A Kind Of Magic

A Kind of Magic — ინგლისური როკ-ჯგუფ Queen-ის მეთორმეტე სტუდიური ალბომი, გამოცემული 1986 წლის 3 ივნისს ბრიტანეთში EMI Records, ხოლო აშშ-ში – Capitol Records-ის მიერ.

ეს იყო ჯგუფის პირველი ალბომი, ჩაწერილი ციფრულად. მასალა, შეტანილი მასში, ძირითადად ეფუძნება ფილმ „მთიელში“ გაჟღერებულ სიმღერებს. A Kind of Magic აგრეთვე Queen-ის პირველი ალბომია, გამოცემული 1985 წელს Live Aid-ზე ცნობილი გამოსვლის შემდეგ. ბრიტანეთში დისკი უმალვე ჰიტური გახდა, მოხვდა ჩარტის #1 პოზიციაზე და პირველივე კვირაში გაიყიდა 100 000 ასლის ოდენობით. ბრიტანეთში იგი ჩარტში 63 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, ხოლო მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა 6 მილიონი ასლის ოდენობით (აქედან მხოლოდ 600 000 ბრიტანეთში გაიყიდა. A Kind of Magic-იდან გამოიცა შემდგომში ჰიტებად ქცეული სინგლები: „A Kind of Magic“, „One Vision“, „Friends Will Be Friends“ და „Who Wants to Live Forever“, „მთიელის“ თემატური სიმღერა.

A Kind of Magic
A Kind Of Magic
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 3 ივნისი, 1986
ჩაიწერა სექტემბერი 1985 – აპრილი 1986
სტუდია Musicland Studios, მიუნხენი, გერმანია, Mountain Studios, მონტრე, შვეიცარია და Townhouse Studios, ლონდონი, ინგლისი
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა 53:36 (EMI, CD)
50:31 (Hollywood, CD)
40:58 (გრამფირფიტა და აუდიოკასეტა)
ლეიბლი
პროდიუსერი
  • Queen
  • მაკი
  • დევიდ რიჩარდსი
Queen — ქრონოლოგია
The Complete Works
(1985)
A Kind of Magic
(1986)
Live Magic
(1986)
სინგლები ალბომიდან A Kind of Magic
  1. „One Vision“
    გამოცემის თარიღი: 4 ნოემბერი 1985 (ბრიტანეთი)
  2. „Princes of the Universe“
    გამოცემის თარიღი: 12 მარტი 1986 (აშშ)
  3. „A Kind of Magic“
    გამოცემის თარიღი: 17 მარტი1986 (ბრიტანეთი)
  4. „Friends Will Be Friends“
    გამოცემის თარიღი: 9 ივნისი 1986 (ბრიტანეთი)
  5. „Pain Is So Close to Pleasure“
    გამოცემის თარიღი: 20 აგვისტო 1986 (აშშ)
  6. „Who Wants to Live Forever“
    გამოცემის თარიღი:15 სექტემბერი 1986
  7. „One Year of Love“
    გამოცემის თარიღი: სექტემბერი 1986 (საფრანგეთი)

მიუხედავად იმისა, რომ Queen-მა ფრედი მერკურისთან ერთად კიდევ ორი ალბომი ჩაწერა (Innuendo-ს და Made in Heaven-ის გარდა), A Kind of Magic იყო მათი უკანასკნელი დისკი, რომლის გამოსვლას ახლდა მხარდამჭერი ტურნე – შემდგომში მერკური ებრძოდა აივ-ს და 1991 წელს გარდაიცვალა. პირველად თავის ისტორიაში ალბომზე მუშაობისას Queen-მა სხვებს ნება დართო, გადაეღოთ სტუდიაში მუშაობის კადრები, რაც ასახულია „One Vision“-ის ოფიციალურ ვიდეოში.

