ჩინური საბრძოლო ხელოვნებები, ცნობილი როგორც უშუ ან კუნ-ფუ — ჩინეთში არსებული საბრძოლო ხელოვნებების საერთო დასახელება.
უშუ შედგება ორი იეროგლიფისაგან: 武-wu (უ) – „საომარი, საბრძოლო“ და (术) shu (შუ) – „ხელოვნება, ტექნიკა“. სხვადასხვა დროს ამ მნიშვნელობებისთვის გამოიყენებოდა სხვადასხვა ტერმინები. უშუს აგრეთვე იცნობენ როგორც კუნ-ფუ (კანტონურ დიალექტზე) ან გუნ-ფუ (ოფიციალურ ჩინურზე); მნიშვნელობით ხსენებული სიტყვები ნიშნავს „საკუთარ თავთან მუშაობაა/ვარჯიშს“, ასევე ნიშნავს თავგადადებული ვარჯიშების შედეგს. მას აგრეთვე უწოდებენ კუნგ-ფუს. ჩინეთის რესპუბლიკის დროს ჩინური საბრძოლო ხელოვნებების აღსანიშნავად გამოიყენებოდა სიტყვა გო-შუ – „ქვეყნის ხელოვნება/ეროვნული ხელოვნება“; ამჟამად გამოიყენება ტაივანში. ჩინური საბრძოლო ხელოვნებების კიდევ ერთი დასახელება, უ-ი – „საბრძოლო ხელოვნება“, იმპერატორული ჩინეთის დროს გამოიყენებოდა. ცუან-ფა („მუშტის მეთოდი“) ან ცუან-შუ („მუშტის ხელოვნება“) – უშუს ერთ-ერთი განაყოფი, ეს სიტყვა ხანდახან გამოიყენება როგორც მთელი უშუს სინონიმი. კუნგ-ფუ და უშუ შინაარსით ერთი და იგივეა. უშუ (武 术) სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც „საბრძოლო ხელოვნება“, ხოლო გუნ-ფუ (功 夫), ასევე არასწორად ტრანსკრიბირებული როგორც „კუნგ-ფუ“ ან „კუნ-ფუ“ ნიშნავს ოსტატობას და ჩინეთში შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც საბრძოლო ხელოვნებასთან მიმართებაში, ასევე ნიჭიერ მუსიკოსთან, მხატვართან, მზარეულთან და სხვასთან მიმართებაში. „კუნგ-ფუს“ გამოთქმის ტრადიცია მოვიდა ძველი ჰონკონგური საბრძოლო ფილმების ამერიკული თარგმანებიდან, რომლებშიც წარმოთქვამენ „კუნგფუს“ (კანტონურ დიალექტზე მიღებული წარმოთქმა, გავრცელებული ჩინეთის სამხრეთში).
დამკვიდრებულია აზრი, რომ ჩრდილოეთის სტილებისთვის დამახასიათებელია ფართო მაღალი პოზიციები, ფეხით დარტყმების დიდი რაოდენობა, მრავალრიცხოვანი გადაადგილებები, იმ დროს როცა სამხრეთის სტილები ხასიათდება დაბალი პოზიციებით, მცირე მოძრაობით, ეყრდნობა ძირითადად ხელებით მოქმედებებს. თუმცა არსებობს მრავალი სტილი როგორც ჩრდილოეთში, ისე სამხრეთში, რომელიც აბსოლუტურად არ ჯდება ამ სქემაში.
ლეგენდები გადმოგვცემენ, რომ არსებობს უშუს სტილების წარმოშობის სამი ცენტრი: ბუდისტური მონასტერი სუნშან შაოლინი ხებეის პროვინციაში, დაოსური ტაძრების კომპლექსი უდანის მთებში ხებეის პროვინციაში და ბუდისტური და დაოსური მონასტრები ემეის მთებში სიჩუანის პროვინციაში. თუმცა ამ სქემაში არ ჯდება მრავალრიცხოვანი სტილი, რომლებიც არ წარმოშობილან არცერთში ამ სამ ცენტრთაგან.
აღნიშნული კლასიფიკაცია შეიქმნა 1909 წელს შანხაიში დაფუძნებული ასოციაცია „ცზინუს“ მიერ; აღნიშნულმა ასოციაციამ პირველმა მიმართა უშუს სისტემატური მეცნიერული შესწავლის მცდელობას. თუმცა მოცემულ სქემაში არ ჯდება სტილები გავრცელებული იმ რეგიონებში, სადაც არც ერთი ამ მდინარეთაგან არ მიედინება.
სტილად დაყოფა რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ შორ დისტანციაზე ბრძოლას – „ჩანცუანი“ (长 拳), და სტილები რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ახლო დისტანციაზე ბრძოლას – „დუანდა“ (短 打). აღნიშნულ სქემებში არ ჯდება სტილები, რომლებიც აწარმოებენ ბრძოლას როგორც ახლო, ისე შორ დისტანციაზე.
„ინგ ჩუნი“ არის ჩინური საბრძოლო ხელოვნება, რომელშიც აქცენტი კეთდება სხეულის ფლობასა და ბალანსზე. დარტყმის დროს სწორი ბალანსითა და პოზით უძლიერესს დარტყმებს ახორციელებენ. ხელოვნება ასევე მოიცავს მოწინააღმდეგის ძალის მისივე საწინააღმდეგოდ მიმართვის ხელოვნებას.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ჩინური საბრძოლო ხელოვნებები, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.