ცარ-ბომბა

მეფე-ბომბი (რუს.

ცარ-ბომბა
ცარ-ბომბა

მეფე-ბომბი, მეტსახელად AN602 H-bomb, თავდაპირველად 1961 წლის 30 ოქტომბერს გამოსცადა საბჭოთა კავშირმა. მას ასევე ბომბების მამასაც უწოდებენ. მისი აფეთქება 56 000 000 ტონა სიმძლავრის იყო. საბჭოთა კავშირის ტექნიკოსებს სურდათ, რომ მისი სიმძლავრე 100 000 000 ტონა ყოფილიყო, თუმცა პრობლემების გამო მათ ეს ვერ შეძლეს და მისი სიმძლავრე 56 000 000 ტონამდე შეამცირეს.

ბირთვული ბომბის გამოსაცდელი არეალი იყო ახალი მიწის ტერიტორია. აფეთქება არ ყოფილა დიდი სიმძლავრის, რადგან ბომბი მიწიდან 13 კმ.-ზე აფეთქდა. ბომბი ჩამოაგდო საბჭოთა კავშირის ვერტმფრენმა სახელწოდებით ტუპოლევ TU-95. ეს იყო ერთადერთი თვითმფრინავი, რომელსაც შეეძლო ამ ბომბის ტრანსპორტირება. როდესაც ბომბი აფეთქდა ვერტმფრენი უზარმაზარი აფეთქების ტალღიდან ერთი კილომეტრით დაბლა დაეცა.

მეფე-ბომბი ყველაზე მძლავრი იარაღია კაცობრიობის მთელ ისტორიაში, რომელსაც გამოცდა ჩაუტარდა და ის გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნშია შეტანილი, როგორც ყველაზე მძლავრი თერმობირთვული მოწყობილობა, რომელმაც გამოცდა გაიარა.

გამოცდის შედეგები

  • აფეთქებით გამოწვეული ნათება შეიმჩნეოდა 1000 კმ-ზე მეტად დაშორებული ადგილიდანაც. ის შეამჩნიეს ნორვეგიაში, გრენლანდიაზე და ალიასკაზე.
  • აფეთქებით გამოწვეულმა სოკოსებური კვამლის სიმაღლემ 67 კმ-ს მიაღწია. „სოკოს“ ქუდის დიამეტრი შეფასებულია 95 კმ-ად, ფეხის კი - 70 კმ-ად.
  • აფეთქების ტალღამ სამჯერ გადაუარა დედამიწას. აფეთქებით გამოწვეული ატმოსფერული წნევის ტალღა სამჯერ დაფიქსირდა ახალ ზელანდიაზე.
  • აფეთქების ადგილიდან 780 კმ-ით დაცილებულ სოფელში კუნძულ დიქსონზე, ფანჯრების მინები ჩაიმსხვრა.
  • ხმოვანი ტალღა, რომელიც აფეთქებას ახლდა, დაახლოებით 800 კმ-ის დაცილებით, მიაღწია ამავე კუძულ დიქსონამდე.
  • ატმოსფეროს იონიზაცია გახდა რადიოკავშირის დაზიანების მიზეზი 40 წუთის განმავლობაში პოლიგონიდან ასეულობით კილომეტრის რადიუსში.
  • ეპიცენტრის რაიონში რადიოაქტიურმა დაბინძურებამ გამოსაცდელი ველის 2-3 კილომეტრიანი რადიუსის მიდამოში შეადგინა არა უმეტეს 1 მილირენტგენი/სთ. გამომცდელთა გუნდი აფეთქებიდან 2 საათში მივიდა ადგილზე და მათთვის რადიოაქტიური დაბინძურება ფაქტიურად საფრთხეს არ წარმოადგენდა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ბირთვული იარაღირუსული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პლანეტავიტამინებისოფლის მეურნეობასაქართველო IX-X საუკუნეებშისტეფანე მღებრიშვილითხის რქა (ასტროლოგია)პრელუდია (სექსი)მზის სისტემამიტოზიწყალირუსეთ-საქართველოს ომი (1921)სამკურნალო მცენარეებიკონსტანტინოპოლის დაცემასიონის ტაძარილებომბოს მთებიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიილია ჭავჭავაძეგამზრდელი (პოემა)თავისუფლების ქანდაკებავენის კონგრესიტაო-კლარჯეთიეკვატორული კლიმატური სარტყელივენერასანტიმეტრილიბერალიზმიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემაგიორგი ლეონიძენოე სულაბერიძეგაერთიანებული ერების ორგანიზაციაგლობალიზაციაპარიზიგორიიასამანინატურალური რიცხვიდაცვის სიგელიჯვაროსნული ლაშქრობებიშინაური ძაღლიათენიინდუსტრიული რევოლუციაეგვიპტის პირამიდებიელექტრული დენივატიკანიანტიკური ხანათუთის აბრეშუმხვევიაპაბლო პიკასოსაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიგიორგი მაზნიაშვილიკოლოსეუმიკორუფციაპოპ-მუსიკაბიძინა ჩოლოყაშვილიდედოფალამტკვარიაფხაზეთიჯორჯ გერშვინისეკულარიზმირუსეთის იმპერიასავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვისჩემი ცოლის დაქალებიხემარწყვასაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიელექტრობაიუსტინიანე Iცხრა ძმა ხერხეულიძევოლფგანგ ამადეუს მოცარტიმერკურიამფიბიებიბუნების დაცვასაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკალაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიფაშიზმიკაცია-ადამიანი?!ადამიანისეტყვაკვადრატიგიორგი VIIIბაში-აჩუკი (ფილმი)სავანა🡆 More