Crazy Diamond — სიდ ბარეტის ალბომების კომპილაცია, გამოცემული 1993 წელს.
მასში შეტანილია მუსიკოსის სამი ალბომი — The Madcap Laughs, Barrett და Opel. სამივე ალბომს დამატებული აქვს სიმღერების სტუდიური დუბლები. დაგეგმილი იყო კრებულში პინკ ფლოიდის პერიოდში ჩაწერილი სიმღერების „Scream Thy Last Scream“ და „Vegetable Man“ შეტანაც, თუმცა ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ძირითადად, ჯგუფის მენეჯმენტის მხრიდან ზეწოლის გამო.
Crazy Diamond | ||||
---|---|---|---|---|
ბოქს-სეტი — | ||||
გამოცემის თარიღი | აპრილი 1993 | |||
ჩაიწერა | ები-როუდის სტუდიები, მაისი 1968 — ივლისი 1970 | |||
ჟანრი | როკი | |||
ხანგრძლივობა | 2:58:37 | |||
ლეიბლი | Harvest/EMI | |||
პროდიუსერი | სიდ ბარეტი, პიტერ ჯენერი, მალკოლმ ჯონსი, როჯერ უოტერსი, დეივიდ გილმორი და რიჩარდ რაიტი | |||
სიდ ბარეტი — ქრონოლოგია | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic |
პროდიუსერ ფილ სმის თქმით, თავდაპირველად დაგეგმილი იყო სიდის აკუსტიკურ კომპოზიციებზე მუსიკოსების მიერ შესრულებული სოლოების დამატება, მაგრამ დამატებითი დუბლები, რომლებიც სტუდიაში აღმოაჩინეს, ნამდვილ განძს წარმოადგენდა, ასე რომ, გადაწყვიტეს, ყველაფერი ასე დარჩენილიყო.
„No Good Trying“ აქ მითითებულია, როგორც „It's no Good Trying“.
გამოცემას ახლავს 24 გვერდიანი ბუკლეტი. დიზაინი ფილ სმის ეკუთვნის, ხოლო ნახატები - მხატვარ ალან როჯერსს. გამოცემას აქვს საკუთარი ნომერი კატალოგში - SYD BOX1. შიდა გვერდებზე ასევე წარმოდგენილია სიმღერების „Opel“, „Terrapin“ და „Baby Lemonade“ ტექსტები, ასევე სიდ ბარეტის ცხოვრების ისტორია (ავტორი - ბრაიან ჰოგი).
ალან როჯერსს აგრეთვე ეკუთვნის კომპილაციაში შეტანილი სამივე ალბომის დამატებითი გარეკანების დიზაინი.
აშშ-ში Crazy Diamond-ის მხარდასაჭერად (Capitol Records – NR 7243 8 58186 7) გამოიცა პრომო-გრამფირფიტა ოთხი სიმღერით.
ყველა სიმღერის ავტორი: სიდ ბარეტი, გარდა მითითებულისა
სიმღერები 15-20: დამატებები
სიმღერები, რომლებიც მოგვიანებით ოფიციალურად გამოიცა, მაგრამ ამ კრებულში არ შესულა
This article uses material from the Wikipedia ქართული article Crazy Diamond, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.