Mojo — ყოველთვიურად გამომავალი და 1993 წელს გამოცემული ბრიტანული მუსიკალური ჟურნალი.
თავდაპირველად გამოიცემოდა Emap-ს, შემდეგ — 2008 წლის იანვრიდან კომპანია Bauer Verlagsgruppe-ს მიერ. ჟურნალის ტირაჟი (2013 წლის ივნისის მონაცემებით) შეადგენს 79 345 ეგზემპლარს.
Mojo | |
---|---|
სპეციალიზაცია | მუსიკალური ჟურნალი |
ენა | ინგლისური |
მთავარი რედაქტორი | ფილ ალექსანდერი |
პუბლიკაციის დეტალები | |
გამომცემელი | Bauer Media Group |
ქვეყანა | დიდი ბრიტანეთი, ლონდონი |
პუბლიკაციის ისტორია | 15 ოქტომბერი, 1993 |
გამოცემის სიხშირე | ყოველთვიური |
დამაარსებელი | Bauer |
ISSN | 1351-0193 |
Mojo-ს პირველი ნომერი გამოვიდა 1993 წლის 15 ოქტომბერს. ჟურნალ Q-ს წარმატებებისგან წახალისებულებმა გამომცემლებმა გადაწყვიტეს შეექმნათ კიდევ ერთი ჟურნალი, რომელიც აპელირებას გაუწევდა სერიოზული, „კლასიკური“ როკის თაყვანისმცემლებს, რის გამოც მოიწვიეს ჟურნალისტების ჯგუფი, რომლებიც 1970-იან წლებში მონაწილეობდნენ ჟურნალ Q-ს გამოცემებში. გაცხადებული ორიენტაციის შესაბამისად Mojo-ს პირველ გვერდზე მოხვდნენ ბობ დილანი და ჯონ ლენონი; 1993 წლის ამ ნოემბრის ნომერის ორიგინალი კოლექციონერებში სარგებლობს დიდი მოთხოვნით. თავის მხრივ, ჟურნალი Mojo ღრმა ანალიტიკური სტატიებისადმი მიდრეკილების გამო გახდა აღმაფრენის წყარო ისეთი მიმდევრებისათვის, როგორებიცაა Blender და Uncut. გამომცემლობისთვის სტატიების შემქმნელი როკ-მუსიკის ცნობილი სპეციალისტების შემადგენლობაში იყვნენ ჩარლზ შაარ მიურეი, გრეილ მარკუსი, ნიკ კენტი, ჯონ სევიჯი.
Mojo-ს პირველი მთავარი რედაქტორი გახდა პოლ დუ ნუაე (ინგლ. Paul du Noyer, 1993—1995); ამ პოსტზე მისი მემკვიდრეები იყვნენ მეტ სნოუ (ინგლ. Mat Snow, 1995—1999), პოლ ტრინკა (ინგლ. Paul Trynka, 1999—2001) და პატ ჯილბერტი (ინგლ. Pat Gilbert, 2002—2003). ამასთან ჟურნალი, რომელსაც ხშირად აკრიტიკებდნენ ღრმა ისტორიებში ხშირად ჩახედვის გამო (კერძოდ, დაკავშირებულს როკის ისეთი კლასიკოსების ხელოვნებასთან, როგორებიცაა The Beatles და ბობ დილანი), ხშირად აკეთებდა აღმოჩენებს მუსიკალური სპექტრის „დამოუკიდებელ“ ნაწილში: მაგალითად, ის გახდა პირველი ბრიტანული გამომცემლობა, რომელმაც ყურადღება მიაქცია The White Stripes-ს: სტატიები დუეტის შესახებ Mojo-ს ფურცლებზე რეგულარულად ჩნდებოდა. 2004 წელს ჟურნალმა დააწესა MOJO Awards; ჯილდოების გადაცემის ცერემონია ტარდებოდა, როგორც სპეციალისტებისგან, ასევე მკითხველებისგან.
2010 წლის დასაწყისში Mojo აღმოჩნდა სკანდალის ცენტრში მას შემდეგ, რაც ცხოვრებაში გაატარა კონტრაქტის ახალი პირობები, რომელიც კომპანია Bauer-მა წამოაყენა. ამ პირობების თანახმად, ჟურნალისთვის მომუშავე ყველა ავტორის და ფოტოგრაფ-ფრილანსერის საავტორო უფლებები ავტომატიურად გადადიოდა გამომცემელთან; პასუხისმგებლობა სასამართლო ხარჯებზე, რომლებიც დაკავშირებული იყო ცილისწამებაზე ან კოპირაიტის დარღვევაზე წარმოდგენილ სარჩელებთან, პირიქით, ეკისრებოდა ჟურნალისტებს. ჟურნალების Mojo-ს, Kerrang!-ის და Q-ს დაახლოებით 200 ავტორმა უარი განაცხადა ეთანამშრომლა თავიანთ გამომცემლებთან ახალ პირობებში.
ჟურნალი ხშირად აქვეყნებს „ასეულის“ სიებს; უკანასკნელები ხშირად განსხვავდებიან (დავუშვათ, Q-ს ან Rolling Stone-ს ანალოგიური სიებისგან) თემატური მიმდინარეობებით (მათ შორის იყო: „ნარკოტიკური“ — Mojo #109, „ეპიკური“ — Mojo #125, „პროტესტული“ — Mojo #126, „დეპრესიული“ — Mojo #127). ჟურნალის სადღესასწაულო 150-ე ნომრის გამოსვლისას შეიქმნა სია „Top 100 Albums of Mojo’s Lifetime“ (სადაც შევიდა შემქმნელების თვალსაზრისით საუკეთესო ალბომები დაწყებული 1993 წლიდან). სიის პირველი ხუთეული ასე გამოიყურებოდა:
2007 წელს ჟურნალი დაკავდა „The Top 100 Records That Changed the World“-ის სიის შექმნით, რომელშიც მონაწილეობისთვისაც მიიწვია ავტორიტეტული ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ ბიორკი, ტორი ეიმოსი, ტომ უეიტსი, ბრაიან უილსონი, პიტ ვენცი, სტივ ერლი. ფირფიტების სიის (როგორც სინგლების, ასევე ალბომების) პირველ ათეულში შევიდნენ:
This article uses material from the Wikipedia ქართული article Mojo (ჟურნალი), which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.