ელასმოთერიუმი (ლათ.
ცხოვრობდნენ პლეისტოცენში. მათი სხეულის სიგრძე იყო 4,5 მ, ხიმაღლე მინდაოში 2 მ. ქალა წინა მხარეს ძლიერ წამახვილებული ცხვირის ძვლებით იყო. თვალის ბუდეები ფართოდ გაშლილი იყო, შუბლის წილი დიდი გუმბათის შესახედაობის და სქელი ტყავით დაფარული იყო; შესაძლოა მასზე ჰქონდა დიდი ზომის რქა. საჭრისები და ეშვები არ ჰქონდათ. წინაძირითადი და ძირითადი კბილები (5–6 ცალი ყბის ყოველ ნახევარში) ძალიან გრძელი, ჰიპსელოდონტურია, დაფარულია ემალის რთული ქერქით. კიდურები სამთითიანია. ცხოვრობდნენ ალბათ სტეპებში, მდინარეთა ხეობებში და ტბების სანაპიროზე; იკვებებოდნენ შედარებით უხეში მცენარეულობით. გავრცელებული იყვნენ ციმბირის სამხრეთ ნაწილში, რუსეთის ევროპულ ნაწილში, კავკასიაში და სხვ.
ელასმოთერიუმი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ციმბირული ელასმოთერიუმი | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Elasmotherium (J. Fischer, 1808) | |||||||||||||
|
This article uses material from the Wikipedia ქართული article ელასმოთერიუმი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.