A Kind of Magic და „მთიელი“

ალბომი წარმოადგენს ფილმ „მთიელის“ არაოფიციალურ საუნდტრეკს (ვინაიდან ოფიციალური არ გამოცემულა). სიმღერის და ალბომის სახელწოდება „A Kind of Magic“ მომდინარეობს ფილმის პერსონაჟ, კონორ მაკლეოდის (კრისტოფერ ლამბერტი) ფრაზიდან, რომელიც აღწერს მის უკვდავობას. ფილმში ჟღერს ალბომის ცხრა სიმღერიდან ექვსი, თუმცა სხვადასხვა სახით. ფილმში არ ჟღერს „Pain Is So Close to Pleasure“, „Friends Will Be Friends“ და „One Vision“ (ფილმიდან „რკინის არწივი“). ამასთან, „Theme from New York, New York“, რომელიც სპეციალურად ფილმისთვის შეიქმნა, ალბომში არ შესულა და დღემდე ოფიციალურად არსად გამოცემულა. ბრაიან მეის Greatest Video Hits 2-ზე (2003) ჩაწერილი კომენტარიდან ნათელი ხდება, რომ „მთიელის“ ნამდვილი საუნდტრეკის გამოცემა ადრე თუ გვიან მაინც სურდათ. ფილმში აგრეთვე ჟღერს ნაწყვეტი „Hammer to Fall“-იდან, წინა ალბომის The Works სიმღერიდან.

შექმნა

მხარე 1

„One Vision“

Queen-ის Live Aid-ში მონაწილეობის შემდეგ ფრედი მერკური შემოქმედებითად განწყობილი იყო, დაურეკა ჯგუფის წევრებს და სტუდიაში მიიწვია, ახალი სიმღერის დასაწერად. „One Vision“-ის ავტორი ჯგუფის ოთხივე წევრია, თუმცა როჯერ ტეილორი ავსტრალიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში ახსენებს, რომ თავდაპირველად ავტორი თავად იყო, ტექსტში კი მარტინ ლუთერ კინგის მსგავსი პიროვნებები იყო ნახსენები. მან ხუმრობით აღნიშნა, რომ „დამპალმა ფრედიმ“ შეცვალა მისი ორიგინალური ტექსტი სიტყვებით „one shrimp, one prawn, one clam, one chicken“ (ქართ. ერთი კრევეტი, ერთი მოლუსკი, ერთი ქათამი), დაამატა რა ჯონ დიკონის ხსენებაც. ბრაიან მეი სიმღერაში ასრულებს შესავალს Yamaha DX-7-ზე. სესიების ამსახველი ვიდეო შეტანილია DVD-ში Greatest Video Hits 2. სიმღერა არ ჟღერს „მთიელში“, მაგრამ შეტანილია 1986 წლის ფილმში „რკინის არწივი“.

„A Kind of Magic“

„A Kind of Magic“ დაიწერა ტეილორის მიერ. მას თავად აქვს ნათქვამი, რომ დაწერა შემდგომში „One Vision“-ისთვის და „A Kind of Magic“-ისთვის გამოყენებული ტექსტის ნაწილი (რაც კარგად ჩანს ალბომის 2011 წლის გამოცემის დამატებით EP-ში შეტანილი დემოდან). მოგვიანებით, აშშ-ში რამდენიმე დღით წასული ტეილორისგან ფარულად, მერკურიმ გადაამუშავა ტექსტი, დაამატა ბასის პარტია და შეცვალა სტრუქტურა. მიუხედავად ამისა, ახალი, პოპ-მუსიკის სტილში დაწერილი ვერსიის ავტორადაც ტეილორია მითითებული. ალბომში შეტანილია სწორედ ეს ვერსია, აგრეთვე გამოსული სინგლზე, რომლის ჩაწერაში მონაწილეობდა საკონცერტო კლავიშისტი სპაიკ ედნი. მძიმე, ალტერნატიული ვერსიაც პირველად შეიტანეს 2011 წლის გამოცემის დამატებით EP-ში. იგი აგრეთვე ჟღერს „მთიელის“ ტიტრების დროს.

