„ცხოველების ფერმა“ (ინგლ.
გამოიცა 1945 წელს. წიგნის მთავარი მოვლენები დაფუძნებულია სტალინის ეპოქის ამბებზე. ორუელი, რომელიც თავად იყო დემოკრატიული სოციალისტი და დამოუკიდებელი ლეიბორისტული პარტიის წევრი, აკრიტიკებდა სტალინსა და მის რეჟიმს და უნდობლობით იყო განწყობილი სტალინიზმის მიმართ, გამოიარა რა სამოქალაქო ომი ესპანეთში.
„ცხოველების ფერმა“ | |
---|---|
Animal Farm | |
პირველი გამოცემის გარეკანი | |
ავტორი | ჯორჯ ორუელი |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | სატირა |
გამომცემელი | Secker and Warburg (ლონდონი) |
გამოცემის თარიღი | 17 აგვისტო 1945 |
მთარგმნელი | დავით აკრიანი |
მედია | რბილი და მაგარი ყდები |
გვერდი | 112 გვერდი (პირველი ბრიტანული გამოცემა) |
oclc | 53163540 |
წინამორბედი | Coming Up for Air |
მომდევნო | 1984 |
ISBN | ISBN 0-452-28424-4 (ამჟამად) ISBN 978-0-452-28424-1 |
ორუელის ნაწარმოებში საუბარია ცხოველებზე, რომლებმაც აჯანყება მოაწყვეს და ფერმიდან განდევნეს ადამიანები. მათ გადაწყვიტეს, საკუთარი მმართველობის სისტემა შექმნან და თავად მართონ ფერმა, მაგრამ, ამავე დროს, არანაირად არ დაემსგავსონ ადამიანებს. საერთო გადაწყვეტილებით, აკრძალული იყო ტანსაცმლის ჩაცმა, ადამიანივით საწოლზე წოლა, ფულის გამოყენება და სხვა ჩვევები, რომლებიც მხოლოდ ადამიანს ახასიათებს. მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში, ფერმა, განვითარებასთან ერთად, „ეცემოდა ადამიანის დონემდე“ და საბოლოოდ მისი ერთპიროვნულ მმართველს, ღორს სახელად „ნაპოლეონი“, უკვე ვერავინ არჩევდა ნამდვილი ადამიანებისგან.
რევოლუციის შემდეგ ღორებმა კედელზე დიდად დაწერეს შვიდი კანონი, რომლებიც ფერმის ყველა ბინადარს უნდა დაეცვა. როდესაც ღორებმა თავად დაიწყეს წესების დარღვევა, პარალელურად კანონებმაც დეფორმაცია განიცადა. მიუხედავად ამისა, ღორები მაინც აჯერებდნენ დანარჩენ ცხოველებს, რომ კანონებში არაფერი არ იყო შეცვლილი და მათ მუდამ ახლანდელი სახე ჰქონდათ.
„ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგი უფრო თანასწორია ვიდრე სხვები“ | |
(ციტატა ნაწარმოებიდან) |
ნაწარმოების მთავარი პერსონაჟები ცხოველები არიან. ცხოველები და მოვლენები გაიგივებულია საბჭოთა კავშირში მიმდინარე ამბებთან. მაგალითად, ღორი ნაპოლეონი გაიგივებულია სტალინთან, რაზეც ორუელი პირდაპირ უთითებს 1945 წლის 17 მარტის წერილში გამომცემელთან.
ნაპოლეონი ცხოველების ფერმის ლიდერია აჯანყების შემდეგ. მისი პერსონაჟი დაფუძნებულია იოსებ სტალინის პიროვნებაზე. მას ჰყავს საიდუმლო პოლიცია, ძაღლების სახით, რომლებიც მას იცავენ. ნაპოლეონი დიქტატორად იქცევა და ცხოველების საზოგადოების თავდაპირველ კონცეფციას ცვლის. ცხენები ნაწარმოებში სიმბოლურად სამ სოციალურ კლასს განასახიერებენ. ქათმები, რომლებიც უკმაყოფილონი არიან იმით, რომ მათი ყველა კვერცხი უნდა გაიყიდოს, ალეგორიულად კულაკებსა და გლეხებს წარმოადგენენ, რომლებსაც საბჭოთა კავშირში პირადი საკუთრება ჩამოართვეს. გაუნათლებელი და დაბრიყვებული დაბალი ფენის სახით ნაწარმოებში გამოყვანილნი არიან ცხვრები, ხოლო კატები კი კრიმინალური სამყაროსა და რუსული მაფიის წარმომადგენლები არიან.
ცხოველების გარდა ნაწარმოებში სხვა სიმბოლოებიცაა, რომლებიც ალეგორიულად საბჭოთა კავშირს უკავშირდება. მაგალითად ასეთია ცხოველთა დროშა, რომელზეც გამოსახულია გადაჯვარედინებული რქა და ჩლიქი — საბჭოთა სიმბოლოების, ნამგალისა და უროს მსგავსად.
„ცხოველების ფერმამ“ გავლენა იქონია როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომზე Animals. ღორები, ძაღლები და ცხვრები, რომელთა შესახებ სიმღერებიც მთავარია ამ ალბომში, არიან „ცხოველების ფერმის“ მთავარი პერსონაჟები.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ცხოველების ფერმა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.