Microsoft Word

MicrosoftWord — ტექსტური რედაქტორი, რომელსაც აწარმოებს კორპორაცია Microsoft.

იგი პირველად გამოვიდა 1983 წელს, Xenix-ის სისტემებისათვის, სახელწოდებით „Multi-Tool Word“. Microsoft Office Word შედის Microsoft Office-ის პაკეტში.

Microsoft Word
Microsoft Word
Microsoft Word
Microsoft Word-ის ვერსია Microsoft Office 365-იდან, ახალი დიზაინით
მწარმოებელი კორპორაცია Microsoft
გამოვიდა 25 ოქტომბერი, 1983; 40 წლის წინ (1983-10-25) (როგორც Multi-Tool Word)
ბოლო გამოშვება 2209 (16.0.15629.20208) / 11 ოქტომბერი, 2022; 17 თვის წინ (2022-10-11)
პროგრამირების ენა C++
ოს
  • Windows 10 და შემდგომი ვერსიები, Windows Server 2016 და შემდგომი ვერსიები
    მხოლოდ Office 365
  • Windows 7 SP1, Windows Server 2008 R2 და შემდგომი ვერსიები
პლატფორმა IA-32, x64, Arm, Arm64
ენა მრავალენოვანი
ჟანრი ტექსტის რედაქტორი
ლიცენზია დაპატენტებული EULA
საიტი microsoft.com/en-us/microsoft-365/word

პროგრამის აღწერა

მისი დახმარებით შესაძლებელია სხვადასხვა სირთულის ტექსტების დოკუმენტის შექმნა, ცხრილების და სხვადასხვა გრაფიკული ობიექტების ჩათვლით.

Microsoft Word უზრუნველყოფს ტექსტური ფაილის მარტივ და მოხერხებულ დაფორმატებას კარგად მოფიქრებული ინსტრუმენტებისა და გასაგები ინტერფეისის მეშვეობით. ფუნქციების ფართო სპექტრის წყალობით ტექსტური პროცესორი Microsoft Word გვაგონებს მაგიდის საგამომცემლო სისტემას. პროგრამის ფუნქციურ შესაძლებლობათა შორის უნდა აღინიშნოს:

  • მთელი რიგი სხვადასხვა ზომის შრიფტებისა და მოხაზულობის სიმბოლოების არსებობა;
  • ტექსტის გამოყოფის საშუალებების არსებობა;
  • აბზაცების პარამეტრების, ხაზთა შორის ინტერვალების დაყენების საშუალება;
  • მართლწერის, სინონიმების შერჩევის ავტომატური შემოწმების საშუალება;
  • გვერდების ავტომატური დანომვრა და სიტყვების ახალ ხაზზე გადატანა;
  • ცხრილებისა და ჰიპერტექსტის შექმნის საშუალება ბმულებით და ბევრი სხვა.

აღნიშნული პროგრამის ფუნქციონალი ძალზედ მრავალფეროვანია, რის წყალობითაც ტექსტს ექნება წასაკითხად და აღსაქმელად მოხერხებული სახე. გარდა ამისა, ავტოფორმატირების, სტილების გამოყენება, ასევე წინასწარ შერჩეული შაბლონები იძლევიან Microsoft Word–თან მუშაობის გაცილებით მარტივი და მოხერხებული მუშაობის შესაძლებლობას.

უკანასკნელი ვერსიების ძირითად ფორმატს წარმოადგენს Microsoft Office Open XML (გაფართოება .docx), რომელიც წარმოადგენს ZIP-არქივს და შეიცავს ტექსტს XML მონიშვნით, და ასევე მთელ აუცილებელ გრაფიკას. ყველაზე გავრცელებულად ჯერ კიდევ რჩება Microsoft Word 97—2010-ის ფაილების ბინარული ფორმატი გაფართოებით .doc.

ლიტერატურა

  • ზ. ბაიაშვილი, „საოფისე კომპიუტერული პროგრამები“, თბ., 2011

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

Microsoft Word პროგრამის აღწერაMicrosoft Word ლიტერატურაMicrosoft Word რესურსები ინტერნეტშიMicrosoft Word სქოლიოMicrosoft WordMicrosoftMicrosoft Office

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მესხეთიბრესტი (საფრანგეთი)ვაშლოვანის ეროვნული პარკისომხური სამოციქულო ეკლესიაკორუფციატანზანიასიურრეალიზმიხორვატიაიოსებ სტალინიაშშ-ის ისტორიამეორე მსოფლიო ომიგოგირდიმზეკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა25 აპრილიცენტნერინიკა გვარამიაქრისტესისხლაფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიამონარქიაასლან აბაშიძემდინარემონღოლთა ბატონობა საქართველოშიირლანდიამონა ლიზატრაპიზონიტელეფონების ნომრები საქართველოშისტოიციზმიქაშვეთის ეკლესიამეიოზიიაკობ გოგებაშვილიავსტრალია (კონტინენტი)შამილ ბორჩაშვილიდიმიტრი ყიფიანი9 აპრილის ტრაგედიათევზებისაჭმლის მომნელებელი სისტემაასპექტი (გრამატიკა)სამოქალაქო საზოგადოებამორალიბრუნებასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიბიძინა ივანიშვილი29 აპრილიისტორიარაჭაევერესტინილოსივეფხისტყაოსანიალექსანდრე I დიდიტკიპებილიმფოციტებიტემპერამენტის ტიპებიბაყაყიზაქარია ფალიაშვილიექვთიმე თაყაიშვილისოციოლოგიაგიორგი XIIბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკავენერამიქელანჯელო ბუონაროტიქეთევან დედოფალიანტუან დე სენტ-ეგზიუპერიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამცხეთის ჯვრის მონასტერიკახა კალაძემსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიმათემატიკაქართლის სამეფოთახვიკონსტანტინოპოლიახალციხეილია IIსავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვისვერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)ბელგიაუკრაინა🡆 More