ფრთაშავი თოლია

ფრთაშავი თოლია (ლათ.

ფრთაშავი თოლია
ფრთაშავი თოლია
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  მეჭვავიასნაირნი
ოჯახი:  თოლიასებრნი
გვარი:  თოლია
სახეობა:  ფრთაშავი თოლია
ლათინური სახელი
Larus fuscus (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
ფრთაშავი თოლიასაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22694373
გავრცელების არეალი
ფრთაშავი თოლია
  გამრავლება
  მთელი წლის განმავლობაში
  გამრავლების პერიოდის გარდა

მისი სხეულის სიგრძეა 55–58 სმ, მასა 0,5–1,0 კგ; მამალი დედალზე დიდია. მოზრდილ ფრინველებს (4 წელზე უფროსებს) ზაფხულში ზურგი, წელი და ფრთები ზემოდან მუქი რუხი ან შავი აქვთ; მომქნევი ბუმბულების მუქ ბოლოებზე თეთრი ლაქები და არშიებია; დანარჩენი სხეული თეთრადაა შეფერილი. ფეხები, ნისკარტი და თვალის ფერადი გარსი ღია ყვითელია; ქუთუთოები და ქვედა ნისკარტზე არსებული ლაქა წითელი. ახალგაზრდა ფრინველებს მუქ მურა ზურგზე ღია ფხაჭები აყრია, სხეულის ქვედა ნაწილი თეთრია მუქი ლაქებით, ნისკარტი შავი.

ბინადრობს ევროპის ზღვების, დიდი ტბებისა და მდინარეების სანაპიროებზე ისლანდიიდან კოლის ნახევარკუნძულსა და ონეგის ტბამდე. ზამთარში ფართოდ მომთაბარეობს; გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროდან ტროპიკულ აფრიკამდე და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთამდე.

ყოვლისმჭამელია, ძირითადად თევზით იკვებება, საკვებად აგრეთვე იყენებს მღრღნელებს, მცირე ზომის ფრინველებსა და მათ კვერცხებს, ჭიებს, მწერებს, კენკრას, ნარჩენებსა და მძორს.

უპირატესად ბუდობს სანაპიროების კლდეებსა და პატარა კუნძულებზე კოლონიებად, რომელშიც რამდენიმე ათასიდან 17 ათასამდე მობუდარი წყვილი შეიძლება იყოს გაერთანებული. ბუდე წარმოადგენს მცენარეული მასალისაგან აგებულ პლატფორმას 15 მეტრამდე სიმაღლეზე. დედალი დებს 1–4 (უფრო ხშირად 2–3) კვერცხს, ინკუბაცია 24–27 დღე-ღამე გრძელდება, კრუხობს ორივე მშობელი. ბარტყები 30–40 დღის ასაკში ფრენის უნარს ეუფლებიან.

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

თოლიასებრნილათინური ენაოჯახი (ბიოლოგია)ფრინველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

შიდსისინონიმებიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიკვადრატიGoogleილია ჭავჭავაძელუვრიბრუნებანიკეის პირველი საეკლესიო კრებასიურრეალიზმითემურლენგილონდონიევროპაარაბობა საქართველოშილეონარდო და ვინჩიკონსტანტინე გამსახურდიაიბერიამზემსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითჰომოფობიაჩინეთის დიდი კედელიალბერტ აინშტაინიენდომეტრიოზიადამიანის ჩონჩხისიყვარულითაფსირიიაკობ გოგებაშვილიბიპოლარული აშლილობამენეჯმენტიქანი (გეოლოგია)სესილია თაყაიშვილილევან აბაშიძე (მსახიობი)მართლმადიდებლობაევროპის პარლამენტინოე სულაბერიძეარაბთა სახალიფომესამე რაიხისამანიშვილის დედინაცვალიმონანიება (ფილმი)მამა გაბრიელიიუდაიზმიჯემალ ქარჩხაძე29 აპრილიჯვაროსნული ლაშქრობებიგიორგი V ბრწყინვალეირანიბელარუსიტელეფონების ნომრები საქართველოშიკონცეფციაგიორგი I (საქართველოს მეფე)დიმიტრი ყიფიანიკახეთის აჯანყება (1659)თემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიინსულტიკოპენჰაგენისამასი არაგველილავრენტი ბერიასოკრატეპაკისტანიმწვადიბათუმიმეიოზიფემინიზმიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითკულტურაფაშიზმიველოსიპედიევროპის საბჭოჩარლი ჩაპლინილუქსემბურგიუკრაინაწმინდა სამების საკათედრო ტაძარიეგრისის დიდი ომიაზიაელენე ახვლედიანისაერთაშორისო სამართალითევდორე კველთელიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაკარცინომა🡆 More