Atari Jaguar

Atari Jaguar — მეხუთე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული Atari Corporation-ის მიერ.

დაანოსდა 1993 წლის აგვისტოში, Chicago Consumer Entertainment Show-ზე.Jaguar იყო Atari-ის მიერ შემუშავებული რიგით მეექვსე და უკანასკნელი კონსოლი, რომელიც გამოვიდა ჩრდილოეთ ამერიკაში 1993 წლის 23 ნოემბერს. Atari-ს მიერ „იაგუარი“ რეკლამირებული იქნა, როგორც პირველი 64 ბიტიანი კონსოლი, მაშინ როდესაც კონკურენციას უწევდა 16 ბიტიან სისტემებს (Sega Genesis და Super Nintendo Entertainment System) და იმავე წელს გამოსულ 32 ბიტიან 3DO Interactive Multiplayer-ს.

Atari Jaguar
Atari Jaguar
Atari Jaguar
Atari Jaguar-ის სისტემა სტანდარტულ კონტროლერთან ერთად
შემქმნელი Atari Corporation
მწარმოებელი IBM
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეხუთე თაობა
გამოშვების თარიღი ჩრდ.ამ. 23 ნოემბერი, 1993
ევრ 27 ივნისი, 1994
იაპ 21 ნოემბერი, 1994
თავდაპირველი ფასი 249.99 აშშ დოლარი
შეწყდა
  • მსოფლიო 1996
გაიყიდა 250,000
მედია სათამაშო კარტრიჯი
პროცესორი მრავალპროცესორიანი
მეხსიერება 2 მბ RAM
მეხსიერების საცავი ჩაშენებული RAM, კარტრიჯი
ყველაზე გაყიდვადი თამაში „Alien vs Predator“, 50,000 (1 აპრილი, 1995)
წინა Atari Panther (გაუქმებული)

კონსოლზე მუშაობა დაიწყო 1990-იან წლების დასაწყისში და შეიმუშავა კომპანია Flare Technology-მ. ის ასევე პასუხისმგებელი იყო Atari-ს მეორე კონსოლის, Atari Panther-ის შექმნაზე, (მას კონკურენცია უნდა გაეწია Genesis-სა Super NES-ისთვის), რომელიც შესაძლებლობებით გადააჭარბებდა ყველა იმ დროისთვის არსებულ კონსოლებს. თუმცა მოულოდნელად მასზე მუშაობა შეწყდა, ხოლო „იაგუარის“ გამოსვლა გადაიდო რამდენიმე ხნით. 1993 წელს გამოვიდა Jaguar'-ის სატესტო ვერსია ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე, ხოლო საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა 1994 წლის ნოემბერში, რასაც თან მოჰყვებოდა ვიდეო თამაში „Cybermorph“.

მისი მრავალჩიპიანი არქიტექტურიდან გამომდინარე, რთული გახდა თამაშის შემუშავება კონსოლზე, ხოლო ცუდი გაყიდვების გამო განიცდიდა მესამე მხარის დეველოპერების ნაკლებობას. შედეგად თამაშების ბიბლიოთეკა მოიცავდა მხოლოდ და მხოლოდ 64 ერთეულს.

Atari ცდილობდა Jaguar-ის „სიცოცხლის გახანგრძლივებას“. მან დამატებით შეიმუშავა CD-ROM-ის მოწყობილობა, ცნობილი Atari Jaguar CD-ის სახელწოდებით და დააპატენტა როგორც იაფი ახალი თაობის კონსოლი, რომლის ფასი კონკურენტ სისტემებთან შედარებით 100 აშშ დოლარით ნაკლებს შედგენდა. Sega Saturn-ს და Sony PlayStation-ის გამოსვლის შემდეგ, Jaguar-ის გაყიდვებმა ორმაგად იკლო, ხოლო 1996 წელს მისი წარმოება მთლიანად შეწყდა. ჯამში გაიყიდა 2500, 000 ასლი. სისტემის კომერციულმა ჩავარდნამ ატარის აიძულა დაეტოვებინა კონსოლების ბაზარი. მას შემდეგ რაც Hasbro Interactive-მა შეიძინა Atari-ის უმეტესი წილი, Jaguar-ის პატენტები გადავიდა საყოველთაო საკუთრებაში და დეკლარირებული იქნა როგორც ღია პლატფორმა. ამის შემდეგ ის იქცა საკულტო მიმდევრობის კონსოლად, რაზეც იქმნებოდა უამრავი Hombrew ტიპის თამაშები

თამაშები

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

Atari Jaguar თამაშებიAtari Jaguar გალერეაAtari Jaguar იხილეთ აგრეთვეAtari Jaguar რესურსები ინტერნეტშიAtari Jaguar სქოლიოAtari Jaguar3DO Interactive MultiplayerSega GenesisSuper Nintendo Entertainment Systemმეხუთე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლებისახლის ვიდეო თამაშების კონსოლიჩრდილოეთ ამერიკა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კოპენჰაგენისასწორი (ასტროლოგია)ევროპის საბჭობასკებივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიმსოფლიოს შვიდი საოცრებაფინეთინეიმარიმარი ანტუანეტისაქართველოს სამხედრო წოდებებისამტრედიაეპითეტიგასტრიტისულეიმან Iგამარჯვების დღებაბუაწვერასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაავსტრალიაჰექტარითბილისის მეტროპოლიტენისერბეთიზოდიაქოსულთმოფენობაისლამიმზეჩემი ცოლის დაქალებისაქართველოს ისტორია1924 წლის აგვისტოს აჯანყებაგარემოს დაბინძურებამესამე ჯვაროსნული ლაშქრობასაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტისისხლიმსოფლიო საეკლესიო კრებამტკვარიალექსანდრე I დიდიეიფელის კოშკიტემპერამენტის ტიპებიალავერდიჭადრაკირუსული დამწერლობაალეგორიანოდარ დუმბაძეპეგინგიდიდგორის ბრძოლაადრიანო ჩელენტანოდათვიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)ანტანტახინკალიილია ჭავჭავაძედუბაის საამიროკაენიცოტნე დადიანიიერუსალიმიდეტექტივები (ტელესერიალი)ლია სტურუაუკრაინაგია გულუაექვთიმე თაყაიშვილირუსეთიგერმანია12 საუფლო დღესასწაულიაშშ-ის ისტორიახელოვნური ინტელექტიანა კალანდაძედავითგარეჯაფაშიზმიწითელაცხოველებიყარსიმოწამეთაევროკავშირიირლანდიასაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020არგონავტებიაღმოსავლეთი საქართველობაგრატიონები🡆 More