მენდი მური

ამანდა ლი მური (დ.

10 აპრილი, 1984) — ამერიკელი მომღერალი-სიმღერების ავტორი და მსახიობი. ცნობილი გახდა სინგლით „Candy“, რომელმაც Billboard Hot 100-ში 41-ე პოზიციამდე მიაღწია, და შემდგომში კონტრაქტი გააფორმა Epic Records-თან. სადებიუტო ალბომმა So Real (1999) RIAA-სგან პლატინის სტატუსი მიიღო. 2000 წლის სინგლი „I Wanna Be with You“, ამავე სახელწოდების ალბომიდან, იქცა აშშ-ის 30-ეულში მოხვედრილ მენდის პირველ სიმღერად და Billboard Hot 100-ში 24-ე პოზიციამდე მიაღწია. შემდგომი ალბომებიც, Mandy Moore (2001), Coverage (2003), Wild Hope (2007) და Amanda Leigh (2009) წარმატებული იყო. 2009 წლისთვის მომღერალმა მსოფლიოს მასშტაბით გაყიდა 10 მილიონზე მეტი ალბომი, ხოლო 2012 წელს VH1-მა იგი დაასახელა „მუსიკის 100 უდიდეს შემსრულებელ ქალბატონს“ შორის, 96-ე პოზიციაზე, ისევე, როგორც 63-ე ადგილზე ყველა დროის ყველაზე სექსუალური ქალბატონების სიაში.

მენდი მური
მენდი მური
„ოსკარის“ დაჯილდოებაზე 2011 წელს.
დაბადების სახელი ამანდა ლი მური
დაბადების თარიღი 10 აპრილი, 1984 (1984-04-10) (40 წლის)
ნაშუა, ნიუ-ჰემპშირი, აშშ
საქმიანობა
  • მსახიობი
  • მოდის დიზაინერი
  • მომღერალი-სიმღერების ავტორი
  • მოდელი
აქტიური 1999–დღემდე
მეუღლე(ები) რაიან ადამსი (იქ. 2009; გ. 2016)
ჟანრ(ებ)ი
  • დენსი
  • ხალხური მუსიკა
  • პოპი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
ლეიბლ(ებ)ი
  • Epic
  • Sire
  • The Firm Music
  • EMI
  • Storefront
  • RED

2001 წელს, ფილმში „ექიმი დულიტლი 2“ განსახიერებული როლით, დაიწყო მურის კინოკარიერა, რასაც მოჰყვა ლანა თომასის როლი ფილმში „პრინცესას დღიურები“. წამყვანი როლი პირველად შეასრულა ფილმში „იჩქარე შეიყვარო“ (2002), რომელშიც განასახიერა ჯეიმი სალივანი. მოგვიანებით მან გაახმოვანა რაპუნცელი ანიმაციურ ფილმში „ჩახლართული“ (2010) და ამავე სახელწოდების ტელესერიალში. იგი ასრულებს სიმღერებს ფილმებისთვის, რომლებშიც მონაწილეობს, ხოლო 2016 წლიდან თამაშობს რებეკა პირსონის როლს NBC-ის ტელესერიალში „ეს ჩვენ ვართ“, რომლისთვისაც ოქროს გლობუსის ნომინაცია მიიღო.

დისკოგრაფია

  • So Real (1999)
  • I Wanna Be with You (2000)
  • Mandy Moore (2001)
  • Coverage (2003)
  • Wild Hope (2007)
  • Amanda Leigh (2009)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

Billboard Hot 100Epic RecordsRIAAVH1მომღერალი და კომპოზიტორიმსახიობი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

დემაგოგიაკონცეფციაცივი ომიადოლფ ჰიტლერისაერთაშორისო სამართალიქრომოსომაამფიბიებიზაფხული29 აპრილიბორჯომი (წყალი)27 აპრილიანტიკური ხანანარკოტიკივაშლოვანის ეროვნული პარკიალავერდიMemento moriმეტაბოლიზმიზურა ყიფშიძედიმიტრი ყიფიანიდიაოხისაქართველოს სატელეფონო კოდებინიკა გვარამიაირემიალექსანდრე I დიდიწიგნი სიბრძნე სიცრუისაგურიაქუთაისობაგველის პერანგიმშვილდოსანი (ასტროლოგია)მწერებისაქართველოს კონსტიტუციაპარიზის სამშვიდობო კონფერენციაქართული სამზარეულო69 (სექსუალური პოზა)დუბაიფელაციამორფოლოგია (ენათმეცნიერება)დიდი პარასკევიჩინგიზ-ყაენისაქართველოს ტერიტორიული მოწყობაამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)ფარავანიუჯრედისეტყვაბუდიზმიბირთვული იარაღისაქართველოს დემოგრაფიაინდოეთილონდონიხინკალისაქართველოს პარლამენტიმასონობანაწლავებიმანასკერტის ბრძოლაკრიშტიანუ რონალდუოცდაათწლიანი ომიგიორგი ანწუხელიძეკოპენჰაგენიალაზანითხის რქა (ასტროლოგია)მტკვარიეგვიპტის პირამიდებილაზებიბუნებრივი გადარჩევაობობებიენგურის ჰიდროელექტროსადგურისტეფანწმინდათრომბოციტებიფემინიზმიბაგრატ III (საქართველოს მეფე)მონა ლიზარელიგია საქართველოში1832 წლის შეთქმულებალომინოდარ დუმბაძეთევზები (ასტროლოგია)🡆 More