ხოჯავენდის რაიონი

ხოჯავენდის რაიონი (აზერ.

1992-2023 წლებში კონტროლდებოდა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მიერ. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის თანახმად, ხოჯავანდის რაიონის ტერიტორია შედიოდა მარტუნისა და ჰადრუთის რაიონებში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ხოჯავენდი.

ისტორია

1991 წლის 26 ნოემბერს მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რეგიონი გაუქმდა, ქალაქი მარტუნი დაარქვეს ხოჯავენდს, ხოლო ამის შემდგომ მარტუნისა და ჰადრუთის ოლქები გაერთიანდა ხოჯავანდის რეგიონში.

გეოგრაფია

ხოჯავენდის რაიონი მდებარეობს აღდა-ფიზულის გზაზე, მთისწინეთის დაბლობზე. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება აღმის, ხოჯალისა და შუშას რაიონები; დასავლეთით - ლაჩინის და კუბატინის რაიონი; სამხრეთით ხოჯავენდის რაიონს აქვს საზღვარი ჯებრაილისა და ფიზულის რაიონებთან; აღმოსავლეთით ემეზობლება აჯაბადის რაიონი.

ხოჯავენდის ოლქის რელიეფი ძირითადად მთიანია. სიმაღლე დაახლოებით 500-დან 2724 მეტრამდეა (უმაღლესი წერტილი- დიდი კირის მთაა). რაიონში მიედინება რამდენიმე მდინარე, მათ შორის: კურიჩაი, ჩაილუ და აოგლანჩაი.

რაიონში ვხვდებით წაბლისფერ და ყავისფერ მთიან მიწებს. მწვანე საფარში დომინირებს ბუჩქები და ფართომასშტაბიანი ტყეები. რეგიონში მოიპოვება მარმარილო და მოსაპირკეთებელი და სამშენებლო ქვა.

ადმინისტრაციულ რაიონში ყალიბდება ზომიერად თბილი კლიმატი - მშრალი ზამთრით, ხოლო ზაფხული ზომიერა თბილი კლიმატური პირობებით. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა 400-800 მმ. ვრცელდება იურული, ცარცის და ნეოგენური ნალექები.

კულტურული ძეგლები

ხოჯავენდის რაიონში მდებარეობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლი, მათ შორის გამორჩეულია აჯიხის გამოქვაბული. კომპლექსი შედგება 6 მღვიმესგან. რაიონში არის ასევე თაგლარის გამოქვაბულიც. ხოჯავენდის რაიონში არქეოლოგიური გათხრების შედეგან მოპოვებული იქნა არაერთი მნიშვნელოვანი არტექფაქტი, მათ შორის ადრეული და შუა ბრინჯაოს ხანის დასახლების ნაშთები.

სოფლის მეურნეობა

ხოჯავენდის რაიონის მოსახლეობის ძირითად საქმიანობას სოფლის მეურნეობა წარმოადგენს. რაიონი ცნობილია ყურძნითა და მწვანე მარმარილოთი. მაღალ დონეზე დგას სოფლის მეურნეობის არაერთი დარგი, მათ შორის: მეცხოველეობა, მევენახეობა, მეფრინველეობა, მებაღეობა. მოჰყავთ ქერი, ხორბალი და სიმინდი.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ხოჯავენდის რაიონი ისტორიახოჯავენდის რაიონი გეოგრაფიახოჯავენდის რაიონი კულტურული ძეგლებიხოჯავენდის რაიონი სოფლის მეურნეობახოჯავენდის რაიონი რესურსები ინტერნეტშიხოჯავენდის რაიონიაზერბაიჯანიაზერბაიჯანული ენამარტუნის რაიონი (სომხეთის სსრ)მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკახოჯავენდი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ჰიპერბოლა (ენა)სომხეთიბათუმის ბოტანიკური ბაღიგარემოს დაბინძურებაYandexელინიზმიფსიქოლოგიატელეფონების ნომრები საქართველოშიმოსკოვისულეიმან Iმთაწმინდამგელიპირველი მსოფლიო ომიბაში-აჩუკი (ფილმი)აქონდროპლაზიაგიორგი IV ლაშამე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომანი)საქართველოს სატელეფონო კოდებიინგლისური ენააფხაზეთის ისტორიამუსიკაჰიმალაიკილომეტრიკლიმატის ცვლილებარონალდოჰუმანიზმისაჭმლის მომნელებელი სისტემასისხლის მიმოქცევის სისტემაკახეთიევერესტისამცხე-ჯავახეთის მხარეათონის ივერთა მონასტერიინგლისის რევოლუციაკვარციშვედეთიპროტესტანტიზმიკაცხის სვეტითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიოსმალეთის იმპერიააბას I (ირანი)რუსუდანივარდიმსოფლიოს ვალუტებიშხარამენსტრუაციავენერამცხეთის ჯვრის მონასტერიკურო (ასტროლოგია)სენაკისისხლიმარიხუანაარასამთავრობო ორგანიზაციამელაფერეიდანიფუტკრებითირკმელიფრენბურთიუკრაინაორგაზმი30 აპრილიკონტინენტიფილოსოფიაარაბობა საქართველოშიამასიის ზავითეთრი დათვიფრინველებიკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდამეტაფორაფოთიWizz Airმართლმადიდებლობაიმერეთის მხარეწმინდა გიორგითბილისის წყალდიდობა (2015)შიზოფრენიასაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაარაბთა გაერთიანებული საამიროები🡆 More