ფილმი ჩახლართული

ჩახლართული (ინგლ.

ფილმის დისტრიბუტორი იყო Walt Disney Studios Motion Pictures. ფილმი ნაწილობრივ ეფუძნება ძმები გრიმების ზღაპარს „რაპუნცელი“ და არის დისნეის სტუდიების რიგით 50-ე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. მასში პერსონაჟებს ახმოვანებენ მენდი მური, ზაქარია ლევი და დონა მერფი. სიუჟეტის მიხედვით, პრინცესა გრძელი ოქროსფერი თმით გამოკეტილის ციხე-კოშკში. დედის ბრძანების მიუხედავად, იგი მიჰყვება სასიამოვნო ახალგაზრდას, რომელიც უჩვენებს მისთვის მანამდე უცნობ სამყაროს.

„ჩახლართული“
ფილმი ჩახლართული
საერთაშორისო კინოპოსტერი
ჟანრი ზღაპარი, სათავგადასავლო
ფილმის ტიპი 3D ანიმაციური ფილმი
რეჟისორი
  • ნეითან გრინო
  • ბაირონ ჰოვარდი
პროდიუსერი როი კონლი
ნაწარმოები რაპუნცელი
— ძმები გრიმები
როლებში
მუსიკა ალან მენკენი
მონტაჟი ტიმ მერტენზი
სტუდია
დისტრიბუტორი Walt Disney Studios
Motion Pictures
პრემიერა
  • 14 ნოემბერი, 2010 (2010-11-14) (El Capitan Theatre)
  • 24 ნოემბერი, 2010 (2010-11-24) (აშშ)
ხანგრძლივობა 100 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 260 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 591.8 მილიონი აშშ დოლარი

ფილმის სახელწოდება თავდაპირველად იყო „რაპუნცელი“, თუმცა შეიცვალა გამოსვლამდე. მას ექვსი წელი ამზადებდნენ, დაახლოებით 260 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ბიუჯეტით, რის თანახმადაც იგი ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმიც იყო. მასში გამოიყენება არა მხოლოდ ტრადიციული სამგანზომილებიანი გრაფიკა, არამედ არაფოტოგრაფიული რენდერიც, რაც ქმნის ნახატის სტილს. მუსიკის ავტორია ალან მენკენი.

ფილმის პრემიერა გაიმართა El Capitan Theatre-ში, 2010 წლის 14 ნოემბერს, ხოლო ძირითადი ჩვენებები 24 ნოემბერს დაიწყო. მაყურებლებმა და კრიტიკოსთა დიდმა ნაწილმა იგი დადებითად შეაფასეს. მისმა მსოფლიო შემოსავალმა 591 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, აქედან 200 მილიონი — აშშ-სა და კანადაში. იგი ნომინირებული იყო ოსკარის რამდენიმე კატეგორიაში, მათ შორის — საუკეთესო ორიგინალურ სიმღერაზე. DVD და Blu-ray დისკებზე იგი 2011 წლის 29 მარტს გამოვიდა. 2012 წელს გამოვიდა მოკლემეტრაჟიანი გაგრძელება „ჩახლართული სამუდამოდ“, ხოლო 2017 წელს — ანიმაციური ტელესერიალი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

2010Walt Disney Studios Motion Picturesინგლისური ენამენდი მურიუოლტ დისნეის ანიმაციური სტუდიები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

დემოკრატიაევერესტიძველი საბერძნეთირუსეთიდავით IIIჩრდილოეთი კორეაარალის ზღვალიტრიჰემოგლობინიშარკა ბლუევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2008რიცხვითი სახელიარჩვისახელმწიფოხვიჩა კვარაცხელიაჯულიანო მედიჩიმიხეილ ხერგიანიწინადადებაუკრაინაგიორგი წიტაიშვილისაქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020კონტინენტიეკონომიკათანდებულიაია-სოფიას ტაძარილუდვიგ ვან ბეთჰოვენიდემეტრე II თავდადებულიანანურის ციხესვანური კოშკისვეტიცხოველიგიორგი I (საქართველოს მეფე)აბრეშუმის დიდი გზაანა კალანდაძესაქართველოს ისტორიაარსებითი სახელირუმინეთინაღვლის ბუშტიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემასაქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონინოე ჟორდანიაემინემიგიორგი V ბრწყინვალეკილომეტრიუეფა-ს ჩემპიონთა ლიგაპარიზის ღვთისმშობლის ტაძარითერგდალეულებიზაქარია ფალიაშვილიმოსწავლეგაერთიანებული სამეფოქართლის გაქრისტიანებავიქტორ დოლიძეგიორგი ქვილითაიარუსთავივენის კონგრესიალექსანდრე მაკედონელის ომებიმზეთინათინიგასტრიტისიურრეალიზმიშვეიცარიამცენარეებითუშეთიმეიოზიგამზრდელი (პოემა)გარემოს დაბინძურებაინგლისიხორვატიარელიგია საქართველოშიიგლუღირსების ორდენი (საქართველო)ტირანიანახშირბადი🡆 More