თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი (IATA: TBS, ICAO: UGTB) — საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტი საქართველოს დედაქალაქ თბილისში.
მისგან სამხრეთ-აღმოსავლეთით 17 კილომეტრით არის დაშორებული. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კავკასიის რეგიონის მთავარ კომერციულ და სტრატეგიულ ცენტრს წარმოადგენს. აკავშირებს რა, საქართველოს მთელს მსოფლიოსთან, თბილისის აეროპორტი მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს. თბილისის აეროპორტის მახლობლად მდებარეობს სატვირთო მომსახურების სამი კერძო კომპანია: კარგო სერვისი, ლასარე და საქართველოს კარიბჭე. ეს კომპანიები უზრუნველყოფენ საბაჟო მომსახურებას; ტვირთის დამუშავებას სპეციალური ტექნიკის საშუალებით.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი | ||||
---|---|---|---|---|
ინფორმაცია | ||||
ტიპი | სამოქალაქო | |||
მფლობელი | საქართველო | |||
ოპერატორი | TAV Georgia | |||
ემსახურება | თბილისი | |||
ადგილმდებარეობა | თბილისი | |||
სიმაღლე ზდ | 495 | |||
კოორდინატები | 41°40′09″ ჩ. გ. 044°57′17″ ა. გ. / 41.66917° ჩ. გ. 44.95472° ა. გ. | |||
ვებ-გვერდი | www.airport-tbilisi.com | |||
ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკი (ადბ) | ||||
ნომერი | ზომები | საფარი | ||
13R/31L | 3,000 | ბეტონი | ||
13L/31R | 2,500 | ასფალტი/ბეტონი | ||
ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი | ||||
ნომერი | ზომები | საფარი | ||
H1 | 30 | ასფალტი/ბეტონი | ||
წყარო: Georgian AIP at EUROCONTROL |
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2005 წლის 31 ოქტომბრიდან შ.პ.ს. TAV Urban Georgia-ს მმართველობაში იმყოფება. მას შემდეგ რაც აშენდა ახალი სამგზავრო ტერმინალი, რომლის მშენებლობაც 2007 წლის 7 თებერვალს დაიწყო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სწრაფად განვითარდა, რაც საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მიუთითებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არა მარტო 1.5 მილიონიანი დედქალაქის მთავარი შესასვლელი და გასასვლელი წერტილია, არამედ მთელი ქვეყნის. ტერმინალის მოწყობა ხელს უწყობს მგზავრთა ბარგით გადაადგილებას ავტოსადგომიდან გამგზავრების კარებამდე. თბილისის აეროპორტი ასევე უზრუნველყოფს თვითმფრინავის უსაფრთხო დაშვებას, აფრენას. გააჩნია მანევრირების ტერიტორიაზე ფართო ასაფრენი ბილიკი, ბაქანი და სამიმმოსვლო გზები.
რეგულარულ სამარშრუტო ხაზს თბილისი-აეროპორტი-თბილისი ემსახურება მუნიციპალური ავტობუსი #337, რომლის გაჩერებაც მდებარეობს ჩამოფრენის დარბაზის გასასვლელთან. ავტობუსი აეროპორტიდან ყოველ ნახევარ საათში გადის და მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია. თბილისის აეროპორტში ტაქსის მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია ჩამოფრენის დარბაზიდან გასვლისთანავე. აქ ტაქსები 24 საათის განმავლობაში არიან განლაგებულნი. ქალაქის ცენტრამდე მგზავრობა 20-30 წუთი გრძელდება, ხოლო მგზავრობის ტარიფი ქალაქის ცენტრამდე 25 ლარს შეადგენს.
თბილისის აეროპორტის ავტოსადგომი მაქსიმალურად არის აღჭურვილი მომხმარებლის ყველა მოთხოვნის შესაბამისად. სამგზავრო ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ავტოსადგომს 2 შესასვლელი და 2 გასასვლელი აქვს. სადგომზე ავტომობილების შესვლა ხორციელდება ავტომატური ბარიერის გავლის საშუალებით. ავტოსადგომი გათვლილია 370 ავტომობილზე. ავტოსადგომით სარგებლობა ფასიანია. საფასურის გადახდა ხდება სადგომიდან გასვლის დროს გასასვლელთან მდებარე გადახდის ჯიხურში. მთავარი ავტოსადგომის გარდა, ტერმინალის მარჯვენა მხარეს განთავსებულია მეორე ავტოსადგომი, რომელიც განსაზღვრულია იმ მგზავრებისათვის და მათ დამხვედრთათვის, ვინც სარგებლობს პრაიმკლასის სერვისით.
