წმინდა ელიკონიდა

წმინდა ელიკონიდა (გ.

244) — მართლმადიდებელი ეკლესიის ქალი წმინდანი, ხსენების დღე ძველი სტილით 28 მაისი, ახალი სტილით - 10 ივნისი.

ცხოვრება

წმინდა მოწამე ელიკონიდა ცხოვრობდა ქალაქ თესალონიკში III საუკუნეში. ქრისტიანთა დევნის დროს წმინდანი კორინთოში ჩავიდა და წარმართთა შორის ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო, რისთვისაც შეიპყრეს და ქალაქის მმართველ პერინიუსს მიჰგვარეს. წმინდა აღმსარებელი სასტიკად ცემეს და გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ცეცხლიდან უვნებელი გამოვიდა. მმართველმა ჯადოქრობა დასწამა წმინდანს და კვლავ სატანჯველად გადასცა ჯალათებს, შემდეგ ბრძანა, შეეწყვიტათ წამება და ელიკონიდას პატივსა და ქურუმების წოდებას დაჰპირდა, თუ კერპთაყვანისცემის რიტუალს აღასრულებდა. მოულოდნელად წმინდანი დათანხმდა. გახარებულმა ქურუმებმა და ხალხმა ყიჟინით წაიყვანეს მოწამე სამსხვერპლოში და მისივე თხოვნით მარტო დატოვეს. ღვთის ნებით ელიკონიდა უეცრად გოლიათური ძალით აღივსო და ყველა კერპი დალეწა. შეძრწუნებულმა ქურუმებმა მისი სიკვდილით დასჯა მოითხოვეს. სასჯელის მოლოდინში საპყრობილეში გამომწყვდეულ წმინდა აღმსარებელს მაცხოვარი გამოეცხადა წმინდა მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების თანხლებით და წყლულებისაგან განკურნა. ხუთი დღის შემდეგ ელიკონიდასთან სამი დამშეული ლომი შეუშვეს, მაგრამ მხეცები მორჩილად მიუახლოვდნენ მას და ფეხები აულოკეს. გამხეცებული წარმართთა ბრბო მოითხოვდა, მოეკვდინებინათ წმინდანი. ლომები გამოცვივდნენ საკნიდან და ხალხს დაერივნენ. პერინიუსის ბრძანებით წმინდანს თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 244 წელს. ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს მოწამის ნეშტი.

ლიტერატურა

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

Tags:

10 ივნისი24428 მაისიმართლმადიდებლობაწმინდანი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ესპანეთილონდონიისრაელისეკულარიზმიალკანიბერძნული მითოლოგიადიდი ხუთშაბათიაშშ-ის პრეზიდენტების სიასაჭმლის მომნელებელი სისტემათამარ მეფეტერენტი გრანელიარაპენეტრაციული სექსიადიშის ოთხთავიქართლითაკო ჩხეიძეC ჰეპატიტიცხელი ძაღლიათეიზმისაფრანგეთიქართველებიეოზონოფილებიჩარლი ჩაპლინიირლანდიაარისტოტელეგაზაფხულისაქართველოს სახელმწიფო დროშამთვარედათა თუთაშხიათვითმმართველობაყივანახველათაფსირისაქართველოს ქალაქებიეგვიპტეგიორგი IV ლაშავეფხვიგლობალიზაციასამართალიტოლგვერდა სამკუთხედიამირანი (მითოლოგია)ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი (საგურამო)მონღოლთა ბატონობა საქართველოშიმანასკერტის ბრძოლაEuropebetმოსკოვიკონსტიტუციადეტროიტიქართლის ცხოვრებასოციოლოგიასაქართველო IV საუკუნეშიმონა ლიზავაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიდედამიწის დღეანბანიბაბილონისავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვისჯვაროსნული ლაშქრობებიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)ედუარდ შევარდნაძეანტუან დე სენტ-ეგზიუპერირუსეთის იმპერიავატიკანიერთეულთა საერთაშორისო სისტემაქართლის სამეფომსოფლიოს ვალუტებიტაო-კლარჯეთიქუნთრუშაგულიძიუდოგარემოს დაბინძურებაყირიმის ომირიონისუვერენიტეტითევდორე კველთელივარდების რევოლუციაერითროციტებიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)🡆 More