზე. მიუხედავად ამისა, კარტრიჯები დღემდე გამოიყენება პორტატიულ სათამაშო კონსოლებში, როგორებიცაა Nintendo 3DS, PlayStation Vita, ასევე პლანშეტისმაგვარ ჰიბრიდულ კონსოლ Nintendo Switch-ში.

გამომდინარე იქედან, რომ კარტრიჯმა მასიური გამოყენება ვიდეო თამაშებში ჰპოვა, ROM-კარტრიჯს კოლოქვიალურად „სათამაშო კატრიჯსაც“ უწოდებენ.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ვიდეო თამაშების კონსოლიმეხსიერების ბარათი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს მმართველთა სიანიანგებისაქართველო-ევროპის კავშირის ურთიერთობებიშენგენის ზონაძველი თბილისინოდარ დუმბაძებერლინის კედელითბილისის ბოტანიკური ბაღიბუნებრივი რესურსებიქიმიური რეაქციადიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენასილიციუმიიგავ-არაკიმთაწმინდაშარკა ბლუფუტკრებილოცვა ეფრემ ასურისაკავკასიონინაციონალ-სოციალიზმინაკიანი წელიწადიაზოამერიგო ვესპუჩილიონელ მესი29 აპრილისაქართველოს წითელი ნუსხაკუნილინგუსიმტკვარიცილებიანგარიშთა გეგმადედა ენაერთა ლიგაYandexლობოტომიაელექტრობასაქართველოს პრემიერ-მინისტრინიადაგიხელისუფლების დანაწილებაწმინდა სამების საკათედრო ტაძარიეკოლოგიაბასიანის ბრძოლახევსურეთიშავი ზღვარელიგიაჯიხვიექვთიმე თაყაიშვილისაფრანგეთიირლანდიამასშტაბისქესობრივი აქტიაკაკი წერეთელიGoogleბრუნებაავსტრალია (კონტინენტი)წმინდა გიორგიდედამიწის სტრუქტურასინგაპურიდავით IV აღმაშენებელიქაშვეთის ეკლესიალოგისტიკათვითმმართველობაქართული სამზარეულომურა დათვიბაში-აჩუკი (ფილმი)ბუდაპეშტიევოლუციასიონის ტაძარიდავით კაჭარავაგამოფიტვასლოვაკეთიჰაერისოკოებიგოდერძი ჩოხელიგრიგოლ რობაქიძეისლანდიაკრიშტიანუ რონალდუთვალიანანურის ციხეპარალელოგრამიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემა🡆 More