2015 წლის 30 ივნისს, თბილისის საკრებულომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შოთა რუსთაველის სახელი მიანიჭა.
2007 წელს, აეროპორტი მოემსახურა 615,873 მგზავრს, რაც 2006 წელთან შედარებით 8.5%-ით მეტი იყო. ავიაგადაფრენების რაოდენობამ 18.7%-ით მოიმატა. 2009 წელს, აეროპორტი მოემსახურა 702,916 მგზავრს და გადაზიდა 12,245 ტონა ტვირთი, 2010 წელს აეროპორტმა 822,772 მგზავრი გადაიყვანა, ხოლო 2013 წელს — 1,436,046 მგზავრი.
სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
ავიაკომპანიები | დანიშნულებები |
---|---|
Aegean Airlines | ათენი |
აეროფლოტი | მოსკოვი-შერემეტიევო |
Air Arabia | შარჯა |
Air Arabia Jordan | სეზონური: ამანი-დედოფალი ალია (იწყება აპრილის ბოლოს) |
Air Astana | ალმათი, ნურ-სულთანი |
airBaltic | რიგა |
Air Cairo | შარმ-ელ-შეიხი |
Arkia Israel Airlines | სეზონური: თელ-ავივი-ბენ-გურიონი |
Armenia Aircompany | ერევანი-ზვართნოცი |
ATA Airlines | თეირანი-იმამ ხომეინი |
AtlasGlobal | სტამბოლი-ათათურქი |
აზერბაიჯანის ავიახაზები | ბაქო |
Belavia | მინსკი-ეროვნული |
Bravo Airways | კიევი-ჟულიანი |
ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები | ურუმჩი, პეკინი-ეროვნული |
DART Airlines | კიევი-ჟულიანი |
Dniproavia | დნეპრი, ოდესა (ყველა მიმართულებები იწყება 27 აპრილს, 2017) |
Ellinair | სეზონური: სალონიკი (იწყებს ახლიდან 15 მაისს), ჰერაკლიონი (იწყებს 16 ივნისს) |
flydubai | დუბაი-საერთაშორისო |
ჯორჯიან ეარვეისი | ამსტერდამი, ნურ-სულთანი (იწყებს 13 აპრილს,2017), ბათუმი, მოსკოვი-ვნუკოვო, კიევი-ჟულიანი, თელ-ავივი-ბენ-გურიონი, ლონდონი-გატვიკი (იწყებს 15 მაისში, 2017), პრაღა (იწყებს 22 მაისში), სანქტ-პეტერბურგი, ვენა, ხარკოვი (იწყებს 12 აფრილს), ერევანი, ყაზანი (იწყება 1 ივნისს) სეზონური: თეირანი-იმამ ხომეინი, შირაზი, მეშჰადი, მაჰაჩყალა (იწყება 13 აპრილს), პარიზი-შარლ დე გოლი (ახლიდან იწყება 2 ივნისს) ჩარტერული: ბარსელონა (იწყება 5 ივლისს) |
Gulf Air | სეზონური: მანამა-ბაჰრეინი (იწყება 22 ივნისს) |
Israir Airlines | სეზონური: თელ-ავივი-ბენ-გურიონი |
LOT Polish Airlines | ვარშავა-შოპენი |
Lufthansa | მიუნხენი |
Myway Airlines | თეირანი-იმამ ხომეინი |
Nordavia | სანქტ-პეტერბურგი (იწყება 3 ივნისს) |
Pegasus Airlines | სტამბოლი-საბიჰა გიოქჩენი |
პობედა | დონის როსტოვი |
ყატარის ავიახაზები | ბაქო, დოჰა |
Qeshm Air | თეირანი-იმამ ხომეინი |
S7 Airlines | მოსკოვი-დომოდედოვო, ნოვოსიბირსკი (იწყებს 29 აპრილს) |
SCAT | აქთაუ |
Sun D'Or მართავს El Al | სეზონური: თელ-ავივი-ბენ-გურიონი |
თურქეთის ავიახაზები | სტამბოლი-ათათურქი, სტამბოლი-საბიჰა გიოქჩენი
|
უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები | კიევი-ბორისპოლი |
Ural Airlines | სანქტ-პეტერბურგი, ეკატერინბურგი, სოჭი (იწყებს 1 მაისში) |
Yanair | კიევი-ჟულიანი სეზონური: : ოდესა (იწყებს 2 ივნისს) |
This article uses material from the Wikipedia ქართული article თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.