ყარაბაღი

ყარაბაღი (აზერ.

ტერიტორია პირობითად დაყოფილია სამ რეგიონად. ესენია: მაღალმთიანი ყარაბაღი (ისტორიული არცახი, დღესდღეობით მისი ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მდებარეობს მთიან ყარაბაღში), დაბლობი ყარაბაღი (მოიცავს სტეპებს მდინარე მტკვარსა და მდინარე არაქსს შორის) და ზანგეზურის ქედის აღმოსავლეთ ფერდობი.

ისტორია

ანტიკურობა

რეგიონი, რომელსაც დღეს ყარაბაღი ეწოდება, უწინ სხვადასხვა კავკასიური ტომებით იყო დასახლებული და ითვლება, რომ სომხეთის სამეფომ დაიპყრო ძვ. წ. II საუკუნეში. ამასთან, შესაძლებელია, რომ ეს რეგიონი ადრე სომხეთის სატრაპიის შემადგენლობაში შედიოდა ერვანდუნების დინასტიის მმართველობის დროს, ძვ.წ. IV საუკუნემდე.

შუა საუკუნეები

არაბთა შემოსევებმა მოგვიანებით გამოიწვია რამდენიმე სომეხი მთავრის წინა პლანზე წამოწევა, რომლებიც მოვიდნენ რათა დაემყარებინათ თავიანთი მმართველობა რეგიონში. საუკუნეების განმავლობაში მუდმივმა ომებმა ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს აიძულა, (მათ შორის ყარაბაღის რეგიონში მაცხოვრებლებს) ემიგრაცია წასულიყვნენ სხვა რეგიონებში. მონღოლთა ბატონობის პერიოდში სომეხთა დიდმა ნაწილმა დატოვა დაბლობი ყარაბაღი და თავშესაფრის ძებნა დაიწყეს მაღალმთიან რეგიონებში.

მეთხუთმეტე საუკუნეში, გერმანელმა მოგზაურმა იოჰან შილტბერგერმა შეისწავლა დაბლობი ყარაბაღი და აღწერა ის, როგორც სომხეთის, დიდი და ლამაზი დაბლობი, რომელსაც იმ დრიოსათვის მუსულმანები მართავდნენ. მაღალმთიანი ყარაბაღი 821 წლიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე გადავიდა არაერთი სახელმწიფოს ხელში, მათ შორის აბასიანთა სახალიფოს, ანისის სამეფოს, მონღოლ - ინხანთა, ყარა-ყოიუნლუს, აყ-ყოიუნლუს და სხვა სახელმწიფოების დაქვემდებარებაში.

ადრეული თანამედროვე პერიოდი

1813 წელს, გულისტანის საზავო ხელშეკრულების თანახმად, ყარაბაღის მხარე სპარსელებმა დაუთმეს რუსეთის იმპერიას. რუსეთის მმართველობის პერიოდში ყარაბაღის (როგორც დაბლობი, ასევე მაღალმთიანი) რეგიონის ფართობი 13 600 კმ2-ს მოიცავდა, ხოლო შუშა იყო რეგიონის ყველაზე ცნობილი ქალაქი. რეგიონის მოსახლეობას ძირითადად შეადგენდნენ სომხები, ასევე თათრები, აზერბაიჯანელები და ქურთები. რუსებმა ჩაატარეს აღწერები 1823 წელს და შეამცირეს სოფლების რაოდენობა (თუმცა არა ადამიანები რაოდენობა) და შეაფასეს მთლიანი ყარაბაღის საგადასახადო საფუძველი, რომელიც ასევე შედიოდა დაბლობი ყარაბაღიც.

1823 წელს რუსების მიერ ჩატარებული პირველადი გამოკითხვისა და 1836 წელს გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მაღალმთიან ყარაბაღში თითქმის მთელ მოსახლეობას სომხები შეადგენდნენ (96,7% -ს). მთლიანი ყარაბაღის მოსახლეობას, უმეტესწილად შეადგენდნენ მუსულმანები.

თანამედროვე პერიოდი

რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, ყარაბაღის ტერიტორიამ წარმოშვა კონფლიქტი სომხეთისა და აზერბაიჯანის ახლად ჩამოყალიბებულ რესპუბლიკებს შორის, რომელიც შემდეგ ომში გადაიზარდა. პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის დამარცხების შემდგომ, ბრიტანეთის ჯარებმა დაიკავეს სამხრეთ კავკასია. 1920 წელს აზერბაიჯანი და სომხეთი საბჭოთა კავშირში მიიღეს და ყარაბაღის ტერიტორიაც საბჭოთა ხელისუფლებამ დაიკავა.

სქოლიო

Tags:

ყარაბაღი ისტორიაყარაბაღი სქოლიოყარაბაღიაზერბაიჯანიაზერბაიჯანული ენაარაქსიმაღლობიმტკვარიმცირე კავკასიონისომხეთისომხური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნიკოლა ტესლამეგობრობაბუდაპეშტიმცხეთამეჰმედ IIკანონიერი ქურდიემპათიააბრეშუმის ჭიაოგანესონითეიმურაზ IIკრწანისის ბრძოლალიტრიკანადაბერძნული მითოლოგიაარასამთავრობო ორგანიზაციამონაკოოპერათამარ მეფეწიგნი სიბრძნე სიცრუისასაქართველოს სოფლებიქვეშეთიბაქტერიებისაათი (ერთეული)პაბლო პიკასოიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშისაქართველოს დემოგრაფიაგანახლებადი ენერგიანატვრის ხე (ფილმი)არაპენეტრაციული სექსიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითმარქსიზმიკონსტანტინოპოლიერთა ლიგაბერიკაობაყვავილიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ვარლამ ლიპარტელიანიინდოეთინაწლავებიევროპის პარლამენტისაჭმლის მომნელებელი სისტემასამკურნალო მცენარეებიენგურის ჰიდროელექტროსადგურიმასტურბაციასაქართველოს გეოგრაფიაეროზიაანგარიშთა გეგმასიმკვრიველეიკოციტებირუმინეთილობიოკენგურუებიუქმე დღეები საქართველოშიელენე ახვლედიანივინსენტ ვან გოგიიბერიააღა-მაჰმად-ხანიატომისალომე ზურაბიშვილისასწორი (ასტროლოგია)პარხლის I ოთხთავივარშავის პაქტიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოსიმბოლიზმიკილომეტრილუდვიგ ვან ბეთჰოვენიბოლშევიკებიფემინიზმისაქართველოს მდინარეების სიაგლიცინიაჰექტარიუეფა-ს ჩემპიონთა ლიგაორგაზმიდავით IV აღმაშენებელიფოტოსინთეზითხის რქა (ასტროლოგია)გიორგი II (საქართველოს მეფე)🡆 More