1988 წელს სიმღერის საკუთარი ვერსია ელენ პეიჯის მიერ ჩაიწერა ალბომისთვის The Queen Album. ტექნიკურად „A Kind of Magic“ არის კოლექტივის ისტორიაში პირველი სასათაურო სიმღერა, ვინაიდან „Sheer Heart Attack“ შეტანილია არა ამავე სახელწოდების ალბომში, არამედ News of the World-ში, ხოლო „Play the Game“ და „More of That Jazz“ მხოლოდ ალბომების სახელწოდებების ვარიაციებია.

სიმღერების სია

Side one
#სახელწოდებაავტორ(ებ)იწამყვანი ვოკალებიხანგრძლივობა
1.„One Vision“ფრედი მერკური5:10
2.„A Kind of Magic“ტეილორიმერკური4:24
3.„One Year of Love“დიკონიმერკური4:26
4.„Pain Is So Close to Pleasure“
  • მერკური
  • დიკონი
მერკური4:21
5.„Friends Will Be Friends“
  • მერკური
  • დიკონი
მერკური4:07
Side two
#სახელწოდებაავტორ(ებ)იწამყვანი ვოკალებიხანგრძლივობა
6.„Who Wants to Live Forever“მეიმერკური and ბრაიან მეი5:15
7.„Gimme the Prize (Kurgan's Theme)“მეიმერკური4:34
8.„Don't Lose Your Head“ტეილორიმერკური4:38
9.„Princes of the Universe“მერკურიმერკური3:32

ჩარტები და სერტიფიცირებები

სერტიფიცირებები

რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
ავსტრია (IFPI Austria) პლატინა 50 000x
საფრანგეთი (SNEP) ოქრო 206,000
გერმანია (BVMI) 3× ოქრო 750 000^
პოლონეთი (ZPAV)
2008 წლის Agora SA-ს ხელახალი გამოცემა
3× პლატინა 60 000*
ესპანეთი (PROMUSICAE) პლატინა 100 000^
შვეიცარია (IFPI Switzerland) 2× პლატინა 100 000x
გაერთიანებული სამეფო (BPI) 2× პლატინა 600 000^
აშშ (RIAA) ოქრო 500 000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

A Kind Of Magic A Kind of Magic და „მთიელი“A Kind Of Magic შექმნაA Kind Of Magic სიმღერების სიაA Kind Of Magic ჩარტები და სერტიფიცირებებიA Kind Of Magic რესურსები ინტერნეტშიA Kind Of Magic სქოლიოA Kind Of Magic1986Capitol RecordsEMI RecordsLive AidQueenინგლისიმთიელი (ფილმი)როკ-მუსიკა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ფაშიზმისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიაბსოლუტური მონარქიანატრიუმიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016მეტაბოლიზმიპელეგიორგი სააკაძეკურდღელიმელაქეთო და კოტე (ოპერა)გიორგი ლორიაავსტრალიადემეტრე Iპორტრეტიხევისბერი გოჩადიეგო მარადონაკათოლიციზმიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020ენგუს დიტონიაიდა (ოპერა)ქართული ფილმების სიანონა გაფრინდაშვილისეფსისიმეიოზიკილოგრამისუვერენიტეტიგლობალური დათბობაჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასლოვაკეთიგარემოს დაცვასვანეთიანტონიმიტროპიკული ტყეებიკვარციშხარაკრასუსიშარკა ბლუკვადრატული კილომეტრითვითმმართველობათამარ მეფენეიტროფილებიძირითადი საშუალების ცვეთამარიხუანატოლერანტობათურქეთ-საქართველოს ურთიერთობებიქართული ხალხური ცეკვებიდავით VI ნარინიეგზისტენციალიზმიიგირუსუდანიანტარქტიდაკვიპროსიმიტოქონდრიააფხაზეთისვანებიმიხეილ სააკაშვილიმშვილდოსანი (ასტროლოგია)ოკეანეშიდსიეროზიაჭინჭარიქართველებიგურამ დოჩანაშვილიარაბთა გაერთიანებული საამიროებიბიძინა ივანიშვილიუქმე დღეები საქართველოშიბერნიწმინდა ნინობაგრატ III (საქართველოს მეფე)ბელგიაუშგულის თემიროკ-მუსიკაწითელააფრიკის ქვეყნების სია🡆 More