ჯორჯიან ეარვეისი (2004 წლამდე აირზენა) — ქართული კერძო ავიაკომპანია, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახორციელებს რეისებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით.
Georgian Airways | ||||
---|---|---|---|---|
| ||||
დევიზი | Fly with us | |||
ჰაბები | თბილისი-შოთა რუსთაველი | |||
დამატებითი ჰაბები | ბათუმი-ქართველი | |||
ფლოტის ზომა | 9 | |||
დანიშნულების პუნქტების რაოდენობა | 22 | |||
შტაბ-ბინა | თბილისი, საქართველო |
ავიაკომპანია "აირზენა" დაარსდა 1993 წლის სექტემბერში. თავდაპირველად ავიაკომპანია ახორციელებდა ჩარტერულ რეისებს არაბთა გაერთიანებული საამიროებში, იტალიაში, ჩინეთში, ეგვიპტეში, ინდოეთში, სირიაში და ასევე რეგულარულ რეისებს ავსტრიაში (ვენაში).
1999 წელს „აირზენა“ გახდა საქართველოს ფლაგმანური ავიაგადამზიდველი.
2004 წელს აგვისტოში, ავიაკომპანიამ სახელწოდება „ჯორჯიან ეარვეის“-ით შეცვალა, თუმცა, „აირზენა“ ჯერ კიდევ ფართოდ გამოიყენება, როგორც საფირმო ბრენდი.
2000 წლის პირველ ნახევარში, ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ავიაპარკის განახლების შესახებ და ლიზინგით აიღო კომპანია „Hapag-Lloyd“-გან ორი BOEING 737-500 ტიპის თვითმფრინავი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულმა ავიაკომპანიამ დასავლური წარმოების საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია დაიწყო. მას შემდეგ „აირზენა“ მუდმივად ზრუნავს ავიაპარკის განვითარებაზე და განახლებაზე.
„ჯორჯიან ეარვეისი“ არის კერძო კომპანია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე საშუალო დიაპაზონის Boeing 737 და CRJ თვითმფრინავებით. ავიაკომპანიის საქმიანობა ფოკუსირებულია მგზავრების და ტვირთის უსაფრთხო და საიმედო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვაზე და მაღალი დონის მომსახურებაზე.
ქ.თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წარმოადგენს ავიაკომპანიის საბაზო აეროპორტს.
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელია თამაზ გაიაშვილი. გენერალური დირექტორია გივი დავითაშვილი.
2010 წელს „ჯორჯიან ეარვეისი“ IATA -ს (საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის) წევრი გახდა.
IATA-ში გაწევრიანებამდე ავიაკომპანიაში IATA-ს საექსპლუატაციო უსაფრთხოების აუდიტი (IOSA) ჩატარდა. ყველა IATA-ს წევრი ავიაკომპანია ექვემდებარება შემოწმებას ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მიმართულებით.
IOSA პროგრამა საერთაშორისოდ აღიარებული და მიღებული შეფასების სისტემაა, რომლის მიზანია ავიაკომპანიის ოპერატიული მართვისა და კონტროლის სისტემების შეფასება.
IOSA-ს პროგრამის მიხედვით, ავიაკომპანია შემოწმებას ექვემდებარება შემდეგ სფეროებში:
ავიაკომპანიის საქმიანობა უსაფრთხოების მიმართულებით რჩება კომპანიის უმაღლეს პრიორიტეტად. IOSA სტანდარტებთან და სახელმძღვანელო მითითებებთან შესაბამისობა, ავიაკომპანიის ყველა ძირითადი სფეროს უსაფრთხოდ და უფრო მაღალი ეფექტურობით ფუნქციონირების გარანტია.
2008 წლიდან, ავიაკომპანიამ წარმატებით გაიარა სამი IOSA-ს აუდიტი. ბოლო სერტიფიცირება მოხდა 2012 წელს ოქტომბერში და ძალაში იყო 2017 წლის მარტამდე.
თვითმფრინავი | სულ |
---|---|
Embraer 190-100AR | 3 |
Boeing 737-700 | 3 |
Bombardier CRJ-200 | 1 |
This article uses material from the Wikipedia ქართული article ჯორჯიან ეარვეისი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.