ფეხსაცმელი

ფეხსაცმელი — ტანსაცმლის ერთ-ერთი ელემენტი, რომელიც იცმევა ფეხებზე და იცავს მას გარემოსგან; ასევე გამოიყენება გარეგნული იერსახის მოკაზმვის მიზნით.

ფეხშიშველი სიარული ამჟამად ასოცირდება სიღარიბესთან, თუმცა ზოგიერთი კულტურა მის ტარებაზე დღემდე უარს ამბობს.

ფეხსაცმელი
XII საუკუნის სანდლები
ფეხსაცმელი
დეტალი ნახატიდან „არნოლფინების ოჯახის პორტრეტი“, იან ვან ეიკი, 1434 წ.
ფეხსაცმელი
თურქული ჩოპინები

ფეხსაცმელსა და ფეხს შორის როგორც წესი ატარებენ წინდებს ან ტრიკოტაჟის სხვა ნაწარმს, თუმცა სულ უფრო ნაკლებად სანდლებისა და თასმიანი ფეხსაცმელების შემთხვევაში. ზოგჯერ ფეხსაცმელი დაკავშირებულია ფეტიშიზმთან, განსაკუთრებით მსუბუქი ფეხსაცმლისა და ბოტების ზოგიერთი სახეობა.

შედარებით ახალი გამოგონებაა გამძლე ფეხსაცმელი, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი უძველესი ცივილიზაცია მორთულ ფეხსაცმელებს ატარებდა. ასევე არსებობდა ზოგიერთი ძველი ცივილიზაცია, რომელიც საერთოდ არ იყენებდა ფეხსაცმელს. რომაელები ფეხსაცმელს უყურებდნენ როგორც ძალაუფლებისა და საზოგადოებაში სტატუსის დასამკვიდრებელ ნივთს, ამიტომ, მას მრავალი რომაელი ატარებდა, გლეხები და მონები კი ფეხშიშველნი დადიოდნენ. შუა საუკუნეებში გამოჩნდა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც ასევე ასოცირდებოდა ძალაუფლებასთან და სურვილთან, რომ გამოჩენილიყვნენ უფრო მაღლები; ამ დროის ხელოვნების ზოგიერთ ნიმუშზე ხშირად გამოსახავდნენ ფეხშიშველ ადამიანებს სიღარიბის სიმბოლოდ. თუმცა, ამავე დროს, შიშველი ფეხები ბევრ რელიგიაში თავმდაბლობისა და პატივისცემის სიმბოლოა. ფეხსაცმლის გახდა ვინმე უფრო მაღლა მდგომის წინაშე ხშირად ასევე სიმბოლოა მისადმი პატივისცემისა.

ზოგიერთ კულტურაში, სავალდებულოა ფეხსაცმელი გაიხადო სახლში შესვლის წინ, ზოგიერთ რელიგიაში კი ფეხსაცმლის გახდა სავალდებულოა წმინდა შენობა-ნაგებობებში, მაგალითად ტაძარში შესვლის წინ.

ისტორია

შუა საუკუნეებში, ქალიცა და კაციც ატარებდა ხის ფეხსაცმელს, რომელიც თანამედროვე ქუსლიანი ფეხსაცმლის წინაპრად მიიჩნევა. ამავე პერიოდში, ევროპასა და ახალ მსოფლიოში დაბალი კლასის საზოგადოება და მონები ფეხშიშველნი დადიოდნენ. XV საუკუნეში თურქეთში შექმნეს ჩოპინები — ქალის პლატფორმიანი ფეხსაცმელები, რომელთა სიმაღლეც 17,7-20,3 სმ იყო. ამ ფეხსაცმელმა პოპულარობა მოიპოვა ვენეციასა და შემდეგ მთელს ევროპაში; ისინი ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის სტატუს-სიმბოლოდ ითვლებოდა.

XVI საუკუნეში, დიდებულებმა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება დაიწყეს, რათა იმაზე მაღალნი გამოჩენილიყვნენ, ვიდრე იყვნენ; ასე იქცეოდა მაგალითად ეკატერინე მედიჩი და ინგლისის დედოფალი მერი I. 1580 წელს მათ ასევე იცმევდნენ მამაკაცები. თანამედროვე ეპოქაში, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ძირითადად ქალების მოდის ნაწილია.

რესურსები ინტერნეტში

ფეხსაცმელი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

ტანსაცმელი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ფუტკრებიტერენტი გრანელიდუნაიდაისი (ოპერა)ევროკავშირიმურა დათვიასურეთისაბჭოთა ცენტრალური აზიაიტალიის სერია Aჯუმათის მონასტერინაცვალსახელიბეთანიის მონასტერიყაყაჩოპარიზიუფლისციხეტყემალისუდანიელენე ახვლედიანითხის რქა (ასტროლოგია)დათვილარიჰარი პოტერი (პერსონაჟი)კაპადოკიაჰარი პოტერიბიჭვინთის ტაძარიმინერალების სიათენგიზ აბულაძენუცა ბუზალაძექართლიიტალიასისხლის მიმოქცევის სისტემამაიმუნებივეფხვიმერაბ კოსტავაფანდურიბგერაფსორიაზისიზმარიბუდაპეშტიალა პუგაჩოვაჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვავატიკანიცოფისტამბოლიღორის სოლიტერიშინაური კატამდინარესაქართველო XVIII საუკუნეშირაბათის ციხეგიორგი VII (საქართველოს მეფე)Pფობიების სიაძველი რომინინი ბადურაშვილიბენიტო მუსოლინიაღმოსავლეთი საქართველოლეონიდ ბრეჟნევირომანტიზმიხმელეთის კუებიმოსკოვიანტონიმიჭექა-ქუხილიაია-ნაპაგველებიალბერტ აინშტაინიქართული გვარიყაზახეთიდანაშაული და სასჯელისამანიშვილის დედინაცვალიარგენტინასაუდის არაბეთითავის ტვინიგიორგი ანწუხელიძენიჰილიზმირაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეპრაიაემპათიაქალაქი🡆 More