ჯესი ჯეი

ჯესიკა ელენ კორნიში ინგლ.

27 მარტი, 1988, რედბრიჯი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — ბრიტანელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, უფრო მეტად ცნობილი სასცენო სახელით ჯესი ჯეი (Jessie J). მისი ავტორობის სიმღერებს ასრულებენ ჯასტინ ტიმბერლეიკი, ალიშა კისი, კრისტინა აგილერა და სხვები. 2011 წლის ბრიტანული მუსიკის დაჯილდოებაზე მან მიიყო კრიტიკოსთა არჩევანის ჯილდო. მისი მეორე სინგლი, „Price Tag“, 2011 წელს წარმატებული იყო ბრიტანეთის სინგლების ჩარტში.

ჯესი ჯეი
ჯესი ჯეი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯესიკა ელენ კორნიში
დაბ. თარიღი 27 მარტი, 1988 (1988-03-27) (36 წლის)
დაბ. ადგილი ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა სიმღერების ავტორი, მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ვოკალი
  • კლავიშებიანები
აქტიური 2005–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
  • Lava
  • Universal Republic
  • Republic
  • Island
  • Gut
  • Disturbing London
საიტი jessiejofficial.com
ჯესი ჯეი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

ადრეული წლები და კარიერის დაწყება

კარიერა შოუ-ბიზნესში ჯესიმ დაიწყო 1999 წელს, 11 წლის ასაკში, როდესაც დაიწყო გამოსვლა ვესტ ენდში, ენდრიუ ლოიდ უებერის მიუზიკლში „დაუსტვინე ქარის მიმართულებით“. 2 წლის მანძილზე მასში როლის შესრულების შემდეგ გადაწყვიტა მუსიკალური კარიერით უფრო სერიოზულად დაკავებულიყო და ლონდონის საშემსრულებლო ხელოვნებისა და ტექნოლოგიათა სკოლაში მუსიკალური თეატრის ფაკულტეტი დაამთავრა. გარკვეული დროის მანძილზე იყო გოგონათა ჯგუფის Soul Deep წევრი.

კარიერა

პირველი სიმღერა, „Big White Room“ ჯესიკამ 17 წლის ასაკში დაწერა. მისი შინაარსი უკავშირებოდა საავამყოფოს მოგონებებსა და ურთიერთობას ბიჭთან, რომელიც სხვა პალატაში იწვა. ჯესიმ იცოდა, რომ მან გულზე ოპერაცია გადაიტანა და ლოცულობდა, რათა გადარჩენილიყო, მაგრამ შემდეგ დღეს პაციენტი გარდაიცვალა. ჯესიკას თქმით, სიმღერის დაწერა მაშინვე სურდა, მაგრამ ამისათვის თავს პატარად თვლიდა. საგულისხმოა, რომ სიმღერის ვიდეო, ატვირთული YouTube-ზე, პოპულარული გახდა და მასზე დაახლოებით 70 ქავერ-ვერსია იქნა ჩაწერილი.

17 წლის ასაკში ჯესიმ ხელი მოაწერა ლეიბლ Gut Records-თან კონტრაქტს. მაგრამ კომპანია გაკოტრდა ალბომის გამოცემამდე. შემდეგ ჯესიმ მოაწერა ხელი კონტრაქტს Sony ATV-სთან და დროებით აშშ-ში საცხოვრებლად გადავიდა. ამ პერიოდში დაწერილი რამდენიმე სიმღერა ჰიტ-სინგლად იქცა, მათ შორის, მაილი საირუსისათვის დაწერილი „Party in the U.S.A“. 2008 წელს ჯესიმ მონაწილეობდა მიიღო სინდი ლოუპერის ტურნეში.

პირადი ცხოვრება

2014 წელს ინტერვიუში Daily Mirror-თან მომღერალმა ახსენა, რომ ჰქონია ურთიერთობა როგორც მამაკაცებთან, ასევე ქალებთან: „ჩემთვის ბისექსუალობა ფაზა იყო. მაგრამ არ ვამბობ, რომ იგი ყველას ცხოვრებაში ფაზა უნდა იყოს“.

დისკოგრაფია

    სტუდიური ალბომები
  • Who You Are (2011)
  • Alive (2013)
  • Sweet Talker (2014)
  • R.O.S.E (2018)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ჯესი ჯეი ბიოგრაფიაჯესი ჯეი პირადი ცხოვრებაჯესი ჯეი დისკოგრაფიაჯესი ჯეი რესურსები ინტერნეტშიჯესი ჯეი სქოლიოჯესი ჯეი198827 მარტიალიშა კისიდიდი ბრიტანეთიინგლისური ენაკრისტინა აგილერალონდონიჯასტინ ტიმბერლეიკი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რუსული დამწერლობაკრწანისის ბრძოლაკონვექციასპორტული ინვენტარიძალატიციან ტაბიძეისლანდიაბარდა სკლიაროსიბიბლიაადამიანის უფლებებიწითელანიდერლანდებიჩარლი ჩაპლინიოქროს კვეთარელიეფიზვიგენებიგიორგი ლეონიძეფსიქოლოგიაენერგიალურჯი ვეშაპილარიორგაზმიწიწვოვნებიშავი ზღვის თევზების სიადემეტრე II თავდადებულივეფხისტყაოსანიდუნაიკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდაზეგამტარობაარქეოლოგიამუხარომბიდავით კლდიაშვილიდელფინებიავსტრიასისხლის მიმოქცევის სისტემაეგვიპტის პირამიდებისომხური სამოციქულო ეკლესიათუშეთიარაბთა სახალიფოკილოგრამისამეგრელოსილიციუმიდეციმეტრიმითისაქართველო XVIII საუკუნეშიდიდი სქიზმამილანის ედიქტიელექტრობაიგლუდაცული ტერიტორიაპინგვინისნაირნიბრაზილიაბაქტერიებირიცხვითი სახელიმგელიაჭარაგველებიცვალებადობათა ფორმებინელსონ მანდელაეიფელის კოშკიასურეთიმეტყველების ნაწილებირომის იმპერიაამაზონიუქმე დღეები საქართველოშიკრისტალბეთიფოთოლიერთეულთა საერთაშორისო სისტემაოქტავიანე ავგუსტუსიმტკვარისაქართველოს ეროვნული მუზეუმიბაგრატიონები🡆 More